აბაზაძე
-
აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული ტბელი აბაზა.
XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ერისთაობა „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ მიხედვით, აბაზაძენი იყვნენ „ძლიერნი და ახოანნი სიმდიდრესა ზედა, მკლავისა თვისისა, მოქადელნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი“. XI ს. შუა წლებში აბაზაძენი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში იყვნენ. მათი განდგომა, მარცხითა და ერისთავობის დაკარგვით დამთავრდა. ამის შემდეგ, აბაზაძენი დაკნინდნენ და ისტორიულ წყაროებში იშვიათად იხსენიებიან. 1405 წ. დოკუმენტის ცნობით, აბაზაძეთა ერთი შტოსთვის მეფეს კახეთში აბუთელისძეთა მამული უბოძებია. XV–XVIII სს. აბაზაძენი ზემო ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენელი ივანე, XI ს. პირველი ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის რისთავთ–ერისთავი იყო ბაგრატ IV დროს. ბაგრატის მცირეწლოვნობისას ქართლ–კახეთის სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართველოს სამეფოსაგან განდგომილი განძის ამირა ფალდონის დასასჯელად. 1032 წ. აბაზაძე ივანემ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ხელთიგდეს ხერთვისის ციხე. საქართველოს სამეფო კარზე არსებული უთანხმოების გამო, თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ ცნობით აბაზაძე ივანე და მისი ოთხი ძმა იმდენად განდიდნენ და გაძლიერდნენ, რომ შეთქმულება მოუწყვეს ბაგრატ IV –ს, მეფემ შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთაობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს.
ლევან ბერაია
-
დადეშქელიანი
-
დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...
მხეიძეთა სათავადო
-
მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის სამეფოში. იოანე ბატონიშვილი ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ მხეიძეთა შესახებ ამბობს: „ფხეიძე არიან ძირით სალიპარიტიანნი, ნათესავნი ორბელიანი ლიპარიტისო“, იოანე ცდება, რა თქმა უნდა, როცა ლიპარიტს ორბელიანად თვლის. ...
გელოვანი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. სვანეთის ყოფილი ერისთავები. ლეჩხუმის მოურავები.
1462–1510 წლების სასიხლო სიგელში სვანეთის ერისთავებად გელოვანები არიან დასახლებულნი.
ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ გელოვანების შესახებ წერს „ხოლო სვანეთს – გეელოვანი, და ...
ჯაიანი
-
ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება. “ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე ...
აგიაშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.
XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ I – ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ხელში ...
ანდრონიკაშვილი
-
თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.
ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ...
ამირეჯიბები
-
ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ამირეჯიბს ...
საყვარელიძე
-
აზნაურული საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად საყვარელიძეების წინაპრები აზნაური კროჭები ყოფილან, კროჭების ოჯახს დიდებული სტუმართმასპინძლობა გაუწევიათ მათთან მისულ მეფისათვის, რომელსაც შეუძახია რა საყვარელიძენი ხართო. აქედან მოდის მათი ...
სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში
-
სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან ...
დიასამიძე
-
ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და სხვა ...
ათაბაგი
-
საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...
ჯორჯაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...
-