50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ორბეთი–სამშვილდის მებატონეები ხდებიან და „საორბელოსაც“ „საბარათიანოდ“ აქცევენ.

 საბარათიანოს, როგორც სათავადოს, ფუძემდებლად მიჩნეულია ბარათა ქაჩიბაძე, რომელიც XV საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და ალექსანდრე პირველის (1412–1442) მოლარედ მუშაობდა.

 საბარათიანოს საზღვრების დაზუსტება არ ხერხდება. მხოლოდ დაახლოებით შეიძლება იმ ტერიტორიის მოხაზვა, რომელზედაც საბარათიანო წარმოიქმნა.

 ბარათაშვილებს – წერს ვახუშტი ბაგრატიონი – „უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბნის საერისთავონი ტფილისის სამხრით ვიდრე ლორე–ფარვანამდე, თვინიერ მეფის სახასოთა და შეწირულობათა ეკლესიათათა“. მაშასადამე, ვახუშტის აზრით, ბარათაშვილებს ვეებერთელა ტერიტორია უკავიათ. მართალია ამ მხარეში სამეფო–სახასო ქონებაც არის და საეკლესიო ყმა–მამულებიც, მაგრამ ეს ქვეყანა ძირითადად მაინც ბარათაშვილებს ეკუთვნით და ამიტომაა, რომ ამ მხარეს საბარათიანო ეწოდება.

 ბარათაშვილები პოლიტიკური ცხოვრების წინა პლანზე ჩანან კონსტანტინეს მეფობის დროს (1479–1504) მათი სახლი სამეფო სახლის ნათესავი ხდება, დავით ქაჩიბაძის ქალიშვილს ცოლად ირთავს დავით ბატონიშვილი. მეფის სადროშოც ამ გვარის სახელოა. XVI საუკუნეში ბარათაშვილები უკვე მეწინავე სადროშოს სარდლები არიან.

 ბარათაშვილების სახლი ძლიერი და რიცხვმრავალი იყო. თუ საბარათიანოს რეზიდენციას სამშვილდე წარმოადგენდა და აქ ამ საბარათიანოს უფროსი იჯდა. საბარათიანოს სახლის შვილები საბარათიანოს სხვადასხვა კუთხეში იჯდნენ და თვითონ განაგებდნენ თავიანთ საუფლისწულოებს. დროთა განმავლობაში ეს საუფლისწულოები ბარათიანთ სახლის გაყრის ნიადაგზე დამოუკიდებელ სათავადოებად იქცნენ. ამ ნიადაგზე საბარათიანოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა შემდეგი სათავადოები: საგოსტაშაბიშვილო, საგერმანოზიშვილო, საზურაბიშვილო, აბაშიშვილების სამფლობელო, ფალვანხოსროშვილები, ქავთარაშვილები, იარალიშვილები, იოთამიშვილები, საბარათაშვილო, საყაფლანიშვილო. საბარათიანო, როგორც დამოუკიდებელი სათავადო თანდათან დაკნინდა და XVIII საუკუნეში მთლიანად მოიშალა. საბარათიანოს ნანგრევებზე წარმოშობილ სათავადოებს შორის გაიშალა პირველობისათვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდნენ ყაფლანიშვილები. ასე რომ XVIII საუკუნისათვის სომხით–საბარათიანოში წამყვანი მდგომარეობა ყაფლანიშვილებს ეკუთვნით. დანარჩენი სათავადოები უფრო ფეოდალურ „სახლებს“ წარმოადგენდნენ, ვიდრე სათავადოებს.

 გოსტაშაბიშვილები: გოსტაშაბიშვილები სათავეს იღებენ გოსტაშაბ–ბარათაშვილისაგან (მოიხსენება 1523 წლის გაყრილობის წიგნში).

 საგოსტაშაბიშვილო – ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა. ყმა–მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაბაშიშვილების ცენტრი იყო სოფელი ალმევი, სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული ეკლესია. XVII–XVIII ს. მიჯნაზე 300–მდე ყმა–გლეხი და 10–მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წ. და 1721–24 წწ. გოსტაშაბაშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამული შემცირდა. რის გამოც ისინი XIX ს–ში წვრილ მფლობელებად გადაიქცნენ.

 გერმანოზიშვილები: თავადთა საგვარეულო XVI–XIX სს. ქვემო ქართლში. ბარათაშვილთა ერთ–ერთი განშტოება. გვარის ფუძემდებლად ითვლება 1523 წ. ხარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გერმანოზ ქავთარის ძე ბარათაშვილი. გერმანოზიშვილების სათავადო მამულები – საგერმანოზიშვილო ძირითადად ალგეთის ხეობაში იყო. მამულები ჰქონდათ აგრეთვე ქვემო ქართლის სხვა კუთხეებშიც. XVIII ს. დასაწისში გერმანოზიშვილებს 150–მდე კომლი გლეხი და რამდენიმე აზნაური ჰყავდათ. პირველად გაიყარნენ XVII ს. ბოლოს, მეორედ 1756 წ. რის შედეგად თანდწათან დამცირდნენ და წვრილ მფლობელებად იქცნენ. გერმანოზიშვილების სათავადო სახლის უფროსი მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. ეკავათ მეჯინიბეთუხუცესის და სამეფო სოფლების მოურავთა თანამდებობები.

 აბაშიშვილები: აბაშიშვილების შესახებ პირველად ვახუშტი ბაგრატიონმა წამოაყენა მოსაზრება. მისი აზრით, ალექსანდრე პირველმა „გაჰყარა სამნი ძმანი აბაში, გუგუნა და დავით, აბაშისაგან აბაშიშვილნი, გუგუნასაგან ბარათიანნი და დავითისაგან ყაფლანიშვილები არიან“. თედო ჟორდანიამ აბაშიშვილების გენეალოგია XIV საუკუნიდან მომდინარედ მიიჩნია. ეს მოსაზრებები საფუძვლიანად დაარღვია გ. ჯამბურიამ. მან სამართლიანად მიუთითა,. რომ ყაფლანიშვილები და ორბელიშვილები ბარათაშვილებს გამოეყვნენ. XVI საუკუნეში, რაც შეეხება აბაშიშვილებს, მათ შესახებ საბუთები მხოლოდ XVIII საუკუნისაა. არც დოკუმენტები და არც ნარატიული წყაროები XVI–XVII საუკუნეში აბაშიშვილების მოღვაწეობის შესახებ არაფერს ამბობენ. XVIII საუკუნის დასაწყისში სააბაშაშვილო უკვე არსებობს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სათავადო XVIII ს–ზე ადრე წარმოიქმნა გ. ჯამბურია, რატომღაც სააბაშიშვილოს XVII ს. მეორე ნახევარში უკვე არსებულად მიიჩნევს.

 იოთამიშვილები: იოთამიშვილები თავიანთ გვარის სათავეს იღებენ იოთან ბარათაშვილისაგან. იოთამი 1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს – ორბელს და ამ ნიადაგზე შექმნა საიოთამიშვილო, მაშინ საიოთამიშვილოს ტერიტორიაზე 80–მდე სოფელი მდებარეობდა 663 კომლი ყმით. დროთა ვითარებაში ეს გვარი დაკნინდა და 1721 წლის აღწერით 18 სოფელში მხოლოდ 90 კომლი ყმაღა ჰყავდათ.

 ყაფლანიშვილები: თუ ქვემო ქართლში XV–XVI საუკუნეებში საბარათიანო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ერთეული იყო და ქვეყნის სხვადასხვა საქმეებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა XVII–XVIII საუკუნეებში საყაფლანიშვილოს რჩება უპირატესობა. საყაფლანიშვილო თავის არსებობას იწყებს 1536 წელს. ამ წელს იოთამ ბარათაშვილი და ორბელ ბარათაშვილი გაიყარნენ და შეიქმნა ორი სათავადო – იოთამიშვილებისა და ორბელიშვილ–ყაფლანიშვილებისა. XVI საუკუნეში ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს ეკავათ ეშიკალსაბაშის, ქართლის მდივანბეგის, სახლთუხუცესის, საბარათიანოს სარდლის სახელოები. საყაფლანიშვილომ, როგორც სათავადომ, არსებობა შეწყვიტა საქართველოს რუსეთთან შეერთებისთანავე, საყაფლანიშვილო მამულად იქცა ყაფლანიშვილები კი მემამულეებად.

 ყაფლანიშვილების აზნაურები: კოკონაშვილები, ჩაჩიკაშვილები, დორათაშვილები, გულიზაშვილები, მაჭავარიანები, გოგიტაშვილები, ეღელიშვილები, მკერვალიშვილები, ფრანგიშვილები, ყაითმაზიშვილები, ბაგრატიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, გოგოლაშვილები, ძვალიყლაპიაშვილები, რევაზიშვილები, ბინიაშვილები, ავთანდილაშვილები, ოლუზაშვილები,ბუჭყიაშვილები, ხანდამაშვილები, ბლორძელები, ღრეულაშვილები, ჯომარდიძეები, ტერტერაშვილები, ჩიკოიძეები და კარგარეთელები.

 ბარათაშვილების გენეალოგია

 




მუსხელიშვილი

ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657  და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.

 ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს ...


განძიელი

აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. თავად ავალიშვილების აზნაურები.

 1747 წლის 20 ივნისს ზაალ ავალიშვილმა, ქაიხოსრო ავალიშვილმა, ზაალ ავალიშვილების აზნაურებმა ზურაბ ციმაკურიძემ, ერასტი განძიელმა, ოთარ განძიელმა... და სხვებმა პირობის წიგნი მისცეს ანტონ კათალიკოსს.

ლევან ბერაია


აფაქიძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.

 დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით ...


გურამიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.

 გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...


დგებუაძე

დგებუაძეები - ფეოდალური გვარი საქართველოში. მეგრელი თავადები, სათავადოს მფლობელები, სასახლე ჰქონდათ ოჩეში.

 „დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმნაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროს თურქთაგან დაპყრობის მოვიდნენ ახალციხეს და მუნითგან ოდიშშს და მეფემან მიიღო ...


რატიშვილი

რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე ...


ბებუთაშვილი

XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...


ბერაია

თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია

გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.

 მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ დროს ...


ზაალიშვილი

აზნაური ზაალიშვილების წინაპარს ეწოდებოდა ზაალ ტაოელი, იგი იყო მესამე ხარისხის აზნაური; ზაალ ტაოელი წაიყვანა ყეენმა და ძალად მიაღებინა მაჰმადიანობა, მხოლოდ შვილნი ზაალისა მოვიდნენ მეფე სვიმონ I-თან 1588 წელს და მიიღეს მართლმადიდებლობა და მეფე სვიმონმაც მიიღო ისინი აზნაურებად - ...


ალექსიშვილი

აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის საერისთავოს აზნაურები. საამილახოროს აზნაურები. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები იყვნენ ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები.

 ალექსიშწვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის სახელზე ...


ჩიჩუა

ჩიჩუათა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულეს“ გვარს წარმოადგენდა ოდიშის სამთავროში.

 ჩიჩუათა საგვარეულოს ყველაზე ადრინდელი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი რამაზ ჩიჩუაა. მას პირველად ვხედავთ XVII საუკუნეში. უფრო ზუსტად 1628–1657 წლებში.

 როდის ჩამოყალიბდა ჩიჩუათა სათავადო, გადაჭრით თქმა ძნელია, ...


ზედგინიძე

ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისა სადაც ნათქვამია: „ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს თავადობა ...