დეტალურად
საქართველოს თავადთა გვარები, რომელთა შთამომავლებმაც მოაღწიეს XIX-XXI საუკუნეებში.
- აბამელიქი (აბამელიქიშვილი). თავადობა მიანიჭა ერეკლე მეორემ. პერსონები
- აბაშიძე (თავადი [ზემო იმერეთში, ქართლში, კახეთში, სამეგრელოში]. იქვე და გურიაში აზნაურები). პერსონები.
- ავალიშვილი (თავადი ქართლსა და კახეთში. აზნაური დას. საქართველოში). პერსონები.
- აგიაშვილი (თავადი [ქვემო-იმერეთი]. აზნაური). პერსონები
- ამატუნი (ცხოვრობდნენ თბილისში ძირითადად). პერსონები
- ამილახვარი (თავადი ქართლში. აზნაური იმერეთში). პერსონები
- ამირეჯიბი (თავადი ქართლში. აზნაური იმერეთში). პერსონები
- ანდრონიკაშვილი (თავადი, აზნაური. კახეთი. ასევე იყვნენ კათოლიკე თავადი [?] და აზნ. ანდრონიკაშვილები). პერსონები
- ანჩაბაძე (აჩბა) (თავადი აფხაზეთსა და სამეგრელოში). პერსონები.
- აფაქიძე (თავადი, აზნაური. სამეგრელო). პერსონები
- აფხაზი (თავადი. კახეთი). პერსონები
გურული თავადები - არღუთაშვილი (მხარგრძელი. არღუთინსკი–დოლგორუკი) (თავადი. კახეთი სოფ. ველისციხე და თბილისი). პერსონები
- ასათიანი (თავადი, აზნაური ლეჩხუმში. იმერეთსა და გურიაში აზნაურები). პერსონები
- ასიყმანოვი (ოსიხმოვანი) (თავადი რუსეთში და საქართველოში აზნაური თულაშვილი). პერსონები
- ახვლედიანი (თავადი ლეჩხუმში. დანარჩენი ყველგან აზნაურები). პერსონები.
- ბაბადიში (ბაბადიშიშვილი) (თავადი კახეთში). პერსონები.
- ბაგრატიონი (თავადი, აზნაური). პერსონები.
- ბაგრატიონ–გრუზინსკი (აღმოსავლეთ საქართველოს ბოლო მეფის შთამომავლები). პერსონები.
- ბაგრატიონ–დავითაშვილი (თავადი ქართლში). პერსონები
- ბაგრატიონ–იმერეტინსკი. სოლომონ პირველის და მისი ბიძაშვილი დავითის შთამომავლები. პერსონები.
- ბაგრატიონ–მუხრანელი. პირველი ხარისხის თავადები ქართლში. პერსონები.
- ბარათაშვილი (ქვემო ქართლის თავადები. აზნაურები ზემო და ქვემო იმერეთში). პერსონები
- ბებუთაშვილი (თავადი. ძირითადად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში). სომხური წარმოშვების ქართველი თავადები. პერსონები
- ბეგთაბეგიშვილი (თავადი ქართლში, სოფ. ვაყა). სომხური წარმოშვების ქართველი თავადები. პერსონები
- ვაჩნაძე (თავადი კახეთში). პერსონები
- ვახვახიშვილი (თავადი კახეთში). პერსონები.
- ვეზირიშვილი (თავადი ქართლში, სოფ. ოსიაური). პერსონები
- გაბაშვილი (თავადი იმერეთში, აზნაური ქართლში). პერსონები
- გარდაფხაძე (თავადი. სვანეთი). პერსონები
- გედევანიშვილი (თავადი, აზნაური. ძირითადად თავადები ცხოვრობდნენ ქ. მცხეთაში). პერსონები
- გელოვანი (თავადი ლეჩხუმში, აზნაურები ლეჩხუმსა და რაჭაში). პერსონები
- გუგუნავა (თავადი გურიაში. აზნაურები სამეგრელოში). პერსონები
- გურამიშვილი (თავადი ქართლში. აზნაური იმერეთში). პერსონები
- გურგენიძე (თავადები კახეთში. თავადთა შთამომავლები მე-20 საუკუნეში აღარ ჩანან. აზნაურები იმერეთში). პერსონები
- გურიელი (გურიის მთავრები). ნამდვილი გურიელი თუ ვინმეა მოგვწერეთ გაგვეხარდება. პერსონები
- დადეშქელიანი (სვანეთის მთავრები). პერსონები
- დადიანი (სამეგრელოს მთავრები). პერსონები
- დგებუაძე (თავადი, აზნაური. სამეგრელო–იმერეთი). პერსონები
- დიასამიძე (თავადები ცხოვრობდნენ მხოლოდ სოფ. ბრეთში, ქართლში. აზნაურები იმერეთში). პერსონები
- ემუხვარი (ემხვარი) (თავადი აფხაზეთში). პერსონები
- ერისთავი–არაგვის (მე-18 საუკუნიდან თავადები კახეთში). პერსონები
- ერისთავი–გურიის (ერისთავი–შერვაშიძე) (თავადები გურიაში). პერსონები
- ერისთავი–ქსნის (თავადი). პერსონები
- ერისთავი–რაჭის, ერისთავი–იმერეთის, ერისთავი–ბარის (თავადი, აზნაური რაჭასა და იმერეთში). პერსონები: რაჭის, იმერეთის
- თავდგირიძე (თავადი გურიაში, აზნაურები ქართლში). პერსონები
- თარხან–მოურავი. მე20 საუკუნეში ზოგი გახდა თარხნიშვილი (შიდა და ზემო ქართლის თავადები). პერსონები
- თაქთაქიშვილი (თავადი, აზნაური. ქართლი). პერსონები
- თუმანიშვილი (თავადი ქართლში, აზნაური გურიაში). პერსონები
- თურქესტანიშვილი (აზნაური ქართლსა და კახეთში, თავადები რუსეთში). პერსონები
- იაშვილი (თავადი, აზნაური. იმერეთი, რაჭა, კახეთი, ქართლი). პერსონები
- ინალ–იფა (ინალიშვილი) (თავადი აფხაზეთში). პერსონები
- კავკასიძე – კალატოზიშვილი (კავკასიძე – თავადები რუსეთში, კავკასიძეები და კალატოზიშვილები აზნაურები ქართლში). პერსონები
- კამსარაქანი (სადათბეგ–ქამსარაქანი). ისტ. არქ. ფ.213 საქმე 352; 390
- ლიონიძე (თავადები კახეთსა და იმერეთში). პერსონები
- ლორთქიფანიძე (თავადი ქვემო იმერეთში. აზნაურები: იმერეთი, ლეჩხუმი, სამეგრელო). პერსონები
- მანველიშვილი (თავადი გურიაში, ხოლო მე-18 საუკუნიდან რუსეთში, საქართველოში აღარ იყვნენ)
- მარშანია (თავადი აფხაზეთი–წებელდა–დალის ხეობა). პერსონები
- მაქსიმენიშვილი (თავადი გურიაში). პერსონები
- მაღალაშვილი (თავადი ქართლში, აზნაურები ქართლსა და კახეთში). პერსონები
- მაყაშვილი (თავადი კახეთში). პერსონები
- მაჩაბელი და მაჩაბელი–ბორტიშვილი (თავადი ქართლსა და იმერეთში, აზნაურები ქართლში). პერსონები
- მაჭუტაძე (თავადი, აზნაური. გურია). პერსონები
- მელიქიშვილი და ლორის–მელიქიშვილი (პირველი თავადები, მეორე – გრაფები და აზნაურები რუსეთის იმპერიის დროს). პერსონები მელიქიშვილი, ლორის-მელიქიშვილი
- მიქაძე (თავადი სამეგრელოში, აზნაურები სამეგრელოს, იმერეთსა და ქართლში). პერსონები
- მიქელაძე (თავადი, აზნაური. ქვემო იმერეთი). პერსონები
- მხეიძე (თავადი, აზნაური. სამეგრელო, იმერეთი, რაჭა). პერსონები
- ნაკაშიძე (თავადი გურიაში. აზნაური სამეგრელოსა და იმერეთში). პერსონები
- ნიჟარაძე (თავადი, აზნაური. ქვემო იმერეთი). პერსონები
- ორბელიანი (ჯამბაკურ[იან]-ორბელიანი) (თავადები ქართლში, აზნაურები სამცხეში). პერსონები
- რატიშვილი (თავადი, აზნაური. ქართლი). პერსონები
- რობიტაშვილი (თავადი კახეთში. თავ. რობიტაშვილების შთამომავლები აღარ ჩანან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან). პერსონები
- რუსიშვილი (რუსიშვილი–ყორჩიბაში) (თავადი კახეთში, აზნაური ქართლში). პერსონები
- სააკაძე (აზნაური ქართლში, თავადი რუსეთში). პერსონები
- საგინაშვილი (თავადი კახეთში. აზნაური ქართლში). პერსონები
- სავარსამიძე (სევარსამიძე) (გადავიდნენ საცხოვრებლად ყიზლარში. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აღარ ჩანან)
- სიდამონ–ერისთავი (კახეთი. თავადი). პერსონები
- სოლოღაშვილი (თავადი. ქვემო ქართლი) (თავ. სოლოღაშვილების შთამომავლები აღარ ჩანან მე-20 საუკუნის ათიანი წლებიდან). პერსონები
- სუმბათაშვილი (თავადი)
- ტუსიშვილი (თავადი)
- ფავლენიშვილი (თავადი, აზნაური. ქართლი)
- ფაღავა (თავადი, აზნაური. სამეგრელო)
- ფალავანდიშვილი (თავადი ქართლში. აზნაურები იმერეთსა და ლეჩხუმში)
- ქობულაშვილი (თავადი. კახეთი)
- ქოჩაკიძე (ქოჩაქიძე) (თავადები სამეგრელოში)
- ღოღობერიძე (აზნაური. იყვნენ თავადები 19 საუკუნეში რომლებმაც რატომღაც ვერ შეინარჩუნეს ტიტული)
- ყარალაშვილი (თავადი. კახეთი, სოფ. ართანა)
- ყიფიანი (თავადი, აზნაური რაჭაში. აზნაურები დანარჩენ საქართველოში)
- შალიკაშვილი (თავადი ქართლში, კახეთსა და გურიაში, აზნაურები გურიაში)
- შელია (აზნაური, თავადი. თავადები ცხოვრობდნენ ჩხოროწყუში, სოფ. ნაჯაგოუ-ნაჯაგუ)
- შერვაშიძე (ჩაჩბა) (აფხაზეთის მთავრები. ასევე თავადები ქართლში და აზნაურები სამეგრელოში, ქართლსა და კახეთში)
- ჩააბალურხვა (სოტიშვილი) (აფხაზი თავადები)
- ჩერქეზიშვილი (თავადი კახეთში, აზნაური ქართლში)
- ჩიქოვანი (თავადი–აზნაური ლეჩხუმსა და სამეგრელოში)
- ჩიჩუა (თავადი, აზნაური. სამეგრელო)
- ჩიჯავაძე (თავადი, აზნაური იმერეთში. თავადი მიხაილოვ–ჩიჯავაძე კახეთში და აზნაური მიქელიშვილი ქართლში)
- ჩოლოყაშვილი (თავადი. კახეთი)
- ჩქოტუა (ჩხოტუა) (თავადი აფხაზეთში)
- ჩხეიძე (თავადი იმერეთსა და ქართლში, აზნაურებიც მანდვე)
- ციციშვილი (თავადი, აზნაური. ქართლი)
- ძიაფშ–იფა (ზეფიშვილი) (თავადი აფხაზეთში)
- წერეთელი (თავადი ზემო იმერეთსა და ქართლში, აზნაურები იქვე და დანარჩენ საქართველოში)
- წულუკიძე (თავადი, აზნაური. რაჭა, ქვემო იმერეთი)
- ჭავჭავაძე (თავადი კახეთში. აზნაურები სამეგრელოსა და იმერეთში)
- ხერხეულიძე (თავადი)
- ხიდირბეგიშვილი (თავადი. ქართლი, იმერეთი)
- ხიმშიაშვილი (თავადი, აზნაური)
- ჯავახიშვილი (თავადი – სოფ. ხოვლე. აზნაურები სოფ. – ძევერა)
- ჯაიანი (თავადი სამეგრელოში, აზნაურები სამეგრელოსა და ქართლში)
- ჯანდიერი (თავადი კახეთში, აზნაურები მათ შორის კათოლიკე – ქართლში)
- ჯაფარიძე (თავადი, აზნაური)
- ჯაყელი (ბეგი [?], აზნაურები გურიაში)
- ჯოლია (აზნაური, თავადი. თავადები ცხოვრობდნენ სენაკის რაიონი სოფელი ეკი [ფ.489 აღწ.6 საქმე 1643])
- ჯორჯაძე (თავადი. კახეთი)