ამილახორი (ანუ ამილახვარი)
-
ამილახორი ამირსპასალარის თანაშემწე ხელისუფალი იყო. სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდა.
დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახრთუხუცესთან იყო გათანაბრებული. მას უშუალოდ ემორჩილებოდნენ: მეაბჯრეთუხუცესი (აბჯარ საჭურვლის მთავარი გამგე), საჭურველთმტვირთველთა უფროსი, რომელიც მეფის აბჯრის მტვირთველის მოვალეობას ასრულებდა და სამეფო ხმალი, ლახტი და ქარქაში ეჭირა; მეჯინიბეთუხუცესი – სამეფო საჯინიბოს გამგე, მეჯინიბეთა უფროსი; ამირჩქარი – შიკრიკთა და მალემსრბოლთა უფროსი, რომელსაც მეფის დაცვა ევალებოდა; მერემეთუხუცესი – მერემეთა, ანუ სამეფო ლაშქრისათვის ცხენების გამომზრდელ მეჯოგეთა უფროსი, სარემოს (საჯინიბოს) გამგე; ჩუხჩარხი (ჩუხჩერახი, აჩუხჩი) – მისი სახელო სამხედრო ფუნქციასა და მეფის დაცვის საქმიანობას უკავშირდებოდა; იგი მეფის დაცვის მოხელეთა უფროსი იყო და სათანადო პატივით სარგებლობდა. ჩუხჩარხი თან ახლდა მეფეს და მგზავრობისას, სხვა მოხელეებთან ერთად, მის წინ მიდიოდა.
ამილახორსა და მეაბჯრეთუხუცესს ექვემდებარებოდა ზარდახნისუხუცესი, რომელიც სამხედრო საჭურვლის საწყობის, არსენალის (ზარდახნის) უფროსი იყო, და მას, თავის მხრივ, ემორჩილებოდნენ; მისტრალთუხუცესი თავისი მისრატულებით. ზარდახნაში ინახებოდა: ჯაჭვის პერანგები, მუზარადები, ჯავშნები, თორები, აბჯრები, ხმლები, ფარები, სამუხლეები, მშვილდისრები, კვერთხები, ჰოროლები, ცხენის აღკაზმულობა, სხვადასხვა საჭურველი თუ აღჭურვილობა. არსენალის მოხელეთა ერთ–ერთ ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა მეფის მომსახურება საომარი აღჭურვილობით და ცხენის აღკაზმულობით მისი უზრუნველყოფა.
-
ანთაძე
-
აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში. ...
ათაბაგი
-
საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...
ჟურული
-
ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა ...
კარგარეთელი
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.
იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...
წულუკიძე
-
წულუკიძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო წულუკიძეები ისტორიის ასპარეზზე პირველად ჩანან XV ს. შუა წლებში. ამ საგვარეულოს პირველი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ვირშელ, როდის მოხდა წულუკიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მოხდა ვირშელის ...
თურმანიძე
-
აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილ მკურნალთ საგვარეულო პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოიხსენიებიან ესენბულ და ნინო თურმანიძეები. 1523 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში მოიხსენიებიან როსტევან და ხოსრო თურმანიძეები.
რუსეთ–თურქეთის ომის დროს 1854–1865 ...
გველესიანი
-
გველესიანი - სვანური წარმომავლობის გვარი, რომელმაც მიგრაცია განიცადა მთელს საქართველოში, გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთში, კახეთში.
იმერელ გველესიანების ნაწილი გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ნაწილი სათავადო აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო ...
მეჭურჭლეთუხუცესი
-
სახელმწიფოში მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა მინისტრი) სამეფო ხაზინას (საჭურჭლეს) განაგებდა და ყველა საფინანსო საქმეს ელმძღვანელობდა. დიდი უფლებებით აღჭურვილი ვაზირი ქალაქების ეკონომიკასა და ვაჭრობასაც მართავდა. მისი მოადგილე საჭურჭლის ნაცვალი იყო. მას ემორჩილებოდნენ: ქალაქის ამირანი „მეჭურჭლენი ...
ქვაბისხევი (ბორჯომი)
-
ქვაბისხევი
ყრუაშვილი
-
ყრუაშვილები - აზნაურული გვარი ლეჩხუში. ცხოვრობდნენ და მამულები ჰქონდათ უსახელოურში, ოყურეშში, ოფიტარში, ნაყურალეშში და ლახეფაში. იყვნენ ცაგერის ეკლესიის მოურავები.
1802 წ. იმერთ მეფისა და დადიანის ომში ჩანს დეხვირის მეციხოვნე აზნაური ბეჟან ყრუაშვილი.
ყრუაშვილების გენეალოგია...
ჯაიანი
-
ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება. “ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე ...
ჯავახიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი „მთავართა გვართათვის“ წერს: „ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ... ჯავახიშვილი, ბერსელი და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად საცნობლად“.
„თავადი ჯავახიშვილი. ეს პირველ იყვნენ მოსახლე აბულეთსა ...
-