ვაჩნაძე

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.

 პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ძველად იყვნენ სომეხთავე მეფეთა დროსანი, არტავაზის შვილებად მოხსენიებულნი მამუკუნიანთა გვართა, რომელნიცა პირველ იყვნენ მოსრულნი კიტაიის მხრიდგან ვანსა შინა და სპასპეტნიცა სომეხთა მხედრობისა წელსა ქრისტეს აქეთ 286–სა, ხოლო შემდგომად ამისა გარდმოვიდა კახეთსა შინა ამა ვაჩას შთამამავალი ვარდან მამიკუნიანი და დაეშენა ხარანბუჯს შინა.

 ასლან ვაჩნაძე იყო 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ვაჩნაძეთა საგვარეულოს ონანოშვილთა შტოდან, კახთა მეფის მდივანი.

 ვაჩნაძეები იყვნენ კარდენახის მემამულეები.

 1615 წლის კახეთის აჯანყების ერთ–ერთი მეთაური იყო თამაზ ვაჩნაძე.

  ვაჩნაძეები