მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი
-
მთავრობის მეთაური და პირველი მინისტრი, მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ვაზირთა შორის მეფის უახლოესი მრჩეველი, თანაშემწე და მოადგილე იყო. იგი მეფის „მამად“ მოიხსენიებოდა. მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოს ყველა უწყებასა და დაწესებულებაზე. მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის მოხელეც იყო და დიდი საეკლესიო თანამდებობის პირიც მეფეს მისი საშუალებით ადვილად შეეძლო საეკლესიო საქმეებში ჩარევა.
მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელს ევალებოდა სახელმწიფო ქონების ყოველწლიური აღწერა და კონტროლი, რაც სამეფო საქმეების მოსაწესრიგებლად იყო აუცილებელი. არსენალის (ზარდახანის) შემოწმების დროს მასთან ერთად მონაწილეობდა ზარდახნის მწიგნობარიც, ხოლო საწოლი დარბაზის შემოწმებისას – საწოლის მწიგნობარი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელზე უშუალოდ დაქვემდებარებულ მოხელეთა შორის. საწოლის მწიგნობარი მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის მოადგილედ ითვლებოდა და სავაზიროს სხდომებსაც ესწრებოდა. ფეოდალურ საქართველოსი დასტურდება 26 მწიგნობრის არსებობა, მათ ჰქონდათ განსაკუთრებული სამოხელეო ნიშანი, ე.წ. „საწერელი“.
მწიგნობართუხუცეს–წყონდიდელი უმაღლესი სასამართლო ძალაუფლებით იყო აღჭურვილი. იგი „სააჯო კარს“ ედგა სათავეში. წიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელს, მეფის სახელით. თავის თანაშემწე, საწოლისა და ზარდახანის მწიგნობართუხუცესთან ერთად, განაჩენი გამოქონდა.
სავაზიროში ომისა და მშვიდობის გამოცხადება, თუ სხვა მსგავსი უმნიშვნელოვანესი საკითხები მეფისა და მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით წყდებოდა.
მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, საეროსთან ერთად, საეკლესიო ძალაუფლებასაც ფლობდა. მას ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო მონასტრებისა და მთლიანად ეკლესიის ხელისუფალნი. პირველი მინისტრის პატივთა შორის ისტორიული წყარო გვამცნობს, რომ როდესაც მას სასახლიდან მიაცილებდნენ, მსახურები ორი ანთებული ჩირაღდნით უნათებდნენ გზას; ეს მაშინ, როდესაც ათაბაგს, ამირსპასალარსა და მანდატურთუხუცესს ერთი ჩირაღდნით მიჰყვებოდნენ. სხვები ასეთ პატივს საერთოდ მოკლებულნი იყვნენ.
ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის ზეგავლენა, დროთა განმავლობაში, დაქვეითდა და ХVს–ის ბოლოს საბოლოოდ მოისპო, რისი მიზეზიცაა საქართველოს პოლიტიკური და ეკლესიური დაშლა.
-
მაჭავარიანი
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო ...
მმართველობის ადგილობრივი აპარატი
-
XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ და ...
ნაგლაძე
-
აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა[რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც გაგვითავისუფლებიხართ, ვისაც ...
ამილახვარი
-
ამილახვრები
თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. საამილახოროს წარმოშობის საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
არსებობს ტრადიციული შეხედულება, თითქოს იოთამ ზედგენიძემ გიორგი ალექსანდრე ძე 1465 წელს გადაარჩინა სიკვდილს და ამიერიდან ...
კალატოზიშვილი
-
აზნაურული გვარი კახეთში. ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ აზნაურებად ...
გველესიანი
-
გველესიანი - სვანური წარმომავლობის გვარი, რომელმაც მიგრაცია განიცადა მთელს საქართველოში, გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთში, კახეთში.
იმერელ გველესიანების ნაწილი გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ნაწილი სათავადო აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო ...
ჯაყელი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.
„XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა ...
გელოვანი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. სვანეთის ყოფილი ერისთავები. ლეჩხუმის მოურავები.
1462–1510 წლების სასიხლო სიგელში სვანეთის ერისთავებად გელოვანები არიან დასახლებულნი.
ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ გელოვანების შესახებ წერს „ხოლო სვანეთს – გეელოვანი, და ...
ენიკოლოფაშვილი
-
ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.
სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ ...
ჯორჯაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...
მეჭურჭლეთუხუცესი
-
სახელმწიფოში მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა მინისტრი) სამეფო ხაზინას (საჭურჭლეს) განაგებდა და ყველა საფინანსო საქმეს ელმძღვანელობდა. დიდი უფლებებით აღჭურვილი ვაზირი ქალაქების ეკონომიკასა და ვაჭრობასაც მართავდა. მისი მოადგილე საჭურჭლის ნაცვალი იყო. მას ემორჩილებოდნენ: ქალაქის ამირანი „მეჭურჭლენი ...
-