ანდრონიკაშვილი
-
თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.
ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველს და სხვ. XVI საუკუნიდან ანდრონიკაშვილებმა სამემკვდრო სახელად მიიღეს ქიზიყის მოურაობა, XVII საუკუნიდან კი მარტყოფის მოურაობაც, მარტყოფის მოუარავები უმთავრესად ინიშნებოდნენ სოფ. ფხოველის მებატონე ანდრონიკაშვილებისაგან, რომლებიც ქიზიყელი ანდრონიკაშვილების განაყოფები იყვნენ. ისინი ზოგჯერ ზურაბიშვილების და აბელაშვილების გვარითაც იხსენიებიან. XVIII ს. ანდრონიკაშვილები თურქმანი ელების მოურავები და ქართლ–კახეთთან დროებით შემოერთებული განჯის მმართველებიც არიან. ანდრონიკაშვილებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე; ეკავათ ბოდბის, ნინოწმინდის, ალავერდის და ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრები. ანდრონიკაშვილების სათავადო შედარებით სუსტი იყო. მათი სიმდიდრე და პოლიტიკური წონა მეფის მოხელეობას ემყარებოდა. ამით აიხსნება ანდრონიკაშვილების განსაკუთრებული ერთგულება სამეფო ხელისუფლებისადმი. ანდრონიკაშვილებს შორის იყვნენ კათოლიკებიც.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები:
ანდრონიკაშვილი აბელ. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII ს. ბოლოს და XVIII ს. I ნახევარში. ქიზიყის მოურავი, სარდალი. დაწინაურდა კახეთში ბეჟან–ხანის მმართველობის დროს. აბელ ანდრონიკაშვილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I–ის ქალიშვილი ქეთევანი. 1729 წ. დაიწყო ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ერთ–ერთ ბრძოლაში ანდრონიკაშვილმა დაამარცხა ისაყ–ფაშა. 1735–36 წწ. იბრძოდა ალექსანდრე ბატონიშვილის კახეთში გასამეფებლად. მის ამ განზრახვას წინ აღუდგა თეიმურაზ II–ის მეუღლე თამარი. ანდრონიკაშვილმა ქიზიყის მოსახლეობას მიმართა, მაგრამ მათ მეფე თეიმურაზს უერთგულეს და ანდრონიკაშვილს მხარი არ დაუჭირეს, ალექსანდრე ბატონიშვილის ირანში გაწვევის შემდეგ აბელი ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს.
ანდრონიკაშვილი თამაზ. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XVII ს. I ნახევარში ქიზიყის მოურავი. იბრძოდა ყიზილბაში დამპყრობლების წინააღმდეგ. აღადგინა ციხესიმაგრეები. გახიზნული მოსახლეობა დააბრუნა ძველ საცხოვრებელ ადგილებში. 1617 წ. შაჰ–აბას I–ის ლაშქრობის დროს, რომელიც ძირითადად ქიზიყის წინააღმდეგ იყო მიმართული, მეთაურობდა ხორნაბუჯის დაცვას.
ანდრონიკაშვილი თამაზ პაატას ძე. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVIII ს–ის შუა წლებში, ქიზიყის მოურავი, ერეკლე II–ის მამიდაშვილი, 1746 წ. ანდრონიკაშვილმა სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილი დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ–შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1746 წ. ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1747–49 წწ. თავი გამოიჩინა აბდულ–ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 წ. ანდრონიკაშვილს დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II–ის ერთ–ერთი მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რომელიც მალე „გაექცა“ მეთვალყურეებს. როგორც ჩანს, ანდრონიკაშვილს ბატონიშვილის ხელშეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II–ის ბრძანებით 1754 წ. დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად კი იასე ამილახვარი დანიშნეს. მალე ანდრონიკაშვილს ძველი პატივი დაუბრუნეს. 1759 წ. ერეკლემ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა.
ანდრონიკაშვილი მალხაზ (მელქისედეკ). ქართლ–კახეთის და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასბაში. სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა ერეკლე II–ის ქალის – ელენეს ასული მაია, სოლომონ II–ის და, მათხოჯის ბრძოლაში (1789 წ.) დაამარცხა სოლომონ II–ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის ძე. სოლომონმა ანდრონიკაშვილი საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოში უბოძა მამული. იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გადავიდა ახალციხეში. აქედან სოლომონ II–ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 წ. ჩავიდა ეჩმიაძინში და სომეხთა კათოლიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარმრთებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კახეთში.
ანდრონიკაშვილი პაატა. ქართლ–კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე. ერეკლე II–ის ერთგული თანამებრძოლი. VIII ს. 60–იან წლებში ერეკლე II–მ ანდრონიკაშვილი საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს მიავლინა. აქ მან რუსეთის ა რმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70–იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში და დაევალა საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა. 1778 წ. ებოძა სამეფო არტილერიის მეთაურობა. ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს სამხედრო წარმოების ევროპულ წესზე გარდაქმნას, რაც ერეკლე II–ის თაოსნობით დაიწყო.
გურანდუხტ ანდრონიკაშვილი
-
ანთაძე
-
აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში. ...
სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში
-
სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან ...
გედევანიშვილი
-
თავადთა და აზნაურთა საგვარეულო ქართლში. გერბიანი აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ მრავალყმიანი ...
ფაღავა
-
ფაღავათა საგვარეუულოს შესახებ ძველ საბუთებში ვკითხულობთ: „ფაღავი იყო ორბელიანთ გვარი რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად წელს 1271–სა“.
თვით ფაღავების გვარში დღემდე დაცული გადმოცემით კი, ისინი,. თითქოს უძველესი დროიდან მოსულან ადიღედან და ბანძაში დამკვიდრებულან.
ვახუშტი ...
სოლოღაშვილი
-
„ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის გვარისანი. ამათი წინაპარნი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად. ხოლო ამის შთამომავლობისანი, რომელთაც მიიღეს მაჰმადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობისა ბაგრატისასა წელსა 1375–სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და ებოძა გვარადა ...
ინასარიძე
-
„წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ. „ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.
„ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა გვარისა, თავადად მიღებულ ...
ადგილობრივი მმართველობის სისტემა
-
ადგილობრივი მმართველობის აპარატი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტოტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სამეფოს ტერიტოტია სამხედრო – ადმინისტრაციული ერთეულებად – საერისთავოებად და სამეფო დომენად – იყოფოდა. საერისთავოებს სათავეში ედგნენ ერისთავები და ერისთავთ–ერისთავები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ...
ჯაფარიძეების გვარის ისტორია
-
ჯაფარიძე ერთ-ერთი უძველესი და წარჩინებული გვარია საქართველოში. გვარის ფუძეა ჯაფარ რაც სხვადასხვაგბარად განიმარტება. ჯაფარა-ქართული სიტყვაა და ჩხიკვის სინონიმია. ჯაფარ ძველ არაბულ ენაზე ნაკადულს ნიშნავს თურმე (არაბისტი გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით). ჯაფარ-საკუთარი სახელია კაცისა, გავრცელებული ახლო ...
მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი
-
მთავრობის მეთაური და პირველი მინისტრი, მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ვაზირთა შორის მეფის უახლოესი მრჩეველი, თანაშემწე და მოადგილე იყო. იგი მეფის „მამად“ მოიხსენიებოდა. მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოს ყველა უწყებასა და დაწესებულებაზე. მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის ...
ლორთქიფანიძე
-
ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...
ჭიჭინაძე
-
აზნაურული გვარი საქართველოში. იყვნენ წულუკიძეების აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები, იმერეთის და სამეგრელოს და აგრეთვე ტახტის აზნაურები.
ჭიჭინაძეები კახეთში რუსთველის სადროშოში 1722 წლის ერთი საბუთის მიხედვით იყვნენ დროშის მტვირთველნი: „ამისნი დროშის მტვირთველნი ნიორიოს ჭიჭინაძენი ყოფილან ...
ცქიტიშვილი
-
აზნაურთა გვარი იმერეთში და გურიაში. გურიაში ცნობილები იყვნენ როგორც "ცქვიტიშვილი". „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, ...
-