ირაკლი ანდრონიკაშვილი

0.000
დეტალურად

შტაბს-როტმისტრი თავადი ირაკლი ივანეს-ძე ანდრონიკაშვილი, დაიბადა გურჯაანში 1878 წელს. მისი მეუღლე იყო თამარ ჭავჭავაძე, ცნობილი სამხედრო მოღვაწის გენერალ-მაიორ არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭვაძის ქალიშვილი.  ირაკლი ანდრონიკაშვილი იყო კავკასიის მეფისნაცვალ დიდ თავად ნიკოლოზ ნიკოლოზის-ძესთან  განსაკუთრებულ დავალებათა ობერ-ოფიცერი.

 პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა დაღესტნის II ცხენოსანთა პოლკში. 1916 წლის 25 სექტემბრს ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, იმპერატორის ბრძანებულებით ის დააჯილდოვეს და უბოძეს  წმინდა გიორგის სახელობის იარაღი (ხმალი ოქროს ტარით).

 ეს ჯილდო ირაკლი ანდრონიკაშვილმა დაიმსახურა 1916 წლის 22 ივლისს ტლუმაჩთან ისაკუვის რაიონში (უკრაინა) გამართულ ბრძოლებში. მისმა ცხენოსანთა ასეულმა ძლიერ საალტირელიო ცეცხლის ქვეშ შეუტია მტერს და არმია მიყვანა ხელჩართულ ბრძოლებამდე, ავსტრიელები ამოყარა სანგრებიდან. შემდგომ განავითარა წარმატებული ბრძოლა და მარჯვე შეტევა, რის შედეგადაც გადავიდა მტრის დევნაზე და უკუქცეულ მტრის რიგებში სრულ არეულობა შეიტანა. რითიც ხელი შეუშალა მტრის სარეზევო ჯარს დახმარებოდა თავის ნაწილებს. რის შედეგადაც ფეხოსანმა ჯარმა საგრძნობლად წაიწია წინ და გაიმაგრა თავისი პოზიციები.

 შემდგომ  ბრძოლებში ირაკლი ანდრონიკაშვილი ფილტვში დაიჭრა  და დემობილიზირებული იქნა ჯარიდან.

 ოფიცერთა ღირსების სასამართლოს თავჯდომარე.

 1931 წელს ირაკლი ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე.

ირაკლი კალანდია