ნიჟარაძეები – იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების თავდაპირველი საცხოვრისი სვანეთი ყოფილა. იქიდან მოსულა სამი ძმა ნიჟარაძე, რომელთაგან ერთი ქუთაისის გორაზე დასახლებულა. მეორე წასულა აჭარაში და მესამე აფხაზეთში.
ნიჟარაძეთა საგვარეულოს შესახებ ცნობა დაცულია ეპიგრაფიკულ წყაროებშიც: ნიჟარაძე დასახლებულია ნიგოითის წმიდა გიორგის საყდრის დასავლეთის ფასადის წარწერაში. რომელიც XIV ს. არის დათარიღებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ნიჟარაძეს XV ს. იმერეთის “უწარჩინებულეს” გვარებს შორის ასახელებს.
ნიჟარაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XVI საუკუნის პირველ ნახევარშია სავარაუდებელი. ნიჟარაძეები ძლიერი ფეოდალები იყვნენ. მათი ყმათა საერთო რაოდენობა XVIII საუკუნეში 600 კოლმს უდრიდა. ამ საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი მერაბ ნიჟარაძე 47 კომლ ყმას გლეხს და 6 კომლ აზნაურს ფლობდა.
XVIII საუკუნის შუა წლებისათვის ნიჟარაძეები დამსახურებული თავადები ჩანან. მაგრამ სოლომონ I–ის დროს ისინი შერისხულები არიან.
დიდ წარმატებას აღწევენ ნიჟარაძეები სოლომონ II–ის მეფობაში. ამ დროს მათ მნიშვნელოვანი სახელოები უჭირავთ.
1791 წ. აბესა ნიჟარაძეს მარიამ დედოფლის მოლარეთუხუცესობა აქვს; 1795 წელს ნიჟარაძე ხაბაზთუხუცესად არის დასახელებული. 1803 წელს კი ამ თანამდებობასთან ერთად მას ფარცახანაყანების მოურავობაც ებოძა.
იმერეთის სამეფოში რუსული თვითმმართველობის სისტემის დამყარებასთან დაკავშირებით ნიჟარაძეთა სათავადო ადმინისტრაციულად გაუქმდა.
ნიჟარაძეთა აზნაურები იყვნენ: დიდიძეები, ალერწიანები, თათეიშვილები, ათაბეგები, ნიჟარაძეები, ჭყონიები და სხვა.
ნიჟარაძეების გენეალოგია (ფრაგმენტები)