ფრანგისტან ანდრიას ძე გაბაშვილი

0.000
დეტალურად

ფრანგისტან ანდრიას ძე გაბაშვილი, ერტისი 1853 – პანჩევო (იუგოსლავია) 15.02.1928. სწავლობდა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, შემდეგ ალექსანდროვსკის სამხედრო სასწავლებელში. კავკასიის მსროლელთა №1 ბატალიონის ოფიცერი, 301 ქვეითთა პოლკის მეთაური, მე-4 განსაკუთრებული ქვეითთა დივიზიის სარდალი. 1918 წლიდან მსახურობდა უკრაინის არმიაში. კიევის მოხალისეთა რაზმის მეთაური. მონაწილეობას იღებდა ბრძოლებში ბოლშევიკების წინააღმდეგ.

 თავი გამოიჩინა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, ყარსის შტურმის მონაწილე და ამავე ბრძოლის ერთერთი გმირი. ისევე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის და პირველ მსოფლიო ომებში.

 ყავდა მეუღლე 1 – მარიამ ალექსის ას. ქავთარაძე და ორი ვაჟიშვილი: ვლადიმერი და ლევი. 2 – ანტონინა იოსების ას.

 P.S. ახალი ინფორმაციით ჰყავდა 7 შვილი, სულ უმცროსს ერქვა ანტონი, გადავიდა ბელგიაში საცხოვრებლად.