ვეზირიშვილი

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.

 დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული „თავადის ვეზირიშვილის გიორგისაგან უმდაბლესი მოხსენება“. მოხსენების შინაარსიდან ირკვევა, რომ საქართველოში სამოღვაწეოდ დარჩენილა ნადირ–შაჰის მიერ თავის დროზე ირანიდან გამოგზავნილი ვეზირი. ამ ვეზირის შვილი გიორგი ციციანოვის მისამართით დაწერილ მოხსენებაში წერს: „მამაჩემი ვეზირი ნადირ ყეენისაგან წარმოგზავნილა საქართველოს მეფე თეიმურაზთან ვეზირად. და ამ ხარისხითა და მოადგილეობით ემსახურებოდა მეფეს თეიმურაზსა და მეფეს ირაკლის, და შემდგომად გარდაცვალებისა მამისა ჩემისა. მე პატარა დავრჩი და მე მეფემან ირაკლიმ მომნათლა და მართლმადიდებლობაში მომიყვანა, და იმის წყალობით ვცხოვრობდი, და მეფეს ირაკლისა და მეფეს გიორგის სისხლით ვემსახურე, რომელსაც სამსახურის ნაცვლად მიბოძეს სახელად ნასახჩიბაშის ნაიბობა და გამიჩინეს ჯამაგირი, რომლის ღრამოტტა წარმომიდგენია თქვენის ბრწყინვალებისათვის, და ტრახტატშიაც ჩემი გვარი გამოცხადებული არის“. მეტად საგულისხმოა მაჰმადიანი ვეზირის გაქრისტიანებული შვილის თავადობა. მას ქართველი ფეოდალის თვისებები შეუძენია. იგი სისხლით ემსახურება ქართველ მეფეებს. ამათ მიერ სახელოთია შეწყალებული და მამის სახელის მიხედვით ვეზირიშვილის გვარს ატარებს“.

 ვეზირიშვილები

ლევან ბერაია