ბეჟანიშვილი

დეტალურად

ბეჟანიშვილები – აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. 1700 წლის აღწერით. დასახელებულია ბეჟან ბეჟანიშვილი ყაფლანიშვილების მემამულეებად. ყმები ჰყავდა ქვემო ბოლნისში.

 1721 წ. აღწერით ბეჟუა ბეჟანიშვილი დასახელებულია გერმანოზიშვილის უყმო აზნაურად. ამ გვარის ცნობილი წარმომადგენელია პაპუნა ბეჟანაშვილი, რომელიც უფლისწულ ბაქართან ერთად წავიდა რუსეთში და 1741 წელს მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და უმაღლესად დაუმტკიცეს რუსეთის იმპერიის აზნაურები. ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა პოლკში. 

  ბეჟანიშვილების გვარი შეტანილია რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

ლევან ბერაია