დავით ესტატეს ძე ციციშვილი

0.000
დეტალურად

დავით ესტატეს ძე ციციშვილი (დავით ფანასკერტელ-ციციშვილი) – ერეკლე II-ის ასულის მარიამის და დავით ციციშვილის შვილიშვილი. ავტორი თხზულებისა “შემოკლებული მოთხრობა ქცევათა და ჩვეულებათათვის ქართუელთა ერთა და ჟამითიჟამად ცულილებათათვს მათთა. შეთხზული თავადის დავით ფანასკერტელ-ციციანოვისგან 1849-სა წელსა”. ამ თხზულებაში დ. ციციშვილი სხვათაშორის ამბობს: “უკეთუ რომელიმე ქართული უბნობს ქართუელისა თანა, მაშინ შორის ათთა ქართულთა ლექსთა იტყვის ოთხთა რუსულად”.

 თხზულების ტექსტი დაიბეჭდა “ივერიის” 1891 წ. 13 ივნისის ნომერში (№122).

 დ. ციციშვილის მეუღლე იყო ქეთევან აბაშიძე.