ავალიშვილები – ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა დაიყპრეს. XVII ს–ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწაწყალზე დარჩენილები გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლში გადასული ავალიშვილებს ეკუთვნოდათ შემდეგი სოფლები: ბორჯომი (ნუა), სადგერი, ყვიბისი, ტაშისკარი, სურამი, არადეთი, ბრეთი და აბისი. კახეთში გადასულები ცხოვრობდნენ – კალაურში, თელავსა და ჩუმლაყში. იმერეთის ავალიშვილები დაკნინდნენ და აზნაურებად იქცნენ. ქართლ–კახეთის ავალიშვილებს ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები, იყვნენ ეპისკოპოსები.
ლევან ბერაია
ავალიშვილები ჩვენ საიტზე