ლევან ლუარსაბის ძე მაღალაშვილი

0.000
დეტალურად

ლევან ლუარსაბის ძე მაღალაშვილი (1879-1926) – გენერალ-ლეიტენანტი. სწავლობდა  ნიკოლაევსკის კავალეროსანთა სკოლაში, შემდეგ პაჟთა კორპუსი. ხორუნჟი თერგის კაზაკთა რაზმის, მონაწილეობდა 1900-1901 წწ. ჩინეთზე ლაშქრობაში. რუსეთ-იაპონიის, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

 1921 წელს გენერალ-ლეიტენანტი ლევან მაღალაშვილი იყო მეთაური თათართა (აზერბაიჯანელების) დივიზიის (ხალხში ცნობილია როგორც “ველური დივიზია”), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ლევან მაღალაშვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში. ყავდა მეუღლე სოფიო ბარათაშვილი და შვილი ნიკოლოზი.