ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში  XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ამირეჯიბს ევალებოდა შეთქმულებათა აღკვეთა, წესრიგის დაცვა. უფლება ჰქონდა ყოველ ჟამს წარმდგარიყო მეფის წინაშე. განაგებდა დარბაზობას, პურობას. შიდა ქართლის მთავართა ჩამოთვლისას ვახუშტი აღნიშნავდა: „ზედგინიძე, აბაშიძე, ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი; ამათ ერთობისა შინა აქვნდათ მამული იმერეთს და ქართლსა შინა და შემდგომად განაყოფისა სამეფოსა ერთი ძმა იქით და ერთი აქეთ დაშთნენ, ვითარცა აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი“.

003cr „კარის გარიგებაში“ ამირეჯიბის მოვალეობა დაზუსტებულია: „...პირველი ვეზირია მწიგნობართ-უხუცესი - იწერს დადგენილებებს; ხოლო ამირეჯიბი გადასცემს განკარგულებებს დარბაზს გარეთ, და შემოიყვანს დარბაზში, თუ რომელიმე ხელისუფალს დაიბარებენ...“

 „შემოკლებით აღწერაშიც“ ამირეჯიბს იგივე ფუნქცია ეკისრება: „ამირეჯიბნი ძველადვე ფალავანდისტთა გვარისანი, რომელთანაც აქვთ მამულნი ურთიერთისა შორის შერევნილნი. გარნა ამირეჯიბობა გაუგვარდათ სახელოსა გამო, ვინაიდგან ამირეჯიბი ნიშნავს საქმის მომხსენებელსა მეფისასა, რომელნიც ნიშნავს („დაკლადჩიკს“) , ხოლო ესენიცა არიან ახალციხიდანვე მოსრულნი ქართლში, რომელნიც სახლობენ ზემო ქართლსა შინა ზემო ამირეჯიბად და ქვემო ამირეჯიბად...“

 ისტორიულ დოკუმენტებში უხვად არის გაშუქებული ამირეჯიბთა მოღვაწეობა-დამსახურება, მხედრული თავდადება, ქველმოქმედება, აღმშენებლობა... ამირეჯიბი ნახსენებია დავით ნარინის თანამეცხედრის - თამარის შეწირულობის წიგნში გელათისადმი 1260-1293 წწ.

 ძალზედ მნიშვნელოვანია ამირეჯიბთა გვაროვნობითი სიგელი, რომელიც ქუცნა ამირეჯიბს ეკუთვნოდა. იგი ცნობილია, როგორც XIV-XV ს.ს. ქართლის მსხვილი ფეოდალი, მოაზროვნე, პოლიტიკოსი, დიპლომატი, მეფის ელჩი კონსტანტინოპოლში...

 ეს სიგელი, როგორც დროის უტყუარი სარკე, საინტერესოა მრავავლისმეტყველი შინაარსით, ისტორიული ფაქტების ასახვით, პატრიოტული სულისკვეთებით და ემოციურობით. ეს საბუთი გვიხატავს თემურ-ლენგის სისხლიან ლაშქრობათა შემდეგ აღდგენით სამუშაოებს, ამირეჯიბთა სასტიკად დასჯას ალექსანდრე (იმერთა) მეფისაგან, ალის დახუთვას, ულუმბისა და ნაბახტევის ეკლესიების განახლებას, 61 წინაპარს „აგარიანთა ხელით განგმირულს, თავმოკვეთილს აგარიანთაგან ბრძოლასა შინა“, რუსუდან დედოფლის დროინდელ ბრძოლას სპარსელებთან და სხვა მრავალ ისტორიულ ფაქტს. იგია ამირეჯიბთაროდამ ამირეჯიბი-სვეტლოვა გვარის ვრცელი მატიანე. სიგელის IV ნაწილში ქუცნა ამირეჯიბი ასე განაგრძობს თხრობას: „...შევსწირეთ ოდეს წარგვჩინა თვით და ამისად რუსუდან მეფემან (1245 წ.) ლაშქარსა სპარსისასა და გაგუვმარჯუა. მინდორს შევიბენით და ამოვსწყდეთ, მოვართვეთ დროშა და თაჯი თვთგან მაღლის სულთნისა და გვყო წყალობა და გვბოძა ჯილდოდ რაც ვიაჯეთ...მომავალნო და წარჩინებულნო ამა მოკლისა სოფლისანო! ნურვინ გაგვცუდებთ ჭირნახულსა ამას ჩუვნსა, ნუ მოგვმლით აღაპსა და შეწირულსა ამას ჩუენსა, რამეთუ აღვესრულებით მეფეთა ჩუენთათვის და დავსთხიეთ სისხლი ჩუვნი გადიდებასთვის მამულისა და სამეფოსა“.

 ისტორიულ წყაროებში ეკლესიების ჟამნ-გულანებში რამდენიმე ამირეჯიბია მოხსენებული XIV, XV, XVI ს.ს. თ.ჟორდანიას „ქრონიკებში“ აღნიშნული აქვს ფიტარეთის ტაძრის ასომთავრული წარწერა - “მეფის ამირეჯიბს ქავთარს „ხრმლით მოგებულის“ ფულით აუშენებია ფიტარეთი, უყიდნია ტანძია და სხვა მამულები, რომელნიც ფიტარეთის ეკლესიისთვის შეუწირავს. 1628-1630 წლებში მეფე ალექსანდრე I მიერ გაცემულ სიგელში ავჯაშერ ამირეჯიბია ნახსენები. 1661 წლის საბუთში („მცხეთის ნუსხა“) როსებ და ზაალ ამირეჯიბები კათოლიკოს დომენტის პირობას უდებდნენ, რომ აღკვეთავენ ტყვეების გაყიდვას. „თუ ჩუვან ან ჩუენის მამულის, ან მოსული, ან ნაბოძავნი გავყიდით ან ტყვეს სყიდვაში გავერივნეთ და ახალციხეს, რომ კაცი გავყიდეთ და კიდეც არ დავიხსნათ და არ მოვიყვანოთ, ან შვილი დაუკარგოთ, ან ცოლი... ვიყნეთ შემცოდე... ღვთისა და თქუენი....“

 1661 წ. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ჟამ-გულანში ნახსენებია „ასული ამირეჯიბისამან ბატონმან მარიამ“ - პაპუნა ფანასკერტელ-ციციშვილის ძის - ზაალის თანამეცხედრე...

 ქართულ წყაროებში ამირეჯიბები მოხსენიებულნი არიან როგორც სამაგალითო მხედრები, პოლიტიკოსები, სამეფო კარის მაღალი რანგის მოხელეები, ეკლესიების აღმშენებლები. რევაზ ამირეჯიბს (1688-1703 წწ.) ნაზარალიხანმა მეჯინიბეთუხუცესობა უყწალობა და ერთგული სამსახურისთვის მფარველობა აღუთქვა.

 XIX ს. გენერალმა მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირეჯიბმა ყირიმის ომის (1853-56) დროს კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.

 სოფიო ვასილის ას ამირეჯიბი (არღუთინსკაია) - ქართველი მთარგმნელი, ქველმოქმედი, მწერალი, ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას, რუსულად თარგმნა გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა... 1909 წელს მოსკოვში გამოსცა „ქართველი პოეტების ლექსთა კრებული“.

 სიმონ სარდიონის ძე ამირეჯიბი - ბაქტეოროლოგიის და ჰიგიენის ფუძემდებელია საქართველოში, მისი თაოსნობით დაიყწო ვაქცინებისა და შრატების წარმოება.

 კონსტანტინე ამირეჯიბმა, დიდმა ქართველმა მეცნიერმა მექანიზაციის დარგში, პროფესორ დიდებულიძესთან ერთად შექმნა და გამოსცადა ელექტრო ტრაქტორი.

 თენგიზ ამირეჯიბი - თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, ცნობილი პიანისტი, პედაგოგი - ქართული პიანიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია...

 იმის მიუხედავად, რომ მრავალი ამირეჯიბი შეეწირა საქართველოს თავისუფლება 1921-1924 წ.წ., 1937, 1941-45 წ.წ. ცოცხლები ღირსეულად მოღვაწეობდნენ მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში.

 1991 წ. გარდაიცვალა ცნობილი ფიზიკოსი, პროფესორი ალექსანდრე იშხნელი (დედით ამირეჯიბი), სიკვდილის წინ მან მოამზადა ვრცელი წერილი სოღოლაშენელი ამირეჯიბების ოჯახზე: „სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების ოჯახი საღოლაშენში ცნობილია XIX ს-ის 70-იან წლებიდან, ამ ოჯახს მიუძღვნა აკაკიმ სტრიქონი: „ვნახე ცოლ-ქმარი მე მეგობარი, ერთმანეთისა შეთანამტკბარი...“

 ეს შესანიშნავი წყვილი და მათი შვილები ყურადღებასა და ზრუნვას არ აკლებდნენ გლეხკაცების ოჯახებს, ბავშვების სწავლა-განათლებაზე ზრუნავდნენ, საკუთარი სახსრებით ნიჭიერ ბავშვებს აგზავნიდნენ სასწავლებლად გორში, თბილისში, რუსეთში, საზღვარგარეთ. მაკინე ამირეჯიბი, როგორც წერდნენ გაზეთები, იყო „ქალი ხელოვანი, მომღერალი, მუსიკოსი, მშობლიური ლიტერატურის მოამაგე, ქველმოქმედი, ღარიბთა და ღატაკთა გამკითხავი...“ მაკინესა და სარდიონის სტუმართა ჭორის ნახავდით: ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ვალერიან გუნიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილს, ზაქარია ფალიაშვილს, შალვა დადიანს, ავლეველ ამირეჯიბებს, ანდრონიკაშვილებს, ციციშვილებს, ლორთქიფანიძეებს... ფართოდ იყო ცნობილი მაკინეს მოქარგული სუფრა, მასზე ოჯახის სტუმრების მიერ გაკეთებული ხელმოწერები იყო ამოქარგული, ოჯახის ქალებისა და ქალიშვილების მიერ. ეს სუფრა მატიანე ინახება გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმში.

 სარდიონმა და მაკინემ რვა ქალ-ვაჟი გაუზარდა ერს. შვილებსაც გამოჰყვათ მშობლების კაცთმოყვარეობა, ქველმოქმედების სიყვარული და ნიჭი. ცნობილი მეცნიერები, პიანისტები, ფილოლოგები, ისინი სამშობლოს ემსახურებოდნენ, ენერგიას და ცოდნას არ ზოგავდნენ, ყველაზე რთულ პერიოდებში იმედს და რწმენას არ კარგავდნენ.

 XX ს. ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში დიდი წვლილი მიუძღვის შალვა ამირეჯიბს - პოეტს, მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, რედაქტორს, საქართველოს დამოუკიდებლობის უშიშარ დამცველს.  მისი 1923 წელს დაწერილი შესანიშნავი ლექსი, რომელიც 15 გმირის დახვრეტის შემდეგ ლამის თაობის მანიფესტად გადაიქცა, დღესაც თანამედროვედ ჟღერს. აი, ეს ლექსიც.

კოტე აფხაზის სიკვდილზე

როს ჩვენი დროის რეგვენობის მწირ ანარეკლად,

ჩვენში მატურებს ისე დგამენ, ვით თივის ზვინებს,

თავისი ფეხით ადის ბრიყვი კვარცხლბეკზედ ძეგლად,

და ჯალათობა სათნოების იწნავს გვირგვინებს.

შენ მოკლებული საფლავისა მყუდრო სიამეს,

განუბანელი და აიაზმით ადის წყლებიდგამ,

უცდი, შემოვა მტრის ბანაკში ეტლი პრიამის,

რომ გამოიხსნას შვილის გვამი მტრის ხელებიდან.

და გენატრება შენ საფლავი სადმე მდელოზედ,

რომ უდგეს ბუჩქი, ზედ ბილიკი ჩაუდიოდეს

რომ კვლავ შეგეძლოს გადმოხედვა საქართველოზედ

და შენი გული იმის ბედზედ აღარ სჩიოდეს.

არ ითაკილებს ჩვენი დრო, რომ გაგხადეს ლეში,

ჩვენ მწუხარ გულებს შენი ფიქრი მაინც უნათებს,

და რომ სახელი დიდი გქონია შენს სიცოცხლეში,

ეხლა შენ ამას ვეღარავინ დაგამუნათებს!

1923 წ. მაისაი.

 ავლეველ ამირეჯიბთა შტოს განეკუთვნებოდნენ შესანიშნავი ქართველი მანდილოსნები ნინო და მარიამ ამირეჯიბები. ნინო ამირეჯიბი-რონდელი სიცოცხლის 90 წლის მანძილზე მან ბევრი სიმწარეც ნახა და ბევრი კეთილი საქმეც გააკეთა. მარიამისა და ნინოს მამას - თავად გიორგი ამირეჯიბს - ინჟინერს, ჟურნალისტს, მთარგმნელს, მიმზიდველი გარეგნობის და ფართო ერუდიციის კაცს, ჰაიდელბერგის ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ნინო ამირეჯიბის მამიდას - თამარს, კონსტანტინე ბალმონტმა „ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანი უძღვნა. მარიამისა და ნინოს დიდედის - სალომე ამირეჯიბის სახლში იკრიბებოდნენ გამოჩენილი მოღვაწენი: შალვა ამირეჯიბი, გრიგოლ რობაქიძე, შალვა დადიანი... ამირეჯიბთა ლამაზი, სტუმართმოყვარე სახლი მუდამ სიყვარულის, ეროვნულობის, სიბრძნის ეპიცენტრი იყო.

 XX ს. სისხლიანმა ქარიშხალმა, ბოლშევიკების შემოსვლამ საქართველოში გადათელა ერის დამოუკიდებლობაც და ეს უძველესი ოჯახიც 1937 წ. როგორც „ჯაშუშები“ დახვრიტეს ნინო ამირეჯიბის დედა - ნინო მიქელაძე და ძმა ალექსანდრე, დეიდა - მარიამ ორახელაშვილი, სიძე - ევგენი მიქელაძე, რამდენიმე თაობის ამირეჯიბები.

 ნინო ამირეჯიბი მეუღლესთან ერთად მოწმეა ქართული კინოს ბრწყინვალე აღმავლობისა. 1936 წ. მან „დაკარგული სამოთხე“ - ქართული კინოს ეს მარგალიტი დაამონტაჟა. დავით რონდელთან და ნინო ამირეჯიბთან ქართული კინოს მთელი ეპოქაა დაკავშირებული. ქალბატონი ნინო ავტორია რამდენიმე სენარის, პიესის, ნარკვევის, მოგონებათა წიგნის... მოსკოვში გამოვიდა მისი პატარა ესსე ფიროსმანზე „იყო და არა იყო რა, იყო ერთი მხატვარი...“

გაზეთი "გვირგვინი"

 საქართველოში პარალელურად თავ. ამერეჯიბებისა არსებობდნენ აზნაური ამირეჯიბებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ: ქართლში, რაჭა-იმერეთსა და თბილისში. მათი ნათესაური კავშირი თავად ამირეჯიბებთან დადგენილი არაა.



ვაჩნაძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.

 პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ძველად ...

ანანიაშვილი

აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.

 1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, ...

გუნცაძე

იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს სტუმარს ...

საქართველოს ფეოდალური იერარქია

ფეოდალური იერარქია საქართველოში არსებობდა ადრეული შუასაუკუნეების ეპოქიდან, რომელიც იყოფოდა ორ ძირითად ჯგუფად: თავადები და აზნაურები. თავადები წარმოადგენდნენ ფეოდალთა უმაღლეს ჯგუფს. რომელთაც ეკუთვნოდათ საკუთარი სამფლობელო-სათავადო. სათავადოები წარმოიშვა XV ს-ის ბოლოს, ერთიანი ...

ქოჩაკიძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სამეგრელოს თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილი მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ...

ბეჟანიშვილი

ბეჟანიშვილები - აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. 1700 წლის აღწერით. დასახელებულია ბეჟან ბეჟანიშვილი ყაფლანიშვილების მემამულეებად. ყმები ჰყავდა ქვემო ბოლნისში.

 1721 წ. აღწერით ბეჟუა ბეჟანიშვილი დასახელებულია გერმანოზიშვილის უყმო აზნაურად. ამ გვარის ცნობილი წარმომადგენელია ...

ბაქრაძე

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.

 XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი თვისი ...

სულხანიშვილი

სულხანიშვილები - აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.

 სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.

 ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. ...

გეგეჭკორი

აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.

 დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით დადიანის ძმა, გრიგოლ ...

წერეთელი

თავადი წერეთლები.

წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ...

გოშაძე

გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.

 ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა შესახებ ...

გუგუშვილი

გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია მე-18-19 საუკუნეების დადიანის ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.

 არის მეორე ვერსიაც, სენატში შეტანილი საბუთების ...