რატიშვილი
-
რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე აღყვანებულსა თავადობისა ხარისსა შინა, ხოლო ერთი ამათგანი სცხოვრობდა რუსეთსა შინა, ხოლო აწ არიან თავადად ბეჟან რატიშვილი, რომელიცა ვახტანგ დროსავე იწოდებოდა თავადად წელსა 1724 და მეფე ირაკლის დროს 1783–სა და აწ არიან ბეჟან რატიშვილები. ხოლო სხვანი არიან აზნაურად შალვას შვილები და სხვანი“.
ლევან ბერაია
-
გარაყანიძე
-
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...
საგინაშვილი
-
„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...
ათაბაგი
-
საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...
ალექსი-მესხიშვილი
-
ალექსი-მესხიშვილები, XVII–XIX სს. ქართული კულტურის მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და მხატვართა გვარია. გადმოვიდნენ მესხეთიდან და თბილისში XVII ს. დამკვიდრდნენ.
დაკავშირებული იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. მღვდელი პეტრე მესხი ანჩისხატის კანდელაკი იყო; ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ მისი შვილი, ...
ლორთქიფანიძე
-
ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...
ჩოლოყაშვილი
-
ჩოლოყაშვილები - ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.
ჩოლოყაშვილები კახეთის მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ ...
მიქელაძე
-
მიქელაძეთა საგვარეულოს ისტორიული ნარკვევი.
თავადი მიქელაძეები საქართველოს წარჩინებულ საგვარეულოთა რიცხვს მიეკუთვნებიან. იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” - მათი წარმოშობის შესახებ წერს შემდეგს: “მიქელაძე. ვაკის თავადი ...
მმართველობის ადგილობრივი აპარატი
-
XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ და ...
ჩიჯავაძეთა სათავადო
-
ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში ...
ჯაყელი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.
„XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა ...
დიასამიძე
-
ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და სხვა ...
მხეიძეთა სათავადო
-
მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის სამეფოში. იოანე ბატონიშვილი ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ მხეიძეთა შესახებ ამბობს: „ფხეიძე არიან ძირით სალიპარიტიანნი, ნათესავნი ორბელიანი ლიპარიტისო“, იოანე ცდება, რა თქმა უნდა, როცა ლიპარიტს ორბელიანად თვლის. ...
-