იური ჩიქოვანი

0.000
დეტალურად

იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1937-2018) – პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში. წლების განმავლობაში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის კათედრაზე უფროს მასწავლებლად.

 გენეალოგიურ კვლევებს აწარმოებდა 1984 წლიდან. 1995 წელს დააარსა „ქართული გენეალოგიური საზოგადოება“, რომლის უცვლელი თავჯდომარეც იყო ბოლომდე. 1999-2003 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის გენეალოგიური კვლევის ცენტრს.

 საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გენეალოგიის და ჰერალდიკის კომისიის ხელმძღვანელი და ამავე საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი. 2004 წლის სექტემბერში საფრანგეთში, საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის გენერალური ასამბლეის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ამ აკადემიის ნამდვილ წევრად. არის ცხრა წიგნისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის (აქვს ნაშრომები-გენეალოგიური კვლევები პრაქტიკულად ყველა თავად-აზნაურულ გვარზე, მათ შორის ბაგრატიონებზე და აფხაზურ გვარებზე). გენეალოგიური ფრაგმენტი

Iuri Chikovani

იური ჩიქოვანი