რაჭის-ერისთავი
-
პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენიებული XI საუკუნეს განეკუთვნება.
რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღმწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძეებად თვლის. წარმოშობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოსლა და მისი მამა–პაპეული რეზიდენცია კაცხი იყო.
XIII ს. II ნახევარში დავით ნარინმა (1247–1293 წწ) ღალატისთვის სასტიკად დასაჯა. რაჭის ერისთავი – კახაბერიძე გააუქმა საერისთავო და იგი თავივს სახასო მამულად გამოაცხადა.
XIV ს. დასასრულს, იმერეთის მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს, XVI ს. 30–იან წლებიდან რაჭის ერისთავებად ჩხეტიძეთა, ჩხეიძეთა გვარის წარმომადგენლები არიან.
იმერეთის სამეფო კარზე რაჭის ერისთავები დიდი პატივით სარგებლობდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ ალექსანდრე III–ის მიერ 1651 წელს რუსთხელმწიფისათვის გაგზავნილი ფიცის წიგნში საერო ხელისუფალთაგან პირველს, პაპუნა რაჭის ერისთავს მოუწერა ხელი: თვით რუსეთის ელჩებიც მას მეფის პირველ „ბოიარს“ ეძახდნენ. რაჭის ერისთავები მაღალი ტიუტლებით აღარ კმაყოფილდებოდნენ, ერთ დროს მეფის მიერ ნაწყალობევი მამული უკვე დაისაკუთრეს და საერისთავო – სათავადოდ გაიხადეს, ხოლო ერისთავი – სათავადოს უფროსად. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ სათავადოს უფროსს სახლის წევრები კი არ ირჩევენ, როგორც საქართველოს სხვა სათავადოებში, არამედ უფროსობას მემკვიდრეობით გადასცემენ მამიდან შვილზე უხუცესობის მიხედვით. რაჭის ერისთავად დაჯდომას მეფის ნებართვა აღარ ჭირდება, თვითონ ჯდებიან ერისთვებად მეფის ნებართვის გარეშე, მაგრამ ადრე ასე არ იყო – რაჭის ერისთავები წინა საუკუნეებიდან მოყოლოებული XVII ს. შუა წლებამდე, იმერეთის მეფეთა ვასალები იყვნენ და ემსახურებოდნენ მათ.
XVII–XVIII სს. რაჭის ერისთავები სხვა თავადებთან ერთად თავიავნთ ნებისამებრ სწყვეტდნენ იმერეთის მეფის ტახტზე ასვლა–დარჩენის საკითხს. ერისთავმა და მისმა მომხრეებმა სამჯერ ჩამოაგდეს გიორგი V ტახტიდან. 1716 წ. მათ იმერეთის სამეფო სამად გაიყვეს, ხოლო 1720 წელს მეფეც მოკლეს. რაჭის ერისთავთა თვითნებობას საბოლოოდ სოლომონ I–მა მოუღო ბოლო, იმერეთის თავადები მეფეს უჭერდნენ მხარს. მასთან მოეყარათ თავი ერისთავის მიერ შევიწროვებულ თავადებს. ამ ბრძოლაში რაჭის ერისთავები სასტიკად დამარცხდნენ.
რაჭის ერისთავების აზნაურები: ლორთქიფანიძეები, გამრეკელიძეები, დარახველიძეები, ლომინაძეები, დემეტრაძეები, საკანდელიძეები, ლაჭყებიანები, ბუბუაშვილები, ჯაფარიძეები, გამყრელიძეები, ბაქრაძეები, იაშვილები, გოცირიძეები.
რაჭის-ერისთავების გენეალოგია (ფრაგმენტები)
ლევან ბერაია
-
საგინაშვილი
-
„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...
მმართველობის ადგილობრივი აპარატი
-
XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ და ...
ამირეჯიბები
-
ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ამირეჯიბს ...
სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში
-
სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან ...
ვეზირიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.
დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული ...
ჯაყელი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.
„XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა ...
წულუკიძე
-
წულუკიძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო წულუკიძეები ისტორიის ასპარეზზე პირველად ჩანან XV ს. შუა წლებში. ამ საგვარეულოს პირველი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ვირშელ, როდის მოხდა წულუკიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მოხდა ვირშელის ...
გურიელი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის ...
ქართული ფეოდალური იერარქია
-
ქართული ფეოდალური ურთიერთობის სქემა (ფეოდალური იერარქია)
დიასამიძე
-
ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და სხვა ...
ფაღავა
-
ფაღავათა საგვარეუულოს შესახებ ძველ საბუთებში ვკითხულობთ: „ფაღავი იყო ორბელიანთ გვარი რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად წელს 1271–სა“.
თვით ფაღავების გვარში დღემდე დაცული გადმოცემით კი, ისინი,. თითქოს უძველესი დროიდან მოსულან ადიღედან და ბანძაში დამკვიდრებულან.
ვახუშტი ...
მხეიძეთა სათავადო
-
მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის სამეფოში. იოანე ბატონიშვილი ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ მხეიძეთა შესახებ ამბობს: „ფხეიძე არიან ძირით სალიპარიტიანნი, ნათესავნი ორბელიანი ლიპარიტისო“, იოანე ცდება, რა თქმა უნდა, როცა ლიპარიტს ორბელიანად თვლის. ...
-