ამილახვარი
-
ამილახვრები
თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. საამილახოროს წარმოშობის საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
არსებობს ტრადიციული შეხედულება, თითქოს იოთამ ზედგენიძემ გიორგი ალექსანდრე ძე 1465 წელს გადაარჩინა სიკვდილს და ამიერიდან გიორგიმ ამილახორად გახადა ზედგენიძენი და სამოხელეო სარგოდ მისცა მამული ქართლში. ზედგენიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით ნათქვამია: „ხოლო რომელთა ამათ გვართა წარჩინებულობის გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგის მეფობისას წელსა ქრისტეს აქეთ 1465 წელს და იწოდებოდნენ ზედგინიძეთ და შემდგომად ოდეს იორამ ზედგინიძემ განარიდა მეფის ალექსანდრეს ძე გიორგი მეფე ბაგრატიონი ორგულთა კაცთა ხელთა სიკვდილისაგან და თვით ზედგინიძე იორამ მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისა გუარად ამილახორობა და უფროსსა ძესა მისცა სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და ციხე გორის ჯუარი და სხუანი ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახორო ადგილებად.
ამილახორის სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV ს. დამდეგს. გვარის აღზევება XV ს. პირველი ნახევრიდან დაიწყო. XV–XVI სს. სათავადოს მფლობელნი ზედგინიძე–ამილახვრებად იწოდებოდნენ. XVII ს–დან კი ამილახვრებად. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. სათავადოს უფროსი – ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ–ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრიშვილებად იწოდებოდნენ და საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივად ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავიც იყო. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავაც ბოქაულთუხუცესის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები.
ამილახვრების ფეოდალური სახლი დაყოფილი იყო შემდეგ სახლებად: რევაზის-შვილები, ქაიხოსროს-შვილები, ბეჟანის-შვილები, გივის-შვილები, ერასტის-შვილები. [სამწუხაროდ ზოგს გონია რომ ყველა რევაზიშვილი ან ბეჟანიშვილი ამილახვარია რაც ასე არაა].
ამილახვრების აზნაურები არიან: თექთურმანიძეები, მურაჩაშვილები, კაპანაძეები, მახატელები, იაღლუზიშვილები, ტარსაიჭაშვილები, გოჩიაშვილები, ქარუმიძეები, ჩერქეზიშვილები, უთნელიშვილები, ფურცელაძეები, ზარდალიშვილეი და სხვები.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ:
ამირინდო ავთანდილის ძე, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ძმასთან ერთად მონაწილეობდა რეაქციონერი თავადების მიერ ერეკლე II–ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა (მოაჭრეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი). 1771 წ. პატიმრობიდან გაიპარა და რუსეთს გადაიხვეწა. დაუკავშირდა ქართლის ამირინდო ავთანდილის ძე და ტახტისათვის ბრძოლაში შემწყეობა აღუთქვა. 1783 წელს რუსეთის მთავრობამ ერეკლე II–ის თხოვნით ალექსანდრე შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801წ. ამნისტიით განთავისუფლდა და საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ გზად ასტრახანში გარდაიცვალა. რუსეთში ყოფნისას დაწერა „გეორგიანული ისტორია“.
ამილახვარი ამირინდო ავთანდილის ძე, ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. 1775 წლიდან იყო ამილახორი. მხარს უჭერდა თეიმურაზის და ერეკლე II–ის ქართლში გამეფებას. რამდენჯერმე დაკარგა ამილახორობა, მაგრამ საბოლოოდ დაიბრუნა იგი 1765 წლის შემდეგ. იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.
ამილახვარი ანდუყაფარ ფარემუზის ძე, ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი. თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი, XVII ს. პირველი მეოთხედის ქართლში. ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ, ამოწყვიტა დაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია–მონასტრები. დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა ამოწყვიტეს მისი ოჯახი.
ამილახვარი ბარძიმ თაყას ძე, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. მეორე ნახევარში, საამილახვროს უფროსი, პროთურქული დასის მეთაური, იბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I–ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა მის პოლიტიკურ მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II–ს. სიმონ I–ის ირანში ტყვეობისას ავიწროებდა მის ოჯახს. ბარძიმის დახმარებით დაიკავეს თურქებმა გორის ციხე და ზემო ქართლის სხვა ციხეები. სიმონის დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ჩამოართვეს ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოსცილდა.
ამილახვარი გივი ანდუყაფარის ძე. ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახოროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი, პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალოებს (1723–35) თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 წ. ოსმალებს ხელი ააღებინა სიონის მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
1727 წ. მეფე იესეს გარდაცვალეის შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე ერთეულად (სანჯაყებად) დაყვეს. გივი ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ოსმალების ექსპედიციაში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა. თამაზ–ყული–ხანის (შემდგომში ნადირ0შაჰი) მოსვლის შემდეგ 1734 წელს გივი ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეოა მიიღო თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ–შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა, ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები. მალე ისინი ტყვეობიდან გამოიქცნენ. 1736 წ. ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს გივი და ბრძოლას შანშე ერისთავი განაგრძობდა.
1737 წ. ნადირ–შაჰმა გივი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თვაი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველებისათვის. ამიტომ ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს.
1741 წ. შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ–შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში, მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ–შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ და 1742 წ. იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელთა უღლის წინააღმდეგ. ამილახვარი დამარცხდა და 1745 წ. იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II–ს, დამარცხებული ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს, აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ–ყული–ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა. 1747 წ. ნადირ–შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა „ურჩი“ თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 000 კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. 1749 წ. ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები. შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა საქართველოსაკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არა ერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში. დიდი ფინანსური და მორალური დახმარება გაუწია თეიმურაზ II–ესა და ერეკლე II–ს.
ქ.ს.ე. ტ. I. გვ. 450. ლევან ბერაია
-
მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი
-
მთავრობის მეთაური და პირველი მინისტრი, მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ვაზირთა შორის მეფის უახლოესი მრჩეველი, თანაშემწე და მოადგილე იყო. იგი მეფის „მამად“ მოიხსენიებოდა. მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოს ყველა უწყებასა და დაწესებულებაზე. მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის ...
ჩოფიკაშვილი ყაზბეგი
-
წარსულში ხევი იყოფოდა ოთხ სამოურავოდ, რომელთაც მოურავები განაგებდნენ. მათგან დაწინაურებულა ყაზბეგ ჩოფიკაშვილი, ასეთ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი სამოურავოს პოლიტიკურ–ეკონომიკური და სტრატეგიულ–გეოგრაფიული მნიშვნელობა. ყაზბეგ ჩოფიკაშვილის განგებლობაში შედიოდა ხევის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები: ...
გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...
ამილახორი (ანუ ამილახვარი)
-
ამილახორი ამირსპასალარის თანაშემწე ხელისუფალი იყო. სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდა.
დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახრთუხუცესთან იყო გათანაბრებული. მას უშუალოდ ემორჩილებოდნენ: მეაბჯრეთუხუცესი (აბჯარ საჭურვლის მთავარი ...
მმართველობის ადგილობრივი აპარატი
-
XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ და ...
გურამიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.
გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...
გაწერელია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები. მთავარმა დავით დადიანმა 1850 წელს რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც აპირებდა ქუთაისში ჩამოსვლას, მასთან შესახვედრად მიიწვია მხოლოდ ცხრა აზნაური ერთ–ერთი იყო ივა გაწერელია.
ლევან ბერაია
კარგარეთელი
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.
იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...
გედევანიშვილი
-
თავადთა და აზნაურთა საგვარეულო ქართლში. გერბიანი აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ მრავალყმიანი ...
სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში
-
სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან ...
ცქიტიშვილი
-
აზნაურთა გვარი იმერეთში და გურიაში. გურიაში ცნობილები იყვნენ როგორც "ცქვიტიშვილი". „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, ...
ბაქრაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.
XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი თვისი ...
-