დეტალურად
„ბახუტაშვილი 1666 წ. ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სახლთუხუცესად. ბახტინ ბახუტაშვილი იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც ცხოვრობდა ყარაბაღისა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ბახტინიშვილები ბახუტაშვილებად.
ბახუტაშვილები 1619 წ. სიმონ მეფის სიგელში მოიხსენიებიან აზნაურებად. რომელთაც თუშეთში, ფშავში, ხევსურეთსა და ერწოში გლეხები ჰყავდათ. ბახუტაშვილი იყო თეიმურაზ I–ის კარის დაცვის უფროსი“.
ლევან ბერაია