გაბუნია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.
1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. კონსტანტინე მიხეილის ძე გაბუნია იყო ქუთაისის გუბერნიის მდივანი აზნაურთა მხრიდან.
თეოფანე გაბუნია იყო ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი.
ლევან ბერაია
-
ბერიძე
-
აზნაურული გვარი გურიაში, სამეგრელოსა და ლეჩხუმში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად.
შემდგომ ბერიძეები რაღაც მიზეზთა გამო "დამცირდნენ", ჩვენ არ ვიცით რამ გამოიწვია ბერიძეთა სახლის დამცრობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან. ...
ღოღობერიძეების საგვარეულო
-
ღოღობერიძეთა სათავადოს ისტორია.
ღოღობერიძეთა საგვარეულოს შესახებ საისტორიო წყაროებში მეტად მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ჩვენი მსჯელობა ამ საგვარეულოზე ფრაგმენტულია, ზოგჯერ მხოლოდ ზეპირგადმოცემაზე და ვარაუდებზეა დამყარებული. მაგრამ, ვფიქრობთ, ის მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა აღნიშნული ...
რატიშვილი
-
რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე ...
დიასამიძე
-
ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და სხვა ...
ბარათაშვილი
-
ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.
ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...
სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში
-
სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან ...
რაჭის-ერისთავი
-
პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენიებული XI საუკუნეს განეკუთვნება.
რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღმწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძეებად თვლის. წარმოშობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოსლა და მისი ...
აბაზაძე
-
აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული ტბელი აბაზა.
XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ...
ინასარიძე
-
„წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ. „ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.
„ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა გვარისა, თავადად მიღებულ ...
მანდატურთუხუცესი
-
მანდატურთუხუცესი სამეფოს ერთ–ერთი გავლენიანი სახელოს მფლობელი, მანდატურთუხუცესი (შინაგან საქმეთა მინისტრი), საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, მეფის სასახლის მთავარი მეთვალყურე და სამეფო კარის წესრიგის დამცველი იყო. მგზავრობის დროს მას მთავარი ცერემონმაისტერის როლი ეკისრებოდა. მანდატურთუხუცესს ...
-