ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე
- ირაკლი ალექსანდრეს ძე
- ბაგრატიონ-გრუზინსკი
- Irakli, son of Alexander Bagrationi
-
ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - მარიამ სააკის ას. აღამალოვასთან.
7 წლის ირაკლი ბატონიშვილი დედასთან ერთად გაგზავნეს პეტერბურგში, სადაც იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა - ჯერ ცარსკოე-სელოს სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სამხედრო სასწავლებელში გადაიყვანეს პეტერბურგში, მაგრამ ირაკლიმ რუსეთში სწავლა (საერთოდ იქ ყოფნა) არ ისურვა და დატოვა სასწავლებელი.
1840-იან წლებში იგი თბილისშია და მიხეილ ვორონცოვის ყურადღებითაა გარემოსილი. 1860-იანი წწ. დასასრულს ირაკლი ბატონიშვილი სამკურნალოდ გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც დაუახლოვდა იმპერატორ ნაპოლეონ III-ს. საფრანგეთშივე (პარიზში) გაიცნო ალ. ჭავჭავაძის შვილიშვილი თამარ დავითის ას. ჭავჭავაძე (1852-1933) და იქვე დაქორწინდა მასზე.
ირაკლი ბატონიშვილი ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას: მისი ინიციატივით მთაწმინდასა და ავლაბარში ორი ქართული სკოლა გაიხსნა (1860-იანი წწ.), მას ეკუთვნოდა თბილისის გოგირდოვანი აბანოების ნაწილი, რომლის შემოსავალსაც ძირითადად საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა.
იგი გარეგნულად ძლიერ გავდა თავის სასიქადულო პაპას ერეკლე II-ს და ეროვნული ღირსებაც გამახვილებული ქონდა - დემონსტრაციულად ატარებდა ჩოხა-ახალუხს, ერთხელ ბორჯომის პარკში, "დიდად ამაყად თავაწეულ" დიდ მთავარს ნიკოლოზ მიხეილის ძეს (რომანოვს) ზედაც არ შეხედა და ეს ამბავი მაშინვე გახმაურდა საზოგადოებაში.
ირაკლი ბაგრატიონ-გრუზინსკის დაკრძალვა გრანდიოზულ სამგლოვიარო მსვლელობაში გადაიზარდა (გამოასვენეს სიონის ტაძრიდან და დაკრძალეს სვეტიცხოველში).
გარდაიცვალა 55 წლის, დარჩა ორი შვილი. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროს თბილისში და საერთოდ საქართველოში ბატონიშვილები გარდა ერეკლესი არავინ ცხოვრობდა.
წიგნიდან "საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი" თბ. 2007
- ქართლ - კახეთის სამეფო სახლი
-
ირაკლი გრუზინსკი -
ტარსაიძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ტარსაიძე
-
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (1855-1917) - იურისტი, თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე).
დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის ...
ფურცელაძე დავით სოლომონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით სოლომონის ძე
- გვარი
- ფურცელაძე
-
დავით (დათიკო) სოლომონის ძე ფურცელაძე (1854 - მიახლ. 1920) - ხალხოსანი, იურისტი, დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. იგი თავის დასმენის ქაღალდებში ნახსენები ჰყავს იაგორ იოსელიანს. დ. ფურცელაძეს ...
ჭავჭავაძე პავლე ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პავლე ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
-
პავლე ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე. 1899 პეტერბურგი - 1974 Wellfleet, მასაჩუსეტის შტატი. სახელოვანი გენერლის ზაქარია ჭავჭავაძის და ბებიის (მარიამ დავითის ას. ჭავჭავაძე) მხრიდან კი პოეტ ალექსანდრე ...
- ფოტო
-
ნინა რომანოვა და პავლე ჭავჭავაძე
ბაგრატიონი რევაზ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- რევაზ ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- რომან ივანეს ძე ბაგრატიონი
-
რევაზ (რომან) ივანეს ძე ბაგრატიონი - გენერალ-ლეინტენანტი. პეტრე ბაგრატიონის (ბოროდინოს გმირის ძმა). 1832 წელს ცხოვრობდა თბილისში არწრუნის სახლში (ეს ის სახლის სადაც წინათ ქართული თეატრი იყო, ეხლა კი ...
- ფოტო
-
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი
კალატოზიშვილი დავით
- სახელი, მამის სახელი:
- დავით
- გვარი
- კალატოზიშვილი
-
დავით კალატოზიშვილი - 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმში 1813 წელს. 1818 წლის 11 აპრილის დადგენილებით ეპატია დანაშაული და მიეცა ნება სამშობლოში დაბრუნების.
აბაშიძე გიორგი
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი
- გვარი
- აბაშიძე
-
აბაშიძე გიორგი. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის ...
მამაცაშვილი-ჯავახიშვილი მარიამ იოსების ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ იოსების ას.
- გვარი
- მამაცაშვილი
-
მარიამ იოსების ას. მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა - იოსებ მამაცაშვილის შვილი, თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ჯავახიშვილის მეუღლე. იოსებ მამაცაშვილის წრის წევრებმა სოფელ ხოვლეში კერძო ქართული სკოლა ...
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1899-1974
-
იოსებ (იოსია) ესტატეს ძე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი) (1899-1974) - მსახიობი, რეჟისორი. 1926 წელს გადაიღეს ფილმში „მე-9 ტალღა“ ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში „მაქსიმ ...
- ფოტო
-
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ბატონიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1830
-
იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. დაიბადა 1768 წლის 16 მაისს. 1768 წლის 13 დეკემბრის სიგელში ის უკვე იხსენიება.
1787 წ. 1 ივლისს ჯვარი დაიწერეს იოანემ და ქეთევანმა, იოანე ...
- ფოტო
-
იოანე ბატონიშვილი
მაჩაბელი ლუარსაბ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლუარსაბ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ლუარსაბ გიორგის ძე მაჩაბელი - იულონ ბატონიშვილის მომხრე. 1801 წლის 1 თებერვალს კნორინგი მოახსენებს იმპერატორს, რომ იულონი იცნეს მეფედო და ჩამოთვლის 16 კაცს, რომელთაც იულონის ერთგულებაზე დაიფიცეს. ამ ...