50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა და ამათნი გვარნი სახლობენ სხვადასხვა სახლად.

 აზნაურული გვარი ქართლში. არაგვის ერისთავის აზნაურები. ვახუშტის აღწერა სამეფოსა საქართველოისა“, მოხსენიებული აქვს ჟურულების სასისხლო სიგელი. ჟურულების გვარი შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

 ცნობილია აზნაურ ჟურულების სასისხლო სიგელი, რომელიც თარიღდება XV საუკუნით. 




ანთაძე

აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში. ...


ქავთარაძე

ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.

 XII–XIII ...


გუგუშვილი

გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია მე-18-19 საუკუნეების დადიანის ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.

 არის მეორე ვერსიაც, სენატში შეტანილი საბუთების ...


ციციშვილი

ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.

 იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ ...


ზაალიშვილი

აზნაური ზაალიშვილების წინაპარს ეწოდებოდა ზაალ ტაოელი, იგი იყო მესამე ხარისხის აზნაური; ზაალ ტაოელი წაიყვანა ყეენმა და ძალად მიაღებინა მაჰმადიანობა, მხოლოდ შვილნი ზაალისა მოვიდნენ მეფე სვიმონ I-თან 1588 წელს და მიიღეს მართლმადიდებლობა და მეფე სვიმონმაც მიიღო ისინი აზნაურებად - ...


ბახუტაშვილი

„ბახუტაშვილი 1666 წ. ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სახლთუხუცესად. ბახტინ ბახუტაშვილი იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც ცხოვრობდა ყარაბაღისა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ბახტინიშვილები ბახუტაშვილებად. ...


ანჩაბაძეთა გვარის ისტორია

ანჩაბაძე (აფხაზურად აჩბა) აფხაზეთის უძველეს ფეოდალურ გვარად ითვლება. აფხაზური თქმულებები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აჩბები აფხაზეთს განაგებდნენ ჩაჩბებზე (შერვაშიძეებზე) ადრე. არსებობს ანდაზაც: „აჩბა უმჰიაკუა, ჩაჩბა უზჰიომ…”, ანუ ჯერ აჩბა თქვი და მერე ჩაჩბაო.

 როდის უნდა დაეკარგათ ანჩაბაძეებს ...


გედევანიშვილი

თავადთა და აზნაურთა საგვარეულო ქართლში. გერბიანი აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ მრავალყმიანი ...


ბერიძე

აზნაურული გვარი გურიაში, სამეგრელოსა და ლეჩხუმში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად.

 შემდგომ ბერიძეები რაღაც მიზეზთა გამო "დამცირდნენ", ჩვენ არ ვიცით რამ გამოიწვია ბერიძეთა სახლის დამცრობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან. ...


ბოსტაშვილი

„აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავალის ნუხის ხანი აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ...


ჩიჯავაძეთა სათავადო

ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში ...


გურამიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.

 გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...