თავადური გვარები
-
საქართველოს თავადთა გვარები, რომელთა შთამომავლებმაც მოაღწიეს XIX-XXI საუკუნეებში.
- აბამელიქი (აბამელიქიშვილი). თავადობა მიანიჭა ერეკლე მეორემ. პერსონები
- აბაშიძე (თავადი [ზემო იმერეთში, ქართლში, კახეთში, სამეგრელოში]. იქვე და გურიაში აზნაურები). პერსონები.
- ავალიშვილი (თავადი ქართლსა და კახეთში. აზნაური დას. საქართველოში). პერსონები.
- აგიაშვილი (თავადი [ქვემო-იმერეთი]. აზნაური). პერსონები
- ამატუნი (ცხოვრობდნენ თბილისში ძირითადად). პერსონები
- ამილახვარი (თავადი ქართლში. აზნაური იმერეთში). პერსონები
- ამირეჯიბი (თავადი ქართლში. აზნაური იმერეთში). პერსონები
- ანდრონიკაშვილი (თავადი, აზნაური. კახეთი. ასევე იყვნენ კათოლიკე თავადი [?] და აზნ. ანდრონიკაშვილები). პერსონები
- ანჩაბაძე (აჩბა) (თავადი აფხაზეთსა და სამეგრელოში). პერსონები.
- აფაქიძე (თავადი, აზნაური. სამეგრელო). პერსონები
- აფხაზი (თავადი. კახეთი). პერსონები
- არღუთაშვილი (მხარგრძელი. არღუთინსკი-დოლგორუკი) (თავადი. კახეთი სოფ. ველისციხე და თბილისი). პერსონები
- ასათიანი (თავადი, აზნაური ლეჩხუმში. იმერეთსა და გურიაში აზნაურები). პერსონები
- ასიყმანოვი (ოსიხმოვანი) (თავადი რუსეთში და საქართველოში აზნაური თულაშვილი). პერსონები
- ახვლედიანი (თავადი ლეჩხუმში. დანარჩენი ყველგან აზნაურები). პერსონები.
- ბაბადიში (ბაბადიშიშვილი) (თავადი კახეთში). პერსონები.
- ბაგრატიონი (თავადი, აზნაური). პერსონები.
- ბაგრატიონ-გრუზინსკი (აღმოსავლეთ საქართველოს ბოლო მეფის შთამომავლები). პერსონები.
- ბაგრატიონ-დავითაშვილი (თავადი ქართლში). პერსონები
- ბაგრატიონ-იმერეტინსკი. სოლომონ პირველის და მისი ბიძაშვილი დავითის შთამომავლები. პერსონები.
- ბაგრატიონ-მუხრანელი. პირველი ხარისხის თავადები ქართლში. პერსონები.
- ბარათაშვილი (ქვემო ქართლის თავადები. აზნაურები ზემო და ქვემო იმერეთში). პერსონები
- ბებუთაშვილი (თავადი. ძირითადად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში). სომხური წარმოშვების ქართველი თავადები. პერსონები
- ბეგთაბეგიშვილი (თავადი ქართლში, სოფ. ვაყა). სომხური წარმოშვების ქართველი თავადები. პერსონები
- ვაჩნაძე (თავადი კახეთში). პერსონები
- ვახვახიშვილი (თავადი კახეთში). პერსონები.
- ვეზირიშვილი (თავადი ქართლში, სოფ. ოსიაური). პერსონები
- გაბაშვილი (თავადი იმერეთში, აზნაური ქართლში). პერსონები
- გარდაფხაძე (თავადი. სვანეთი). პერსონები
- გედევანიშვილი (თავადი, აზნაური. ძირითადად თავადები ცხოვრობდნენ ქ. მცხეთაში). პერსონები
- გელოვანი (თავადი ლეჩხუმში, აზნაურები ლეჩხუმსა და რაჭაში). პერსონები
- გუგუნავა (თავადი გურიაში. აზნაურები სამეგრელოში). პერსონები
- გურამიშვილი (თავადი ქართლში. აზნაური იმერეთში). პერსონები
- გურგენიძე (თავადები კახეთში. თავადთა შთამომავლები მე-20 საუკუნეში აღარ ჩანან. აზნაურები იმერეთში). პერსონები
- გურიელი (გურიის მთავრები). ნამდვილი გურიელი თუ ვინმეა მოგვწერეთ გაგვეხარდება. პერსონები
- დადეშქელიანი (სვანეთის მთავრები). პერსონები
- დადიანი (სამეგრელოს მთავრები). პერსონები
- დგებუაძე (თავადი, აზნაური. სამეგრელო-იმერეთი). პერსონები
- დიასამიძე (თავადები ცხოვრობდნენ მხოლოდ სოფ. ბრეთში, ქართლში. აზნაურები იმერეთში). პერსონები
- ემუხვარი (ემხვარი) (თავადი აფხაზეთში). პერსონები
- ერისთავი-არაგვის (მე-18 საუკუნიდან თავადები კახეთში). პერსონები
- ერისთავი-გურიის (ერისთავი-შერვაშიძე) (თავადები გურიაში). პერსონები
- ერისთავი-ქსნის (თავადი). პერსონები
- ერისთავი-რაჭის, ერისთავი-იმერეთის, ერისთავი-ბარის (თავადი, აზნაური რაჭასა და იმერეთში). პერსონები: რაჭის, იმერეთის
- თავდგირიძე (თავადი გურიაში, აზნაურები ქართლში). პერსონები
- თარხან-მოურავი. მე20 საუკუნეში ზოგი გახდა თარხნიშვილი (შიდა და ზემო ქართლის თავადები). პერსონები
- თაქთაქიშვილი (თავადი, აზნაური. ქართლი). პერსონები
- თუმანიშვილი (თავადი ქართლში, აზნაური გურიაში). პერსონები
- თურქესტანიშვილი (აზნაური ქართლსა და კახეთში, თავადები რუსეთში). პერსონები
- იაშვილი (თავადი, აზნაური. იმერეთი, რაჭა, კახეთი, ქართლი). პერსონები
- ინალ-იფა (ინალიშვილი) (თავადი აფხაზეთში). პერსონები
- კავკასიძე - კალატოზიშვილი (კავკასიძე - თავადები რუსეთში, კავკასიძეები და კალატოზიშვილები აზნაურები ქართლში). პერსონები
- კამსარაქანი (სადათბეგ-ქამსარაქანი). ისტ. არქ. ფ.213 საქმე 352; 390
- ლიონიძე (თავადები კახეთსა და იმერეთში). პერსონები
- ლორთქიფანიძე (თავადი ქვემო იმერეთში. აზნაურები: იმერეთი, ლეჩხუმი, სამეგრელო). პერსონები
- მანველიშვილი (თავადი გურიაში, ხოლო მე-18 საუკუნიდან რუსეთში, საქართველოში აღარ იყვნენ)
- მარშანია (თავადი აფხაზეთი-წებელდა-დალის ხეობა). პერსონები
- მაქსიმენიშვილი (თავადი გურიაში). პერსონები
- მაღალაშვილი (თავადი ქართლში, აზნაურები ქართლსა და კახეთში). პერსონები
- მაყაშვილი (თავადი კახეთში). პერსონები
- მაჩაბელი და მაჩაბელი-ბორტიშვილი (თავადი ქართლსა და იმერეთში, აზნაურები ქართლში). პერსონები
- მაჭუტაძე (თავადი, აზნაური. გურია). პერსონები
- მელიქიშვილი და ლორის-მელიქიშვილი (პირველი თავადები, მეორე - გრაფები და აზნაურები რუსეთის იმპერიის დროს). პერსონები მელიქიშვილი, ლორის-მელიქიშვილი
- მიქაძე (თავადი სამეგრელოში, აზნაურები სამეგრელოს, იმერეთსა და ქართლში). პერსონები
- მიქელაძე (თავადი, აზნაური. ქვემო იმერეთი). პერსონები
- მხეიძე (თავადი, აზნაური. სამეგრელო, იმერეთი, რაჭა). პერსონები
- ნაკაშიძე (თავადი გურიაში. აზნაური სამეგრელოსა და იმერეთში). პერსონები
- ნიჟარაძე (თავადი, აზნაური. ქვემო იმერეთი). პერსონები
- ორბელიანი (ჯამბაკურ[იან]-ორბელიანი) (თავადები ქართლში, აზნაურები სამცხეში). პერსონები
- რატიშვილი (თავადი, აზნაური. ქართლი). პერსონები
- რობიტაშვილი (თავადი კახეთში. თავ. რობიტაშვილების შთამომავლები აღარ ჩანან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან). პერსონები
- რუსიშვილი (რუსიშვილი-ყორჩიბაში) (თავადი კახეთში, აზნაური ქართლში). პერსონები
- სააკაძე (აზნაური ქართლში, თავადი რუსეთში). პერსონები
- საგინაშვილი (თავადი კახეთში. აზნაური ქართლში). პერსონები
- სავარსამიძე (სევარსამიძე) (გადავიდნენ საცხოვრებლად ყიზლარში. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აღარ ჩანან)
- სიდამონ-ერისთავი (კახეთი. თავადი). პერსონები
- სოლოღაშვილი (თავადი. ქვემო ქართლი) (თავ. სოლოღაშვილების შთამომავლები აღარ ჩანან მე-20 საუკუნის ათიანი წლებიდან). პერსონები
- სუმბათაშვილი (თავადი)
- ტუსიშვილი (თავადი)
- ფავლენიშვილი (თავადი, აზნაური. ქართლი)
- ფაღავა (თავადი, აზნაური. სამეგრელო)
- ფალავანდიშვილი (თავადი ქართლში. აზნაურები იმერეთსა და ლეჩხუმში)
- ქობულაშვილი (თავადი. კახეთი)
- ქოჩაკიძე (ქოჩაქიძე) (თავადები სამეგრელოში)
- ღოღობერიძე (აზნაური. იყვნენ თავადები 19 საუკუნეში რომლებმაც რატომღაც ვერ შეინარჩუნეს ტიტული)
- ყარალაშვილი (თავადი. კახეთი, სოფ. ართანა)
- ყიფიანი (თავადი, აზნაური რაჭაში. აზნაურები დანარჩენ საქართველოში)
- შალიკაშვილი (თავადი ქართლში, კახეთსა და გურიაში, აზნაურები გურიაში)
- შელია (აზნაური, თავადი. თავადები ცხოვრობდნენ ჩხოროწყუში, სოფ. ნაჯაგოუ-ნაჯაგუ)
- შერვაშიძე (ჩაჩბა) (აფხაზეთის მთავრები. ასევე თავადები ქართლში და აზნაურები სამეგრელოში, ქართლსა და კახეთში)
- ჩააბალურხვა (სოტიშვილი) (აფხაზი თავადები)
- ჩერქეზიშვილი (თავადი კახეთში, აზნაური ქართლში)
- ჩიქოვანი (თავადი-აზნაური ლეჩხუმსა და სამეგრელოში)
- ჩიჩუა (თავადი, აზნაური. სამეგრელო)
- ჩიჯავაძე (თავადი, აზნაური იმერეთში. თავადი მიხაილოვ-ჩიჯავაძე კახეთში და აზნაური მიქელიშვილი ქართლში)
- ჩოლოყაშვილი (თავადი. კახეთი)
- ჩქოტუა (ჩხოტუა) (თავადი აფხაზეთში)
- ჩხეიძე (თავადი იმერეთსა და ქართლში, აზნაურებიც მანდვე)
- ციციშვილი (თავადი, აზნაური. ქართლი)
- ძიაფშ-იფა (ზეფიშვილი) (თავადი აფხაზეთში)
- წერეთელი (თავადი ზემო იმერეთსა და ქართლში, აზნაურები იქვე და დანარჩენ საქართველოში)
- წულუკიძე (თავადი, აზნაური. რაჭა, ქვემო იმერეთი)
- ჭავჭავაძე (თავადი კახეთში. აზნაურები სამეგრელოსა და იმერეთში)
- ხერხეულიძე (თავადი)
- ხიდირბეგიშვილი (თავადი. ქართლი, იმერეთი)
- ხიმშიაშვილი (თავადი, აზნაური)
- ჯავახიშვილი (თავადი - სოფ. ხოვლე. აზნაურები სოფ. - ძევერა)
- ჯაიანი (თავადი სამეგრელოში, აზნაურები სამეგრელოსა და ქართლში)
- ჯანდიერი (თავადი კახეთში, აზნაურები მათ შორის კათოლიკე - ქართლში)
- ჯაფარიძე (თავადი, აზნაური)
- ჯაყელი (ბეგი [?], აზნაურები გურიაში)
- ჯოლია (აზნაური, თავადი. თავადები ცხოვრობდნენ სენაკის რაიონი სოფელი ეკი [ფ.489 აღწ.6 საქმე 1643])
- ჯორჯაძე (თავადი. კახეთი)
-
ავალიშვილი
-
ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...
მანდატურთუხუცესი
-
მანდატურთუხუცესი სამეფოს ერთ–ერთი გავლენიანი სახელოს მფლობელი, მანდატურთუხუცესი (შინაგან საქმეთა მინისტრი), საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, მეფის სასახლის მთავარი მეთვალყურე და სამეფო კარის წესრიგის დამცველი იყო. მგზავრობის დროს მას მთავარი ცერემონმაისტერის როლი ეკისრებოდა. მანდატურთუხუცესს ...
ქოჩაკიძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სამეგრელოს თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილი მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ...
გარაყანიძე
-
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...
ყრუაშვილი
-
ყრუაშვილები - აზნაურული გვარი ლეჩხუში. ცხოვრობდნენ და მამულები ჰქონდათ უსახელოურში, ოყურეშში, ოფიტარში, ნაყურალეშში და ლახეფაში. იყვნენ ცაგერის ეკლესიის მოურავები.
1802 წ. იმერთ მეფისა და დადიანის ომში ჩანს დეხვირის მეციხოვნე აზნაური ბეჟან ყრუაშვილი.
ყრუაშვილების გენეალოგია...
რატიშვილი
-
რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე ...
ბაზლიძე
-
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ...
გეგეჭკორი
-
აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.
დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით დადიანის ძმა, გრიგოლ ...
ფურცელაძე
-
ფურცელაძეები - აზნაურული გვარი იმერეთში, ქართლში და კახეთში. ამათნი გვარნი პირველ იწოდებოდენ ფარაძედ იმერეთისა აზნაურად. ამათნი გვარნი სჩანან დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1703–სა და სხვათაცა მეფეთა დროსა. ესენი მოვიდნენ იმერეთიდგან და დაეშნენ სახასოსა ადგილსა ლეონ მეფის ძის საბატონოსშვილოსა ...
ღუდუშაური-შიოლაშვილი
-
გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ...
ინასარიძე
-
„წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ. „ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.
„ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა გვარისა, თავადად მიღებულ ...
ჩინჩალაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ. ...
-