იოსელიანი

დეტალურად

იოსელიანი (Ioseliani, Иоселиани) – აზნაურული გვარი იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და ქართლ–კახეთში. იმერეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა, წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ აზნაურები – მდივნის, საყვარელიძისა და იოსელიანის გვარიდან.

 იოსელიანები იყვნენ „ფიცის კაცები“.

 იოსელიანთა გვარიდან მრავალი წარჩინებული და გამოჩენილი პირი გამოვიდა: ეგნატე იოსელიანი, მწერალი მეფის გიორგი მეცამეტის, მოურავი ტირძნისში. პლატონ იოსელიანი, მწერალი და მემატიანე გიორგი მეცამეტსა. დავით დადიანის მეგობარი. ოტია იოსელიანი, ჩვენი დროის უშესანიშნავესი მწერალი.

 1850 წელს როცა ქუთაისში აპირებდა ჩამოსვლას რუსეთის იმპერატორის მემკვდრე, დავით დადიანმა მასთან წარსადგენად მოიწვია 53 თავადი და მარტო 9 აზნაური. ერთ–ერთი აზნაურთაგანი იყო ფილიპე იოსელიანი.

 ზაქარია იოსელიანი, გენერალ–მაიორი, 1812 წლის ომის მონაწილე, მისი გმირობა სამაგალითო ყოფილა. ნ. მურავიოვი წერს: „წარმოშობით იმერელი, არაჩვეულებრივი სიმაღლის, ძლიერი, უშიშარი, ღარიბი, უბრალო, თვინიერი, აქვს ხუთი თუ ექვსი ჭრილობა. პოლკში ჰყვებოდნენ, რომ 1812 წლის კამპანიის დროს მას შეუმჩნევია, თუ როგორ შესულა 12 ფრანგი ერთ ბოსელში, იოსელიანს აუღია შუბი, წაუყვანია თან ერთი ულანი, მოლდაველი, გვარად კარპოვი, შევარდნილა იმ ბოსელში და ერთიანად გაუჟლეტია ყველა…“

ლევან ბერაია

 იოსელიანები