გურიელი

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები – ბატონიშვილებად.

 გურიელების ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. საგვარეულო საძვალე მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფ. შემოქმედებაში, XII საუკუნის მეორე ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელებს ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდა. XIII საუკუნის 70–იან წლებიდან გურიელები ფაქტობრივად გათავისუფლდნენ ოსმალეთზე დამოკიდებულებიდან. გურიელების ხელისუფლება რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად 1830 წელს გააუქმა. მას შემდეგ „გურიელი“ მათ გვარად გადაიქცა.

  გურიელები