პოლტორაცკი ივანე ეგნატეს ძე
- ივანე ეგნატეს ძე
- პოლტორაცკი
-
ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი (პოლტარაცკი) (1836-1892) - უკრაინული წარმოშვების ქართველი საზოგადო მოღვაწე (დედით ზედგინიძე). "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი; დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. მსახურობდა თბილისშივე: მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ბოლოს კი - ნოტარიუსად. მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის "საქართველოს მოამბის" დაარსებაში. საერთოდ, გიმნაზიიდანვე ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ილიასთან, რომელმაც ი. პოლტორაცკის და ილია წინამძღვრიშვილს უძღვნა "აჩრდილი". ილია იყო ნათლია ი. პოლტორაცკის ვაჟის - ილიასი.
ივანე პოლტორაცკის რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!", "ოთარაანთ ქვრივი", "გლახის ნაამბობი", შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".
ივანე პოლტორაცკი გარდაიცვალა 1892 წლის 11 სექტემბერს, დაკრძალულია სოფელ ოქროყანაში.
ი. პოლტორაცკის ქალიშვილი ნინო (1869-1931) იყო მეუღლე ექვთიმე თაყაიშვილისა. ნინო პოლტორაცკაია გარდაიცვალა ლევილში (საფრანგეთი), იქვე იყო დაკრძალული, 1987 წელს კი მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007
- აზნაური - (წარმოშვებით უკრაინიდან)
-
ვაჩნაძე ადამ
- სახელი, მამის სახელი:
- ადამ
- გვარი
- ვაჩნაძე
-
ადამ ვაჩნაძე (ბებუროს შტო) - ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს თავრიზს 1799 წელს. 1801-1804 წლებში საქართვველოს გარეთაა.
29.06.1804 ყაზახის აღალარ ნაგი-ბეგთან ერთად თავს დაესხა ბორჩალოს მემამულე ...
წერეთელი გრიგოლ ზურაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ზურაბის ძე
- გვარი
- წერეთელი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1787 - 1843
-
გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი (1787 – 1843). იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის (გარდაიცვალა 1823 წ.) და თამარ დადიანის ასულის (გარდაიცვალა 1823 წ.) უფროსი შვილი.
ზურაბ ...
ჩოლოყაშვილი მიხეილ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ივანეს ძე
- გვარი
- ჩოლოყაშვილი
-
მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი (1802 - 1847) - 1833 წელს თუშეთის პრისტავია, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ზისერმანის სიტყვით, მ. ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ ...
დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ დავითის ძე
- გვარი
- დიასამიძე
-
ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა. ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში ...
- ფოტო
-
ნიკო დიასამიძე
სავარსამიძე ლეონტი იაკობის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლეონტი იაკობის ძე
- გვარი
- სავარსამიძე
-
ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (1778-1838) - გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში.
1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 ...
ჭილაშვილი ბორის გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბორის (ბაბანა, ბეჟან) გაბრიელის ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ბორის ჭილაევი; ბორის ჩილაევი
-
ბორის (ბაბანა) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1798-1850). კავკასიის ომების მონაწილე, 1839 წელს თბილისის პოლიცმაისტერი. გარდაცვალებისას იყო ჭარ-ბელაქანის სამხედრო ოლქის და ლეკეთის საკორდონო ხაზის ...
აბაშიძე გიორგი
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი
- გვარი
- აბაშიძე
-
აბაშიძე გიორგი. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის ...
ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პავლე დიმიტრის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- პავლე ციციანოვი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1754 - 1806
-
პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი (1754 - 1806). მთავარმართებელი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი. პაპა ამისი პაპუნა ზაზას ძე ციციშვილი რუსეთში გადაჰყვა ვახტანგ მეექვსეს, აქ მას შეეძინა შვილი დიმიტრი (პირველი ...
- ფოტო
-
პავლე ციციანოვი
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე პლატონის ძე
- გვარი
- მიქელაძე
-
ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე (15.10.1867 - 1928). ჟანდარმერიის გენერალი ვარშავაში. გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. ...
- ფოტო
-
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
ყიფიანი ივანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გიორგის ძე
- გვარი
- ყიფიანი
-
ივანე (ქოჩო, ქოჩუ) გიორგის ძე ყიფიანი (? - 1814) (დიმიტრი ყიფიანის მამა) - ერთხანს სოლომონ I-ის შვილიშვილის და 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის (აკაკი წერეთლის ბაბუის ბაბუის) ...