დეტალურად
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე. (1854-1941). დამთავრებული ქონდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სამხედრო ექიმი. სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა გაზეთ “დრობა” სთან. ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1901 წელს აირჩიეს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლად, ამავე წელს ებოძა უმაღლესი კარის კამერჰერობა. ყავდა მეუღლე იუსტინა ივანეს ას. პოსტნიკოვა. ძმაა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებლის ანტონ ლორთქიფანიძის.
მშობლები: თავ. ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე (ზემო-გვაშტიბელი), დედა ირინე ღოღობერიძე.