დეტალურად
ფეოდალური საგვარეულო მესხეთში, აზნაურები. ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ვაჩე გვარამაძე. რომელიც XIII საუკუნეში კათალიკოს მიქაელის მსახურთუხუცესი იყო. „ვისმინეთ აჯა თქუენი და მოგეცით სამამულოდ შენ ვაჩე გვარამაძესა, ჩუენსა მსახურთუხუცესსა, კათოლიკე ეკლესიასა სამსახუროდ სოფელი ორმაშენი ყოველი.“
XVIII საუკუნეში გვარამაძეები ჩანან ციციშვილების აზნაურებად. ციციშვილებმა მოინდომეს გვარამაძეების დაკნინება. მაგრამ სამეფო კარმა გვარამაძეებზე ციციშვილების ბატონობა ძალადაკარგულად გამოაცხადა და გვარამაძეები სახასო (სამეფო) აზნაურებად გამოაცხადა. გვარამაძეების გვარი შეტანილია რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ლევან ბერაია