მაჭავარიანი მიხეილ სერგოს ძე
- მიხეილ სერგოს ძე
- მაჭავარიანი
- 1888 -
-
მიხეილ სერგოს ძე მაჭავარიანი - ქართველი სამხედრო მფრინავი. 1910 წელს დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი პეტერბურგში. პოდპრაპორშჩიკის ჩინით დაიწყო სამსახური 39-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1913 წელს პირადი მოთხოვნის საფუძველზე გადავიდა ყარსის ციხესიმაგრის საავიაციო ნაწილში დამკვირვებლის თანამდებობაზე. ამავე წლის ნოემბერში სწავლა განაგრძო გატჩინის საფრენოსნო სკოლაში. 1914 წელს დაიწყო ფრენის პრაქტიკის მიღება გატჩინის აეროდრომზე. დაამთავრა სკოლა სამხედრო მფრინავის ჩინით. მსახურობდა ქალაქ ლიდის (ვილნოს გუბერნია) საავიაციო ნაწილში. 1915 წლის აგვისტოდან მსახურობდა გენერალი რენნენკამფის დაქვემდებარებაში მყოფ საავიაციო ნაწილში.
1916 წლის იანვარში გაგზავნეს კავკასიის ფრონტზე. 1916 წლის ზაფხულიდან იყო კავკასიის ფრონტის მე-2 საავიაციო რაზმის მეთაური. პირადად ჰყავდა ჩამოგდებული ორი თურქული სამხედრო-სადაზვერვო აეროპლანი (თვითმფრინავი).
1929 წლიდან ჯანმრთელობის გამო თავი დაანება სამხედრო ავიაციას. დაენიშნა პერსონალური პენსია. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ქართულ მთავრობაში.
- აზნაური (წარმოშვების მხარე უცნობია)
-
ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ შანშეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი
-
სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, ...
ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-მუხრანელი
-
კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...
- ფოტო
-
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
კლდიაშვილი სიმონ გრიგოლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ გრიგოლის ძე
- გვარი
- კლდიაშვილი
-
სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი (1865-1920) - თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შენობის ხუროთმოძღვარი.
დიმიტრი ყიფიანის ...
ლორის-მელიქიშვილი მიხეილ ტარიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ტარიელის ძე
- გვარი
- ლორის-მელიქიშვილი
-
მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი) (1825 - 1888) - გენერალ-ადიუტანტი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1880-1881 წლებში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ჟანდარმერიის ფაქტობრივი ...
გურიელი-წერეთელი პელაგია ქაიხოსროს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- პელაგია ქაიხოსროს ას.
- გვარი
- გურიელი
-
პელაგია ქაიხოსროს ას. გურიელი-წერეთლისა (? - 1883) - ფრეილინა, გიორგი V გურიელის შვილიშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთლის მეუღლე. მწიგნობრული ინტერესების მქონე მანდილოსანი. მას მზითვში მოჰყოლია ...
მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- მელიქიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1856 - 1909
-
დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი (1856-1909) კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან ...
- ფოტო
-
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი
ორბელიანი დიმიტრი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ივანეს ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
დაიბადა გენერალი ივანე მამუკას ძე ორბელიანის და მარიამ დიმიტრის ას. სვიატოპოლკ-მირსკის (მარიამის ძმა - პეტრე სვიატოპოლკ-მირსკი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 1905 წლის რევოლუციის დროს) ოჯახში. ...
- ფოტო
-
დიმიტრის მეუღლე გრაფინია ვერა კლეინმიხელი
მაჩაბელი ლუარსაბ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლუარსაბ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ლუარსაბ გიორგის ძე მაჩაბელი - იულონ ბატონიშვილის მომხრე. 1801 წლის 1 თებერვალს კნორინგი მოახსენებს იმპერატორს, რომ იულონი იცნეს მეფედო და ჩამოთვლის 16 კაცს, რომელთაც იულონის ერთგულებაზე დაიფიცეს. ამ ...
მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სპირიდონ სიმონის ძე
- გვარი
- მაჭავარიანი
-
სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი (1807 - 1892). გენერალ-მაიორი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ქონდა გორის სასულიერო სასწავლებელი. ვარინკა წერეთლის მამა.
ვარინკა წერეთელი ...
მეტრეველი სლავა
- სახელი, მამის სახელი:
- სლავა კალისტრატეს ძე
- გვარი
- მეტრეველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1936-1998
-
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. ...
- ფოტო
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ
პოლტორაცკი ივანე ეგნატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე ეგნატეს ძე
- გვარი
- პოლტორაცკი
-
ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი (პოლტარაცკი) (1836-1892) - უკრაინული წარმოშვების ქართველი საზოგადო მოღვაწე (დედით ზედგინიძე). "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი; დამთავრებული ჰქონდა თბილისის ...