დადეშქელიანი
-
დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო (1812). შინააშლილობის გამო დადეშქელიანების სამთავრო XIX ს. 20–იან წლებში ორად გაიყო. 1833 წელს დადეშქელიანებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს.
მეფის მთავრობამ ციოყი (მიხეილ) ჩუბეხევის, ხოლო თათარყანი (ნიკოლოზი) ეცერ–ცხუმ–ბეჩოს მფლობელად ცნო. რუსეთის მთავრობაში შესული დადეშქელიანები თვითონ მართავდნენ თავიანთ სამფლობელოს და მეფის მოხელეებს ნაკლებად ემორჩილებოდნენ. 1841 წ. მეფის არმიაში მყოფი ციოყი ჩრდილოეთ კავკასიის მთიულებთან ბრძოლაში დაიღუპა. თათარყანმა ციოყის მემკვიდრეობის მეურვეობის უფლება მოითხოვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თათარყანის გარდაცვალების (1850) შემდეგ. 1855 წ. ისლამ და თენგიზ დადეშქელიანებმა მოკლეს თათარყანის მემკვიდრე ჯანსუღი. 1857 წ. მეფის მთავრობამ სამთავრო გააუქმა და ჩუბეხევის დადიშქელიანები სამუდამოდ რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლა. ეცერ–ცხუმირ–ბეჩოს დადეშქელიანებს კი ძველი უფლებები ჩამოართვა და რიგით მემამულეებად გამოაცხადეს.
-
იაშვილი
-
ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილთა საგვარეულოს შესახებ დაცულია კოტრიძეთა 1432 წლის სასისხლო სიგელში. ხოლო შერაზადაშვილთა 1484–1510 წლების სასისხლო სიგელში მეფის „დარბაისელთა“ შორის პირველ ადგილზე იხსენიება ვარდან იაშვილი.
იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდოა XV ს. მიწურულს. XVII ს. ...
გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...
ლიონიძე
-
კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“.
ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...
საგინაშვილი
-
„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...
აბაზაძე
-
აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული ტბელი აბაზა.
XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ...
ჟურული
-
ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა ...
ნინიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ჯავახიშვილების აზნაურები. ერეკლე II–ის გაგზავნილ ერთ–ერთ არზაში ვკითხულობთ „ეს ნინიაშვილები აზნაურები არიან: როგორც აზნაურიშვილის სამსახურის რიგი არის, თავეთის შეძლებით ესენი ჯავახიშვილებს ისე უნდა ემსახურონ და მეტი ჯაბრი არცა რა ჯავხიანთ უნდა მოინდომონ“.
ლევან ბერაია
ქვაბისხევი (ბორჯომი)
-
ქვაბისხევი
გურამიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.
გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...
ბაგრატიშვილი
-
აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში. ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ აგრეთვე ...
გეგეჭკორი
-
აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.
დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით დადიანის ძმა, გრიგოლ ...
ავალიშვილი
-
ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...
-