მოსე ზაქარიას ძე არღუთაშვილი

0.000
დეტალურად

მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი (არღუთაშვილი, არღუთინსკი-დოლგორუკოვი) (1797-1855) – გენერალ-ადიუტანტი, თვალსაჩინო ფიგურა ე.წ.კავკასიის ომებში, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა;

 გურიის 1841 წლის აჯანყების ჩამქრობი. მ. არღუთინსკიმ რუსული იარაღის დიდებას შესწირა მთელი თავისი სამხედრო ნიჭი, ენერგია და შესაძლებლობები იმდენად, რომ არასდროს უზრუნია კერძო ცხოვრების მოწყობაზე, არც ოჯახს მოჰკიდებია და უშვილძიროდ გადაეგდო.

 მოსე არღუთინსკი გარდაიცვალა თბილისში, დამბლისგან. დაკრძალულია სანაიანის მონასტერში, საგვარეულო აკლდამაში. ვრცელი ბიოგრაფია მოსე არღუთაშვილის.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007