დეტალურად
ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (1845 – 1918) იურისტი, ნაფიცი ვექილი. ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა; დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში, დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, პეტერბურგშივე 1873-1894 წლებში იყო ნიკო მინგრელსკის იურისკონსულტანტი. მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, თუმცა ილიას და ივანე მაჩაბელს შორის ატეხილმა კონფლიქტმა მათი მეგობრული ურთიერთობაც გააფუჭა.
ვასილ მაჩაბელი გარდაიცვალა თბილისში 1918 წელს.