50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ანჩაბაძე (აფხაზურად აჩბა) აფხაზეთის უძველეს ფეოდალურ გვარად ითვლება. აფხაზური თქმულებები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აჩბები აფხაზეთს განაგებდნენ ჩაჩბებზე (შერვაშიძეებზე) ადრე. არსებობს ანდაზაც: „აჩბა უმჰიაკუა, ჩაჩბა უზჰიომ…”, ანუ ჯერ აჩბა თქვი და მერე ჩაჩბაო.

 როდის უნდა დაეკარგათ ანჩაბაძეებს პირველობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ XIIს-ში ცხუმის ერისთავები უკვე შარვაშიძეები არიან! აფხაზეთში ანჩაბაძეების მმართველობა უკავშირდება აფხაზთა სამეფოს ხანას (VIII-Xსს.). შემთხვევითიარარის, რომაფხაზურ გადმოცემებში აფხაზთა მეფის - აფსჰას - გვერდით ყოველთვის ფიგურირებს აჩბას საგვარეულო. ზოგი თქმულებით აფსჰა (აფხაზთა მეფე) თვითონ იყო აჩბას გვარიდან.

 ვარაუდობენ, რომ ადრეშუასაუკუნეების აფხაზი მთავრები და შემდეგ მეფეები - მოყოლებული ლეონ II-დან - აჩბათა საგვარეულოდან იყვნენ. ბერძენ-რომაელი ავტორების ცნობით, აფხაზთა მთავრები, ადგილობრივი არისტოკრატიის წრიდან იყვნენ გამოსულები, აფხაზური გადმოცემებით კი ყველაზე ძველსა და გავლენიან გვარს აფხაზეთში აჩბები წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, ფეოდალურ გადასახადს აფხაზეთში, რომელსაც გლეხი უხდიდა მებატონეს, ეწოდებოდა „აჩბირ“, რაც სიტყვასიტყვით სააჩბო გამოსაღებს ნიშნავს. ანჩაბაძეთა ოდინდელი პირველობა აფხაზეთში XIX ს-შიც კარგად ახსოვდათ. იმავე პერიოდის რუსი ავტორი წერს, რომ აფხაზთა მტკიცებით, მათი უძველესი მმართველი დინასტია იყო აჩბა, რაც მათ ენაზე ძველებურად მთავარს ნიშნავდა, შემდეგ კი ანჩაბაძეები შეცვალეს შარვაშიძეებმა, რომლებმაც მიიღეს გვარსახელი ჩაჩბა (ზოგჯერ გამოითქმის როგორც - აჩაჩბა), რაც აჩბათა აჩბას (ე.ი. მთავართა მთავარს) ნიშნავს.

 შესაძლებელია, აფხაზთა სამეფო ტახტზე ბაგრატიონების ასვლის შემდეგ (978 წ.) ანჩაბაძეები (სამეფო დინასტიის გვერდითი შტო) ერთხანს კიდევ განაგებდნენ უშუალოდ აფხაზეთს, როგორც ამ კუთხის ერისთავები, მაგრამ შემდეგ გამგებლობა შარვაშიძეთა ხელში გადავიდა.

 არსებობს გადმოცემა, რომ შერვაშიძეთა გვარის ფუძემდებელი წარმოშვებით შარვანის სამეფო სახლიდან იყო, აფხაზეთის ერისთავად დასმულ იქნა დავით აღმაშენებლის მიერ. თუ ეს მოსაზრება სწორეა, შარვაშის ძე აფხაზეთის ერისთავად შეიძლება დანიშნულიყო 1120-21 წ. ზამთარში, როდესაც დავით მეფემ შარვანის მორბევის შემდეგ აფხაზეთის საქმეებს მიხედა, ბიჭვინთამდე ჩავიდა და „ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა“. შემცოდეები შეიძლება სწორედ ანჩაბაძეები იყვნენ, რომელთა ძალა და გავლენა აფხაზეთში ხანგრძლივ ტრადიციას ეყრდნობოდა და მათ ყველა ფეოდალური მიზეზი ჰქონდათ, რომ დავით მეფის ცენტრალიზატორულ პოლიტიკასთან ოპოზიციაში ყოფილიყვნენ. ასეთ ვითარებაში აფხაზეთის ერისთავად გარედან მოსული პირის - შარვანელი უფლისწულის დანიშვნა, აქ ცენტრალური ხელისუფლების პოზიციათა განმტკიცებას მოასწავებდა, ვინაიდან ადგილობრივ საყრდენს მოკლებული შარვაშიძე (პირველ ხანებში მაინც) მთლიანად მეფის წყალობაზე იქნებოდა დამოკიდებული.

 შემდეგ კი აფხაზეთის ძველი და ახალი მმართველი კლანები - აჩბები და ჩაჩბები, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში, ერთმანეთთან მჭიდრო ასპექტებში მოიხსენიებიან. მაგალითად, აფხაზი წარმართი ქურუმები ლოცვის დროს აუცილებლად ახსენებდნენ ორივე საგვარეულოს. კერძოდ, მსხვერპლის შეწირვის რიტუალი მთავრდებოდა ასეთი სიტყვებით: „დიდებულო ღმერთო, გვიხსენი ყოველივე ცუდისა და ბოროტისაგან, მანამდე სანამ ამ საკლავის ხორცით არ გავუმასპინძლდები ყველა აჩბასა და ჩაჩბას“.

 აფხაზეთის ამ ორ უწარჩინებულეს გვართან დაკავშირებული ლეგენდები გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში.  მაგალითად, ხალხური გადმოცემით, ჩერქეზი შავსულ[ღ]ების ტომის კეთილშობილი გვარები არიან ორი ძმის -  აჩისა და ჩაჩის შთამომავლები. სხვა ადიღიური თქმულებით, ყაბარდოელ თავადთა მამამთავრის - ინალის ზეობის ხანაში (XV ს.) ჩრდილო კავკასიელი აბაზების წინამძღოლები იყვნენ აჩი (აში) და ჩაჩი (შაში). ინალის პირველი ცოლი „სახელოვანი მთავრის“ აჩის ასული ყოფილა.

 გარდა ამისა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ზოგიერთი არისტოკრატული გვარი პირდაპირ გენეტიკურ კავშირში იმყოფება ანჩაბაძეებთან. ითვლება რომ ანჩაბაძეთა განაყოფია აბაზების ცნობილი თავადური გვარი - ლოუ ანუ ლაუ (რუსული ფორმა ლოოვი). აღსანიშნავია, რომ ლოუთა საგვარეულო საკუთრების ნიშანი - „დამღა“ - აფხაზი ანჩაბაძეების დამღის ზუსტი ანალოგიაა და წარმოადგენს უბრალო წრეხაზს (რგოლს). აფხაზეთში ამ ნიშანს უწოდებენ „აფხაზუს დამღას“ (აფსუა „დამიღ“).

 ანჩაბაძეებთან ნათესაურ კავშირშია აგრეთვე ჩერქეზული საგვარეული - ანჩოყო („ყო“ ჩერქეზულად „ძეს“ ნიშნავს, ე.ი, ანჩოყო - ანჩის ძეს). XVI-XIX საუკუნეებში ანჩოყოთა სამფლობელოები მდ. ყუბანის ქვემო წელზე და მის შენაკადებზე ლოუების კი - ყუბანისა და კუმას სათავეებში იყო. ანჩაბაძეთა ეს ორი განშტოება ჩრდილო კავკასიაში გადასახლებულია ისტორიული დასავლეთ აფხაზეთიდან. აბაზა ლოუების პირვანდელი საცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდ. ლოოს ხეობა სოჭის მახლობლად (შუა საუკუნეების ერთ-ერთ იტალიურ რუკაზე აქ აღნიშნულია პუნქტი Porte de Loio - ლოუების ნავსადგური). ანჩოყთა წინაპრები კი ალბათ ცხოვრობდნენ უფრო ჩრდილო-დასავლეთით, შავიზღვისპირეთში.

 შემორჩენილ წერილობით წყაროებში ანჩაბაძეების პირველი მოხსენიება VX ს-ის ბოლოს მიეკუთვნება. კერძოდ, იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ის (1484-1510) მიერ გაცემულ ერთ სიგელში ნახსენებია ალთუმიშარ ამჩაბაძე (ანჩაბაძე). ზოგ საბუთში ეს გვარი ანჩფაძის ან ანჩაფისძის ფორმით არის დადასტურებული, XVII საუკუნიდან კი უკვე ანჩაბაძის ფორმა მკვიდრდება. 1658 წ. ახლოს ანჩაბაძეები მოიხსენიებიან ქაიხოსრო გურიელის მიერ გაცემულ საბუთში, სადაც აღწერილია აფხაზი, მეგრელი და იმერელი ფეოდალების თავდასხმა გურიის სამთავროზე.

 XVII საუკუნის შუა ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში ფიგურირებს როსტომ მეფის გაზრდილი გიორგი ანჩაბაძე-აფხაზი, სპარსულენოვან საბუთებში აფხაზბეგად წოდებული. იტალიელმა მოგზაურმა კასტელიმ კი, დაახლოებით ამავე პერიოდში, თავის ალბომში შეიტანა აფხაზი მხედართმთავრის - აჩაბაიას (აჩბას) სურათი.

 XVIII-XIX საუკუნეებში ანჩაბაძეთა ცალკეული შტოები ფლობენ მიწებს მათზე მსხდომი აზნაურებითა და გლეხებით აფხაზეთის ყველა ძირითად რაიონში: ბზიფში, გუმაში, აბჟუაში, სამურზაყანოში, საძენში (შესაბამისად თანამედროვე - გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირის, გალის, გაგრა-ადლერის რაიონები). იყვნენ შერვაშიძეების ვასალები თუმცა ხშირად ეურჩებოდნენ მთავრებს.

 XIX საუკუნეში აფხაზეთში რუსების შემოსვლის შემდეგ ანჩაბაძეთაგან ბევრი ცარიზმის სამსახურში შევიდა, მაგრამ ბევრი ანტირუსულ მოძრაობაში ჩაება.

 კავკასიის ომის დასრულებისა და აფხაზეთის ავტნომიური სამთავროს გაუქმების შემდეგ (1864 წ.) ათობით ათასი აფხაზი ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. მათ შორის მრავლად იყვნენ ანჩაბაძეებიც.

 არის ვერსიები რომ ანჩაბაძეებისგან მომდინარეობს ორი ცნობილი აღმოსავლურ-ქართული ფეოდალური სახლი - მაჩაბელი და აფხაზი (აფხაზთა საგვარეულო, მომდინარეობს ზემოთხსენებული გიორგი ანჩაბაძე-აფხაზისგან, აფხაზებს მამულები ჰქონდათ კახეთსა და ქვემო ქართლში).

 XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში ანჩაბაძეები ქართულ-აფხაზური არისტოკრატიის ტიპიური წარმომადგენლები იყვნენ. საქორწინო ურთიერთობებით მათ მჭიდრო კავშირები ჰქოდათ დასავლურ-ქართულ თავადურ გვარებთან - დადიანებთან, აფაქიძეებთან, ჩიქოვანებთან, ჩიჩუებთან, გურიელებთან, დადეშქელიანებთან და სხვ. ასევე, აფხაზ შერვაშიძეებთან, მარშანიებთან, ემხვარებთან, მარღანიებთან... რუსეთის იმპერიის თავადებად ანჩაბაძეები ოფიციალურად იქნენ დამტკიცებული 1903 წელს.

 ამ პერიოდის მოღვაწეთაგან შეიძლება დავასახელოთ დავით ანჩაბაძე (გარდ. 1888 წ.) - პირველი აფხაზი უმაღლესი განათლებით. დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. ახლოს იყო გიორგი შერვაშიძესთან. როგორც საზოგადო მოღვაწე იყო ილია ჭავჭავაძის მიმდევარი, თანამშრომლობდა მის „ივერიაში“.

 მეტად საინტერესო და კოლორიტული პიროვნება იყო თარაშ (ტარას) ანჩაბაძე, რუსეთის არმიის კადრის ოფიცერი, რუსეთ-თურქეთის და რუსეთ-იაპონიის ომების მონაწილე, სახელგანთქმული მონადირე, წერდა ლექსებს. მისი მეუღლე მაშო დადიანი-ანჩაბაძისა (1870-1958) მრავალი წლის განმავლობაში დიდ კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა აფხაზეთში. მისი თაოსნობით 1909 წელს ჩამოყალიბდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, რომლის უცვლელი თავჯდომარეც თვითნ იყო. ამ საზოგადოების ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო ქართული სკოლის დაარსება სოხუმში 1910 წელს.

 მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა განათლებული მემამულე პეტრე ანჩაბაძე (1869-1928). მან თავისი სახსრებით გამართა ბორანი მდინარე ენგურზე, სოფლის ახალგაზრდობითის გახსნა სკოლა, სადურგლო, სამჭედლო და სახარაზო სახელოსნოები. უმიწაწყლო გლეხებს საკუთარ მიწებს ურიგებდა.

 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში განსაკუთრებით 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ანჩაბაძეთა გვარის არაერთი წარმომადგენელი იარაღით ხელში იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას. კერძოდ, აღსანიშნავია ვალერიან თარაშის ძე ანჩაბაძე, კავალერისტი, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი. 1921 წ. იგი აფხაზეთში მოქმედი ქართული ჯარების სარდლის მოადგილე იყო. მისი მეთაურობით საარიერგრადო ნაწილებმა რამდენიმე ხნით შეაჩერეს წითელი არმიის შეტევა ახალ ათონთან, რამაც ქართული დაჯგუფების მთავარ ძალებს საშუალება მისცა სოხუმისკენ დაეხიათ.

 XX საუკუნის 20-30-იან წლებში ანჩაბაძეებმა თავადაზნაურთა კლასის საერთო ბედი გაიზიარეს. გვარის ათობით წარმომადგენელი იქნა დახვრეტილი, მრავალი გადასახლებული. ანჩაბაძეთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც იარაღით ხელში ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს.




ღუდუშაური-შიოლაშვილი

გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ...


ზაალიშვილი

აზნაური ზაალიშვილების წინაპარს ეწოდებოდა ზაალ ტაოელი, იგი იყო მესამე ხარისხის აზნაური; ზაალ ტაოელი წაიყვანა ყეენმა და ძალად მიაღებინა მაჰმადიანობა, მხოლოდ შვილნი ზაალისა მოვიდნენ მეფე სვიმონ I-თან 1588 წელს და მიიღეს მართლმადიდებლობა და მეფე სვიმონმაც მიიღო ისინი აზნაურებად - ...


გოგიბედაშვილი

გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...


ინასარიძე

„წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ. „ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა  ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.

 „ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა გვარისა, თავადად მიღებულ ...


ჯაყელი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.

 „XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა ...


კარგარეთელი

აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების  აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.

 იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...


გვერდწითელი

აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ ...


საქართველოს ფეოდალური იერარქია

ფეოდალური იერარქია საქართველოში არსებობდა ადრეული შუასაუკუნეების ეპოქიდან, რომელიც იყოფოდა ორ ძირითად ჯგუფად: თავადები და აზნაურები. თავადები წარმოადგენდნენ ფეოდალთა უმაღლეს ჯგუფს. რომელთაც ეკუთვნოდათ საკუთარი სამფლობელო-სათავადო. სათავადოები წარმოიშვა XV ს-ის ბოლოს, ერთიანი ...


ბაზლიძე

ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ...


ჯავახიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი „მთავართა გვართათვის“ წერს: „ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ... ჯავახიშვილი, ბერსელი და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად საცნობლად“.

 „თავადი ჯავახიშვილი. ეს პირველ იყვნენ მოსახლე აბულეთსა ...


გარაყანიძე

აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...


ნიჟარაძე

ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების თავდაპირველი ...