მარჯანიშვილი თამარ (იღუმენია ფამარი)
- თამარ ალექსანდრეს ას.
- მარჯანიშვილი
- თამარ მარჯანოვა
- 1868 ყვარელი - 1936
-
თამარ მარჯანიშვილი (მარჯანოვა) - სქიიღუმენია ფამარი (ერობაში თამარი). რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის და. დაიბადა საქართველოში, სოფ. ყვარელში, მაიორი ალექსანდრე მარჯანიშვილის და ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მშობლების გარდაცვალებამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.
თამარი პეტერბურგიდან ყვარელში დაბრუნდა და ოჯახის გაძღოლა თავის თავზე აიღო. 1889 წელს კი, ყველასათვის მოულოდნელად, წმ. ნინოს სახ. ბოდბის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა იუვენალიას სახელით. 1902 წელს იგი იღუმენიას ხარისხში აიყვანეს და მონასტრის წინამძღვრობა ჩააბარეს. ბოდბის მონასტერი რუსეთის იმპერიის პირველი კლასის სავანეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რუსეთის წმინდა სინოდმა იცოდა, რომ დედა თამარი ეროვნული მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა. ამიტომ 1906 წელს სინოდმა მას ნოვგოროდის ეპარქიაში გადაყვანა დაუპირა, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს, 1907 წელს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იღუმენია იუვენალია (დედა თამარი) წმინდა სინოდის დადგენილებით, მოსკოვში გადაიყვანეს და მოსკოვის პოკროვის რელიგიური თემის წინამძღვრად გაამწესეს. დედა თამარის ინიციატივით დაარსდა დედათა ახალი სავანე – სერაფიმე-ზნამენსკის სკიტი, რომელიც 1912 წელს აკურთხა მოსკოვის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (სკიტმა თორმეტი წელი იარსება – 1924 წელს იგი ბოლშევიკებმა დახურეს). 1916 წელს დედა თამარი დიდი სქიმით შეიმოსა და ამიერიდან სქიიღუმენიად იწოდებოდა. ამ დროიდანვე ეწოდა მას რუსიფიცირებული სახელი ფამარი.
1931 წელს დედა თამარი დააპატიმრეს, ბრალდებად წაუყენეს საქართველოში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. გასამართლების შემდეგ 60 წლის სქიიღუმენიას ხუთი წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. კოტე მარჯანიშვილი ყველა ღონეს ხმარობდა დის გასათავისუფლებლად. მან კრემლის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ერთერთი „თავაზიანი“ უარის მიღების შემდეგ, 1933 წლის 4 აპრილის ღამეს, კოტე მარჯანიშვილი მანქანაში გულის შეტევით გარდაიცვალა. კოტეს მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა შეუძლებელი შეძლეს და 1934 წელს დედა თამარი გადასახლებიდან დააბრუნეს, მაგრამ საქართველოში ცხოვრების უფლება ხელისუფლებამ მას არ მისცა. ტუბერკულიოზით დაავადებული თამარი ბელორუსიის რკინიგზის სადგურ პიონერსკაიასთან დასახლდა.
დედა თამარი გარდაიცვალა 1936 წელს. წესი აუგო სერპუხოვის მთავარეპისკოპოსმა მეუფე არსენიმ (ჟადანოვსკი). დაკრძალეს მოსკოვში, ვედენოს მთაზე, ტაძრად მიყვანების სამყოფელში. მის საფლავზე არის წარწერა: „რომელი მრწმენა, ცხონდესვე უკუნისამდე“.
-
სქიიღუმენია ფამარი ერში თამარ მარჯანიშვილი -
არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მოსე ზაქარიას ძე
- გვარი
- არღუთინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1797 - 1855
-
მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი–დოლგორუკოვი (1797–1855). რუსეთის მეფის ერთგული გენერალი, ქართველ თავადთაგანი. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, საიდანაც 19 წლისა, ...
ციციშვილი მარიამ გიორგის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ გიორგის ას.
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1850
-
მარიამ დედოფალი (1768 – 1850). საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი XII - ის მეორე მეუღლე. გიორგი ციციშვილის ქალი. გიორგი ბატონიშვილმა იქორწინა მასზე 1782 წელს. გიორგისა და მარიამის ვაჟები: ...
- ფოტო
-
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1899-1974
-
იოსებ (იოსია) ესტატეს ძე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი) (1899-1974) - მსახიობი, რეჟისორი. 1926 წელს გადაიღეს ფილმში „მე-9 ტალღა“ ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში „მაქსიმ ...
- ფოტო
-
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-გრუზინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- Irakli, son of Alexander Bagrationi
-
ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - ...
- ფოტო
-
ირაკლი გრუზინსკი
ლორთქიფანიძე ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი იოსების ძე
- გვარი
- ლორთქიფანიძე
-
ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე ლორთქიფანიძე, მაიორი. ეკატერინე ჭავჭავაძის მდივანი, შემდეგ - სამეგრელოს სამთავრო მამულების მოურავი. კორნელი ბოროზდინი მას უწოდებს "დედოფლის ტალეირანს".
ორბელიანი ზაალ დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაალ დიმიტრის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ზაალ დიმიტრის ძე ორბელიანი (1738–1808). ასპინძის ომის მონაწილე. 1770 წ. ერეკლე II-მ გაგზავნა ის ეკატერინე მეორესთან. მას უნდა ეუწყებინა დედოფლისათვის ასპინძასთან ომში გამარჯვება, გადაეცა ზოგი ...
ორბელიანი მანანა მირმანოზის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მანანა მირმანოზის ას.
- გვარი
- ქსნის-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- მანანა ორბელიანი
-
მანანა ორბელიანი (მანანა მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული) დაბადებულია 1808 წელს. მამა მანანასი იყო პოდპოლკოვნიკი ქსნის ერისთავი მირმანოზ, დედა – დავით აბაშიშვილის ქალი თამარ (გარდაიცვალა 1809 ...
- ფოტო
-
მანანა ორბელიანი მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული
ვაჩნაძე ადამ
- სახელი, მამის სახელი:
- ადამ
- გვარი
- ვაჩნაძე
-
ადამ ვაჩნაძე (ბებუროს შტო) - ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს თავრიზს 1799 წელს. 1801-1804 წლებში საქართვველოს გარეთაა.
29.06.1804 ყაზახის აღალარ ნაგი-ბეგთან ერთად თავს დაესხა ბორჩალოს მემამულე ...
დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ დავითის ძე
- გვარი
- დიასამიძე
-
ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა. ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში ...
- ფოტო
-
ნიკო დიასამიძე
ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ლაზარეს ძე
- გვარი
- ოქრომჭედლიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ილია სერებრიაკოვი
-
ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...
ტარსაიძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ტარსაიძე
-
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (1855-1917) - იურისტი, თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე).
დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი იოანე გრიგოლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გრიგოლის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- ბონ-ვივან; "ცარ-ივან"
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1826 - 1880
-
იოანე გრიგოლის ძე ბაგრატიონი (ბაგრატიონ-გრუზინსკი). გრიგოლ ბატონიშვილის (იოანე ბატონიშვილის შვილის) შვილი.
სწავლა დაამთავრა პაჟთა კორპუსში 1847წ. გრაფ. პ.ა. შუვალოვთან და ტიმაშევთან ერთად. ...
- ფოტო
-
იოანე გრუზინსკი. ბონ-ვივან,