სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან გადაჰყვა მის დროს არსებული სახელმწიფო წყობილება, მიმდინარეობს ძველი, რთული ნიშან–თვისებების მქონე, „სახელოების“ (თანამდებობების) თანდათანობით დამცრობა, გადაგვარება და გაქრობა. ყალიბდება მმართველობის ახალი ფორმა, რომელიც პოლიტიკურად და ტერიტორიულად შემცირებული, დამოუკიდებელი ქართული სამეფოების ჩარჩოებში, სხვაგვარ სამოხელეო ორგანიზაციას ქმნის.

  თითოეულ სამეფო–სამთავროს თავისი მმართველობითი ორგანოები ჰქონდა; ზოგიერთი პოლიტიკური ინსტიტუტი ერთ სამეფოში არსებობდა, ხოლო მეორეში–არა, ან ისინი თავ–თავიანთ სამეფოებში გარკვეული თავისებურებების  მატარებელნი იყვნენ. მეორეს მხრივ, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, XVI  ს.–დან ქართული სამეფო–სამთავროების სახელმწიფოებრივი მმართველობის სისტემებს შორის მრავალი ნიშან–თვისება საერთო იყო. მათ მსგავსებას ქართულ სამეფო–სამთავროებში ერთგვარი საზოგადოებრივი წყობილება და სოციალური–პოლიტიკური პირობები განსაზღვრავდა. და ეს ბუნებრივიცაა. ახალი ეტაპის მმართველობითი ორგანოები და პოლიტიკური ინსტიტუტები ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შედეგად წარმოიშვა, ერთ ხალხს ეკუთვნოდა, ერთი ენა და ერთიანი კულტურა ჰქონდათ, რაც საფუძველს ქმნიდა, დაშლის შედეგად წარმოქმნილ სამეფო–სამთავროებში ერთგვარი სახელმწიფოებრივი წყობილების ჩამოყალიბებისათვი.

 ამავე პერიოდიდან, დაშლილი საქართველო ძლიერი აღმოსავლური სახელმწიფოების მოპოვებას და მათთვის დამახასიათებელი წესწყობილების შემოღებას. მაგ, ირანი ქართლში ახერხებს კონტროლის თვალსაზრისით წმინდა ყიზილბაშური თანამდებობის შემოტანას, სპეციალურ სამეთვალყურეო აპარატსაც ქმნის; გარკვეული პერიოდიდან მეფის მაჰმადიანობის აუცილებლობის საკითხიც დგება და სხვ.

 ვახუშტი ბატონიშვილმა, საქართველოს დაშლის შემდეგ, ქართულ პოლიტიკურ ერთეულებში ეროვნული ნაციონალური ინსტიტუტების გვერდით გაჩენილ უცხოურ ელემენტებსა და გარეგან გავლენას „შერეული წესი“ უწოდა. მნიშვნელოვან „რეფორმებს“ ჰქონდა ადგილი როსტომ მეფის ხანაში ე.წ. „კომპრომისული“ პოლიტიკის პერიოდში გზა გაეხსნა „ყიზილბაშურ რიგს“, ძლიერი გავლენა ეტყობა სამეფო კარს, მეჯლისობის წესს, ზოგიერთ სხვა ორგანიზაციას, მაგრამ ამით ქართულ „სახელოთა“ (თანამდებობათა) ბუნება, სახელმწიფო აპარატი და მმართველობის სტრუქტურა იგივე დარჩა, ამიტომ ფეოდალურ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ ეკონომიკური წყობა, ძირითადად უცვლელი დარჩა, „ოსმალობა“, „ყიზილბაშობა“, „ურუმობა“, „თათრობის“ პირობებში ქართული ფეოდალური საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, აგრარული სისტემა და სახელმწიფოებრივი წყობა არსებობას განაგრძობს. არსებითი ცვლილებები არც ადგილობრივ გამგებლობაში მომხდარა. ახალი თანამდებობები რელურად არსებულ ვიტარებას ასახავდა და უმეტესობა ქართული ფეოდალური სინამდვილიდან მოდიოდა. ეს ეხება როგორც ქართლის, ისე კახეთისა და იმერეთის სამეფოებს.

 ირან – ოსმალეთის დამპყრობლური პოლიტიკის მიუხედავად, XVI-XVIII სს–ში, ქართული სახელმწიფოების სამეფო ხელისუფლების სათავეში კვლავ ბაგრატიონთა საგვარეულო დინასტია იდგა, ხოლო ქვეყნების მართვა „დარბაზის“, ანუ სახელმწიფო საბჭოს, მეშვეობით ხორციელდებოდა. საერო და საეკლესიო მსხვილი ფეოდალებისაგან შემდგარი ეს სათათბირო ორგანო, მეფით სათავეში, განიხილავდა. უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა დარბაზის სხდომებზე ხდებოდა.

  მოხელეობა კვლავ ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდა: „დარბაზის რიგის მოხელენი“ და „საქვეყნო გამრიგენი“. პირველნი სამეფო კარის დაწესებულებებსი მსახურობდნენ და ცენტრალურ აპარატს ქმნიდნენ, ხოლო მეორენი ადგილებზე მოღვაწეობდნენ და ქალაქებს, სოფლებსა და თემებს განაგებდნენ. მოხელეს, რომელსაც ბრძანების გაცემის უფლება ჰქონდა, „ხელისუფალი“ და „გამგებელი“ ეწოდებოდა, ხოლო ბრძანების აღმსრულებელს – „საქმის მოქმედი“. ირან–ოსმალეთიდან მომდინარე სამოხელეო სახელოები, პირველ რიგში, „დარბაზის რიგის მოხელეების“ მიმართ ვრცელდებოდა, ხოლო „საქვეყნოდ გამრიგეთა“ თითქმის უმრავლესობას ძველი ქართული სახელოები რჩება: ერისთავი, გამგებელი, მოურავი, ციხისთავი (თუმცა უცხოური გავლენით ჩნდება ახალი სახელოებიც).

 სახელმწიფოს მეთაურს – მეფეს – სხვადსხვა ფუნქცია – დანიშნულებით მრავალი მოხელე ჰყავდა. თითოეულისათვის განსაზღვრული უფლება–მოვალეობა არსებობდა და ყოველი მათგანი მეფის მიერ იყო უფლებამოსილი.

 მმართველობის ცენტრალურ აპარატში გამოიყოფოდა რამდენიმე ძირითადი მიმართულება: მმართველობის სამეურნეო–საფინანსო აპარატი და სასახლის სამსახური, მეფის სამდივნო, საპოლიციო სამსახური, მეფის დაცვის ორგანიზაცია, სასამართლო ორგანიზაცია (მართლმსაჯულება) და სხვ. მათ შორის განაწილებული იყო ცენტრალური მმართველობის სხვადასხვა ფუნქცია და თითოეულს, შესაბამისად, მოხელეთა მტელი შტატი ექვემდებარებოდა.

 „დარბაზის რიგის მოხელეთა“ შორის უპირველესი ადგილი მეფის სახლუთუხუცესს ეკავა. იგი მმართველობის სამეურნეო–საფინანსო აპარატსა და სასახლის სამსახურს ხელმძღვანელობდა; სამეფო სახლის გამგე დასასახლის დაწესებულებათა მთავარი გამგებელი იყო. მის კომპენტენციაში ადმინისტრაციული, საკონტროლო და სამდივნო ფუნქციებიც შედიოდა. სახლთუხუცესს ევემდებარებოდნენ: სამეურნეო ხასიათის მოხელეები ნაზირი, მოლარე, თავლიდარი, მუშრიბი..., სასახლის საფარეშო და მისი მოხელეები ფარეშთუხუცესი, მეკარე, სუფრაშექი..., სახაბაზოს, საშარბათოს, საღვინეს, სამკერვალოს, ნადირობის მოსამსახურების, საჯინიბოს მოხელენი; აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მქონე სხვა მოხელენიც: მეითარი, მერიფიქე, მუჯირი და სხვ.

 მმართველობის ცენტრალურ აპარატში ცალკე გამოიყო მეფის სამდივნო, სადაც მთავარი მოხელეებია: მდივანი, რომელიც ადგენდა სხვადსხვა ხასიათის საბუთებს და აწარმოებდა მიმოწერას და მურდარი – ბეჭდის შემნახავი.

 მმართველობის ცენტრალურ ორგანოებში უმნიშვნელოვანესი იყო საპოლიციო აპარატი. მისი მოხელეები გამორჩეული სტატუსით სარგებლობდნენ. მათ ფუნქციაში აღმასრულებელი და ადმინისტრაციული ხასიათის საქმიანობა შედიოდა: ბრძანებისა და განაჩენის სისრულეში მოყვანა, გამოძიება, წესრიგის დაცვა და სხვ. თავიდან საპოლოციო აპარატს ბოქაულთუხუცესი მეთაურობდა, ასრულებდა სხვადსხვა სახის ბრძანებებს, განკარგულებებს, სისრულეში მოჰყავდა განაჩენი.  როსტომის „რეფორმების“ შემდეგ ამ მნიშვნელოვანი უწყების სათავეში ეშიკაღასბაში დგება, ხოლო ბოქაულთუხუცესი მეორე ადგილს იკავებს. ეშიკაღასბაშის თანამდებობა იმდენად მნისვნელოვანი იყო, რომ იგი მეჯლისის დროს, სახლთუხუცესთან ერთად, მეფის წინ იჯდა. ეშიკაღასბაშს, ბოქაულთუხუცესის გარდა, ექვემდებარებოდნენ: ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი და თალიში.

 მმართველობის ცენტრალურ აპარატში ცალკე არსებობდა მეფის დაცვის ორგანიზაცია, რომელსაც ანხორცილებდნენ: ყულარაღასი, მინბაში, უზბაში, მეთოფე, ყორჩიბაში. ქართლის ყულარაღასი (თანამდებობის შემოღება როსტომის სახელს უკავშირდება) სასახლის გვარდიას ხელმძღვანელობდა და მეფის პირადი მხლებლის, მეფის ადიუტანტის მსგავს მოვალეობას ასრულებდა.

 სასამართლოს ორგანიზაცია, მისი წარმოება, სახელმწიფო მმართველობის  ძირითადი ფუნქცია იყო. მეფე,  როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამეფოში უმაღლეს მსაჯულს წარმოადგენდა. სახელმწიფო სასამართლო დაწესებულებას „დივანი“, ხოლო მის ხელმძღვანელს მდივანბეგი ანუ მსაჯულთუხუცესი ეწოდებოდა. სასამართლო სამი წევრისაგან შედგებოდა: მდივანბეგი, როგორც „თავი მოსამართლე“, მსაჯულნი და მდივანი. არსებობდა განსაკუთრებული შემადგენლობის სასამართლო, რომელსაც მეფე ერთი რომელიმე კონკრეტული საქმის გასარჩევად  იწვევდა, შემდეგ კი შლიდა. მდივანბეგს გამოტანილი განაჩენის დასამტკიცებლად სამოხელეო ბეჭედი ჰქონდა, რომელსაც „მდივანბეგის ბეჭედი“ ეწოდებოდა. ფუნქციონირებდა საეკლესიო სასამართლოც, ანუ ეკლესია სასამართლო საქმეებს თვითონვე არჩევდა. მსხვილ პრობლემებს კათალიკოსი, დანარჩენს კი ეპისკოპოსი, ან მოძღვარი განიხილავდა.

 ირან–ოსმალეთის მომძლავრების პირობებში სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურ აპარატში გაჩნდნენ განსაკუთრებული ხასიათის მოხელენი: (ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში) ვეზირი, მუსტოფი და სხვ. ეს იყო ირანის სამეთვალყურო აპარატი, რომლის მთავარი წარმომადგენელი – ვეზირი – უცხო სახელმწიფოს რწმუნებულია ქართლში. იგი, ამავე დროს, მეფის მრჩეველიცაა და სამეფოს საშინაო საქმეებშიც აქვს შესაბამისი ფუნქციები. მას გაერთიანებულიფეოდალური საქართველოს ვაზირთან არაფერი ჰქონდა საერთო. XVIII ს.–ის II ნახევარში ვეზირის თანამდებობა კარგავს თავის მნიშვნელობას და ისპობა.



კალატოზიშვილი

აზნაურული გვარი კახეთში. ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ აზნაურებად ...


სულხანიშვილი

სულხანიშვილები - აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.

 სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.

 ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. ...


ამაშუკელი

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“.

 ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ ...


გარაყანიძე

აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...


მმართველობის ადგილობრივი აპარატი

XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ და ...


ვაჩნაძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.

 პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ძველად ...


გვერდწითელი

აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ ...


გვარამაძე

ფეოდალური საგვარეულო მესხეთში, აზნაურები. ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ვაჩე გვარამაძე. რომელიც XIII საუკუნეში კათალიკოს მიქაელის მსახურთუხუცესი იყო. „ვისმინეთ აჯა თქუენი და მოგეცით სამამულოდ შენ ვაჩე გვარამაძესა, ჩუენსა მსახურთუხუცესსა, კათოლიკე ეკლესიასა სამსახუროდ სოფელი ორმაშენი ...


ბებუთაშვილი

XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...


ანდრონიკაშვილი

თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.

  ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ...


ახვლედიანი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ლეჩხუმელი ახვლედიანები იყვნენ როგორც თავადები ასევე აზნაურები.

 იმერელი ახვლედიანები (ვანის) იყვნენ ჩიჯავაძეების აზნაურები, მაგალითად, ჩიჯავაძეების სახლთუხუცესის სახელო 1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა.

 სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ...


გეგეჭკორი

აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.

 დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით დადიანის ძმა, გრიგოლ ...