მანდატურთუხუცესი
-
მანდატურთუხუცესი სამეფოს ერთ–ერთი გავლენიანი სახელოს მფლობელი, მანდატურთუხუცესი (შინაგან საქმეთა მინისტრი), საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, მეფის სასახლის მთავარი მეთვალყურე და სამეფო კარის წესრიგის დამცველი იყო. მგზავრობის დროს მას მთავარი ცერემონმაისტერის როლი ეკისრებოდა. მანდატურთუხუცესს ემორჩილებოდა ცენტრალური აპარატის უწყებები „სააჯო კარი“ და „საგანმგეო“. თვალყურს ადევნებდა ეტიკეტისა და ცერემონიალის შესრულებას.
მანდატურთუხუცესის ძალაუფლების სიმბოლო – ოქროს ჯოხი – „სამანდატურო არგანი“ იყო. მის მორჩილ მანდატურებს სავაზირო შენობის დაცვა და ადგილებზე პოლიციური ფუნქციების შესრულება ევალებოდათ. მათი ძალაუფლების სიმბოლოც „არგანი“ იყო. მანდატურთუხუცესის სამსახური სახელმწიფო სიგელებს გასცემდა. მანდატურთუხუცესი თავისი პატივით ამირსპასალარს უტოლდებოდა. ზოგჯერ ორივე ეს სახელო ერთ პირს ჰქონდა. მანდატურების გარდა, მანდატურთუხუცესს ემორჩილებოდნენ ამირეჯიბი, განმგეთუხუცესი და სხვ. მოხელეები.
ამირეჯიბი მანდატურთუხუცესის უახლოესი თანაშემწე იყო. ამირეჯიბი განაგებდა სასახლის ცერემონიალს, ევალებოდა წესრიგის დაცვა, შეთქმულების აღკვეთა და სხვ. იგი სათათბირო ხმით სავაზიროს წევრი იყო. ყველა შემთხვევაში მას ნება ეძლეოდა მეფესთან მოხსენებით შესულიყო. ეჯიბები, რომელთაც მეფის სასახლისა და თავად მონარქის მომსახურება ევალებოდათ, ამირეჯიბს ემორჩილებოდნენ; ამირეჯიბსა და განმგეთუხუცესს, თავის მხრივ, ემორჩილებოდნენ მესტუმრე, მერიგე და სხვ. შეხვედრებს, სტუმრების განაწილებასა და გამასპინძლებას განაგებდა მესტუმრე, ხოლო რანგების მიხედვით სტუმრების მაგიდაზე განლაგებას მერიგე.
სამეფო კარის „საგამგეოს“ ხელმძღვანელის, განმგათუხუცესის, ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას სანადიმო მაგიდის ორგანიზება, სამეფო წვეულებებისა და ნადიმის დროს განკარგულების გაცემა შეადგენდა; მასვე ემორჩილებოდნენ სამეფო დომენის ის მოსამსახურეები, რომლებიც სამეურნეო საქმიანობასთან იყვნენ დაკავშირებულნი: მეჯამეთუხუცესი (სამეფო საწყობებში ისეთ სანოვაგეს ინახავდა როგორიცაა: ბერძნული კაკალი, საჭმლის ზეთი, სუნელები, მჟავე წნილები, მუხუდო, გამხმარი და დაშაშხული თევზი, აგრეთვე საველე სამზარეულო კარავი, სპილენძისა და კალის ჭურჭელი), „საგამგეოს“ მუქიფი და ჭაშნაგირი, რომელიც სამეფო მაგიდაზე მიტანის წინ საჭმელს სინჯავდა.
-
საგინაშვილი
-
„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...
ქვაბისხევი (ბორჯომი)
-
ქვაბისხევი
ენიკოლოფაშვილი
-
ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.
სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ ...
იაშვილი
-
ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილთა საგვარეულოს შესახებ დაცულია კოტრიძეთა 1432 წლის სასისხლო სიგელში. ხოლო შერაზადაშვილთა 1484–1510 წლების სასისხლო სიგელში მეფის „დარბაისელთა“ შორის პირველ ადგილზე იხსენიება ვარდან იაშვილი.
იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდოა XV ს. მიწურულს. XVII ს. ...
ჟურული
-
ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა ...
გაბაშვილი
-
აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. აზნაური გაბაშვილი მოხსენიებულია 1635 წლის ერთ–ერთ საბუთში როსტომ მეფის დროს. (მე-18 საუკუნის ბოლოს გაბაშვილებმა იმერეთში მიიღეს თავადის წოდება).
გაბაშვილების საგვარეულოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ საქართველოს პოლიტიკურ და ლიტერატურულ ...
ნინიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ჯავახიშვილების აზნაურები. ერეკლე II–ის გაგზავნილ ერთ–ერთ არზაში ვკითხულობთ „ეს ნინიაშვილები აზნაურები არიან: როგორც აზნაურიშვილის სამსახურის რიგი არის, თავეთის შეძლებით ესენი ჯავახიშვილებს ისე უნდა ემსახურონ და მეტი ჯაბრი არცა რა ჯავხიანთ უნდა მოინდომონ“.
ლევან ბერაია
მუსხელიშვილი
-
ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657 და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.
ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს ...
ქოჩაკიძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სამეგრელოს თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილი მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ...
ანანიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.
1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, ...
ფიცხელაური
-
აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ რაოდენიმე ...
ვაჩნაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.
პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ძველად ...
-