ზედგინიძე
-
ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისა სადაც ნათქვამია: „ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგის მეფობის წელს ქრისტეს აქეთ 1465 წელსა და იწოდებოდნენ ზედგინიძეთა და შემდგომად ოდეს იორამ ზედგინიძემ განაწირა მეფის ალექსანდრეს–ძე გიორგი მეფე ბაგრატიონი ორგულთა კაცთა ხელთა სიკვდილისაგან და თვით ზედგინიძე იორამ მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთ მისთა გუარად ამილახორობაი და უფროსსა ძესა მისცა სპასპეტობა ქართლს, მოურაობა გორსა და ციხე გორისჯუარი და სხუანი ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვროდ“. ზედგინიძეთა საგვარეულოდან ამილახროდ პირველად ჩანს თაყა ჯანიბგის–ძე.
ალექსანდრეს მეფობის დროს ზედგინიძეების მეფის ერთგულებას იჩენენ. ასეთი დამსახურებისათვის ისინი იღებენ გორის მოურავობას, ეზოს ჩუხჩარჩობას, მოლარეთუხუცსობას. დაბა–სოფლებს, ყმა–მამულს, მაგრამ თუ ზედგინიძეები ალექსანდრე მეფის თვალში „დიდად ერთგულნი და თავდადებით ნამსახურნი“ ჩანან, ასეთად როდიღა იყვნენ ვახტანგ ალექსანდრეს–ძის მეფობისას. ვახტანგ მეფემ თავისი ქვისლი თაყა ზედგინიძე დაიჭირა და ლიხთიმერეთს გამოჰკეტა.
ზედგინიძეებმა მალე ბაგრატ მეფის ნდობა დაიმსახურეს და თუმცა დიდი ქრთამით, მაინც გორის მოურავობა კვლავ დაიბრუნეს და მამულებიც თანდათან შემოიმტკიცეს.
ზედგენიძეების გენეალოგია (ფრაგმენტები)
-
გურიელი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის ...
ნინიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ჯავახიშვილების აზნაურები. ერეკლე II–ის გაგზავნილ ერთ–ერთ არზაში ვკითხულობთ „ეს ნინიაშვილები აზნაურები არიან: როგორც აზნაურიშვილის სამსახურის რიგი არის, თავეთის შეძლებით ესენი ჯავახიშვილებს ისე უნდა ემსახურონ და მეტი ჯაბრი არცა რა ჯავხიანთ უნდა მოინდომონ“.
ლევან ბერაია
გუგუშვილი
-
გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია მე-18-19 საუკუნეების დადიანის ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.
არის მეორე ვერსიაც, სენატში შეტანილი საბუთების ...
ჩიჩუა
-
ჩიჩუათა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულეს“ გვარს წარმოადგენდა ოდიშის სამთავროში.
ჩიჩუათა საგვარეულოს ყველაზე ადრინდელი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი რამაზ ჩიჩუაა. მას პირველად ვხედავთ XVII საუკუნეში. უფრო ზუსტად 1628–1657 წლებში.
როდის ჩამოყალიბდა ჩიჩუათა სათავადო, გადაჭრით თქმა ძნელია, ...
საგინაშვილი
-
„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...
აბაზაძე
-
აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული ტბელი აბაზა.
XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ...
ქავთარაძე
-
ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.
XII–XIII ...
დიასამიძე
-
ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და სხვა ...
გარაყანიძე
-
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...
მაჭავარიანი
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო ...
ნიჟარაძე
-
ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების თავდაპირველი ...
გვერდწითელი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ ...
-