თურმანიძე

დეტალურად

აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილ მკურნალთ საგვარეულო პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოიხსენიებიან ესენბულ და ნინო თურმანიძეები. 1523 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში მოიხსენიებიან როსტევან და ხოსრო თურმანიძეები.

 რუსეთ–თურქეთის ომის დროს 1854–1865 წწ. თურმანიძეთა გვარის წარმომადგენელი და ბეჟან თურმანიძე, სამედიცინო დამსახურებისათვის დააჯილდოვეს სტანისლავის III ხარისხისა და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით.

 ერთ–ერთ ლეგენდის თანახმად იტალიელების ეროვნულ გმირი ჯუზეპე გარიბალდი, ერთ–ერთმა თურმანიძემ მოარჩინა.

 ამათნი გვარნი არიან იმერეთიდგან სამეფო აზნაურნი, მოსრულნი ქართლში დროსა მეფისა თეიმურაზისასა ქრისტეს აქეთ 1748 წელს და რომელნიცა მოხსენებულ არიან მეფისა ირაკლისაგან ტრაკტატსა შინა, ამათნი გვარნი რომელნიმე სახლობენ ქართლში და რომელნიმე იმერეთს.