50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

გრიგოლ ლევანის ძე
დადიანი

გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (კოლხიდელი) (1814-1901), სამეგრელოს მთავრის ლევან მეხუთის შვილი. სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და ინფანტერიის გენერალი. რუსეთ-თურქეთის და კავკასიის ომების მონაწილე, მათ შორის ღუნიბის აღებაში, ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ომებს სამეგრელოში შემოჭრილი ომერ-ფაშას წინააღმდეგ.

 "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, მონაწილეობდა 1880 წელს დაარსებული "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში (საერთოდ "ვეფხისტყაოსანი" გრ. დადიანის გაუნელებელი სიყვარულის საგანი იყო. დიდი ამაგი დასდო პოემის ი. ბარტდინსკისეულ რუსულ თარგმანს)... იყო ქველმოქმედი (მთელი ქონება და მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა "ქშწ-კგ საზოგადოებას", შესწირა ფული სხვადასხვა სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დააწესა პრემია "საუკეთესო თხზულებისთვის ქართულ ენაზე", საგანგებოდ დატოვა თანხა ქუთაისის ღარიბ მოსახლეობაში დასარიგებლად...).

 გრიგოლ დადიანს სამხედრო განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში, სადაც დაუახლოვდა იქ მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილებს, განსაკუთრებით მეგობრობდა თეიმურაზ ბატონიშვილთან. პეტერბურგშივე დაიწყო ლექსების წერა, 22 წლისამ დაწერა პოემა "რუხის ბრძოლა (ცხოვრება დიდისა მეფის სოლომონისა)" იოანე გეგეჭკორის ფსევდონიმით. ეს პოემა  დავით ჩუბინიშვილმა შეიტანა თავისი "ქართული ქრესტომატიის" 1863 წლის გამოცემაში.

  გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ასული ტერეზია (ჯვარი დაიწერეს პეტერბურგში, 1845 წელს. ჯვრისწერას და ქორწილს დაესწრო იმპერატორი ნიკოლოზ I. "გრიგოლის მხრით დედ-მამად იყვნენ ნინო დედოფალი, ბებია გრიგოლისა და მემკვიდრე ცესარევიჩი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. ჯვარი დასწერა ხელმწიფის მოძღვარმა ბაჟანოვმა სასახლის ეკლესიაში").

 ტერეზია გურიელი-დადიანისა გარდაიცვალა 1871 წელს.

 გრიგოლ დადიანმა სიცოცხლის ბოლო წლები ლეჩხუმში, სოფელ სურმუშში მამისეულ სასახლეში გაატარა. გარდაიცვალა 1901 წელს ქუთაისში; დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

სამეგრელოს მთავართა სახლი
პოეტი კოლხიდელი
პოეტი კოლხიდელი



მაჭავარიანი მიხეილ სერგოს ძე

სახელი, მამის სახელი:
მიხეილ სერგოს ძე
გვარი
მაჭავარიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1888 -

მიხეილ სერგოს ძე მაჭავარიანი - ქართველი სამხედრო მფრინავი. 1910 წელს დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი პეტერბურგში. პოდპრაპორშჩიკის ჩინით დაიწყო სამსახური 39-ე საარტილერიო ...


მაჩაბელი გიორგი სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი სიმონის ძე
გვარი
მაჩაბელი

გიორგი სიმონის (სვიმონის) ძე მაჩაბელი (1813-1875) (მამა ივანე და ვასილ მაჩაბლების) - კავალერიის პორუჩიკი, შტაბს-როტმისტრი, რუსეთ-თურქეთის 1853-1856 (ყირიმის ომი) წწ. ომის მონაწილე, სადაც გამოიჩინა ...


ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ვლადიმერ სარდიონის ძე
გვარი
ალექსი-მესხიშვილი

ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი (ლადო მესხიშვილი) (1857-1920) - მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (მიენიჭა 1930 წელს გარდაცვალების შემდეგ). 

 1913 წელს ლადო ...


საგინაშვილი დიმიტრი

სახელი, მამის სახელი:
დიმიტრი
გვარი
საგინაშვილი

საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო ...


კლდიაშვილი სიმონ გრიგოლის ძე

სახელი, მამის სახელი:
სიმონ გრიგოლის ძე
გვარი
კლდიაშვილი

სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი (1865-1920) - თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შენობის ხუროთმოძღვარი.

 დიმიტრი ყიფიანის ...


დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ დავითის ძე
გვარი
დიასამიძე

ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა.  ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში ...

ფოტო
ნიკო დიასამიძე
ნიკო დიასამიძე

მარჯანიშვილი თამარ (იღუმენია ფამარი)

სახელი, მამის სახელი:
თამარ ალექსანდრეს ას.
გვარი
მარჯანიშვილი
სხვა სახელი, გვარი
თამარ მარჯანოვა
დაბ.-გარდ. თარიღები
1868 ყვარელი - 1936

თამარ მარჯანიშვილი (მარჯანოვა) - სქიიღუმენია ფამარი (ერობაში თამარი). რეჟისორ კოტე მარჯა­ნიშვილის და. დაიბადა საქართვე­ლოში, სოფ. ყვარელში, მაიორი ალექსანდრე მარჯანიშვილის და ელისაბედ ჭავჭავაძის ...

ფოტო
სქიიღუმენია ფამარი ერში თამარ მარჯანიშვილი
სქიიღუმენია ფამარი ერში თამარ მარჯანიშვილი

ციციშვილი ზაქარია დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია დავითის ძე
გვარი
ციციშვილი

ზაქარია დავითის ძე ციციშვილი (1805 - ?) - 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას უჩვენა, რომ ის 27 წლისაა. პუპლია ორბელიანის ჩვენებით, როცა შეთქმულებმა თითოეულ თავადს შეაწერეს გარკვეული ...


ანდრონიკაშვილი ზაალ ზურაბის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაალ ზურაბის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი

ზაალ ზურაბის ძე ანდრონოკაშვილი (ზედმეტსახელად - კუზიანი), მარტყოფის მოურავი. იხსენიება „კალმასობაში“ (ზ. ჭიჭინაძის გამოც. გვ.107– 108) „იოანე: 120 ომში დასწრებიხართ თითქმის და ას მტერზე მეტი ...


ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გულბაათ ივანეს ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1796 - 1863

ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა  თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ...

ფოტო
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის

ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე

გვარი
ავალიშვილი
სხვა სახელი, გვარი
ზურაბ ავალოვი
დაბ.-გარდ. თარიღები
1875-1944

ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875 სოფ. ჩუმლაყი - 21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ...

ფოტო
ზურაბ ავალიშვილი
ზურაბ ავალიშვილი

ვაჩნაძე ადამ

სახელი, მამის სახელი:
ადამ
გვარი
ვაჩნაძე

ადამ ვაჩნაძე (ბებუროს შტო) - ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს თავრიზს 1799 წელს. 1801-1804 წლებში საქართვველოს გარეთაა.

 29.06.1804 ყაზახის აღალარ ნაგი-ბეგთან ერთად თავს დაესხა ბორჩალოს მემამულე ...


ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად