50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

დავით ზაქარიას ძე
მელიქიშვილი
1856 - 1909

დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი (1856-1909) კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან ივანეს-ძე მელიქიშვილის ძმისშვილი.

 დავით მელიქიშვილს  იურიდიული განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული, იყო განათლებული, კარგი ორატორი, სასიამოვნო მოსაუბრე და პატრიოტიც.

 დავითი და ილია ჭავჭავაძე ცოლებით ნათესავები იყვნენ (ილიას მეუღლე ოლღა გურამიშვილი, დავითის მეუღლის რუსუდან სტაროსელსკის დეიდა იყო), მიუხედავად ამისა ერთმანეთს უპირისპიდებოდნენ რუსეთის საკითხებში. დავითს გულწრფელად სჯეროდა, რომ თუ რუსეთს ერთგულებას დავუმტკიცებდით, ხელმწიფე იმპერატორი ბევრ რასმეს საქართველოსთვის კეთილი ნებით გამოიმეტებდა.

 დავით მელიქიშვილს დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ 1901 წელს საქართველოს რუსეთთან შეერთების ზეიმზე საქართველო რუსეთისგან მიიღებდა წყალობას:  დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას, სასამართლოში ნაფიცმსჯულთა შემოღებას და ბევრ სხვა სიკეთეს, მაგრამ  იმედი  გაცრუვდა რამაც ის ძალიან აღაშფოთა. მან ჟურნალისტებს განუცხადა რომ, დროა რუსეთის ხელმწიფეს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავისი ნებით დარიალის კარები გაუღო რუსეთს და ამრიგად საშუალება მისცა მას - ახლო აღმოსავლეთში ფეხი მოეკიდნა. ამასთან საქართველოს სამაგიეროდ არაფერი მიუღია. იმედი გაუცრუვდა და დღეს გადაგვარების გზას ადგია. ამ განცხადებას მაშინ  დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა ჰქნდა.

 1903 წელს კავკასიის მეფისნაცვალ გრიგოლ გოლიცინთან უთანხმოების  გამო, დავით მელიქიშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის თანანმდებობიდან გადადგა.

 დავით მელიქიშვილის მეუღლე: რუსუდან დიმიტრის-ასულ სტაროსელსკი (1870-1958) იყო  ამიერკავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის გენერალ დიმიტრი სატაროსელსკის ქალიშვილი, დედა ეკატერინე გურამიშვილი იყო ოლღა გურამიშვილის და.

 ქალიშვილი ეკატერინე (ინა) მელიქიშვილი-მაკინსკისა (1903-1990) იყო ალექსანდრე (შურა) მაკინსკის (1900-1988) მეუღლე. ალქსანდრე მაკინსკი იყო წარმოშობით ირანის ხანის შთამომავალი. მისი წინაპრები რუსეთის იმპერიის სამსახურში იყვნენ.  ალექსანდრე მაკინსკის დედა პოლონელი იყო.  საქართველოს გასაბჭოების მერე ემიგრაციაში წავიდნენ, ცხოვრობდნენ პარიზში. ალექსანდრე მაკინსკი კოკა-კოლას ექსპორტის წარმომადგენელი იყო ევროპაში. ის ამერიკის მოქალაქეც იყო და ამერიკის სადაზვერვო სამსახურში მსახურობდა. მეგობრობდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან.

 60-იან წლებში მოსკოვში და ლენინგრადში რამდენჯერმე ჩამოვიდა. თბილისში მეუღლის ნათესავების მოსანახულებლად ჩამოდიოდა. ალექსანდრე მაკინსკი, საბჭოთა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს და როგორც ამერიკის დაზვერვის აგენტს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა აეკრძალა. საბჭოთა პრესაში მისი სადაზვევრვო საქმიანობის მამხილებელი მასალები დაიბეჭდა სათაურით „იმპერიალიზმის ფარული ომი“.

 ეკატერინე (ინა) მელიქიშვილი დედასთან და მეუღლე ალექსანდრე (შურა)-მაკინსკისთან ერთად  დასაფლავებულები არიან პარიზში სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე. 

 ირაკლი კალანდია

თავადი
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი



ჩერქეზიშვილი ფირან

სახელი, მამის სახელი:
ფირან
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ჩერქეზიშვილი

ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...


დადიანი ნიკოლოზ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკო გიორგის ძე
გვარი
დადიანი
სხვა სახელი, გვარი
დიდი ნიკო

ნიკოლოზ (ნიკო) გიორგის ძე დადიანი (დაახლ. 1780 - 1834) - ისტორიკოსი, მწერალი, მსაჯული, დიპლომატი, თანამედროვეთა და შთამომავალთაგან "დიდ ნიკოდ" წოდებული.

 1804 წლიდან - სამეგრელოს უმაღლესი ...


აბაშიძე გიორგი

სახელი, მამის სახელი:
გიორგი
გვარი
აბაშიძე

აბაშიძე გიორგი. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის ...


ჭილაშვილი იაგორ (გიორგი) გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი გაბრიელის ძე
გვარი
ჭილაშვილი

იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790 - 1838) - სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820-1830 იან წლების საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. ...


ჯაყელი გიორგი დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი დავითის ძე
გვარი
ჯაყელი
სხვა სახელი, გვარი
Georgian Nobleman Giorgi, son of David Jakeli
დაბ.-გარდ. თარიღები
5.01.1869 - ?

დავით გიორგის ძე ჯაყელი - ჟანდარმერიის პოდპოლკოვნიკი 1915 წელს. მსახურობდა სამარის გუბერნიაში. მართლმადიდებელი. ყავდა მეუღლე და 4 შვილი.


ჭავჭავაძე ალექსანდრე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ზაქარიას ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1870 - 1930

ალექსანდრე ზაქარიას-ძე ჭავჭავაძე დაიბადა, 4 ივლისს 1870 წელს წინანდალში. 

 1896 წელს ალექსანდრე დაქორწინდა იმპერატრიცის ფრეილინაზე, მისი უმაღლესობის მეფის კარის  შტაბმეისტერის ...

ფოტო
მარია როდზიენკო-ჭავჭავაძე
მარია როდზიენკო-ჭავჭავაძე

ტარსაიძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
გვარი
ტარსაიძე

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (1855-1917) - იურისტი, თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე).

 დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის ...


ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ვლადიმერის ძე
გვარი
ადლერბერგი

ალექსანდრე ვლადიმერის ძე ადლერბერგი (1818-1888) - ნიკო დადიან-მინგრელსკის სიმამრი. იმპერატორ ალექსანდრე II-ის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი. თითქმის ყველა მოგზაურობისას თან ახლდა რუსეთის მონარქს. იყო ...


ჭავჭავაძე ელისაბედ ზაქარიას ას.

სახელი, მამის სახელი:
ელისაბედ ზაქარიას ას.
გვარი
ჭავჭავაძე
სხვა სახელი, გვარი
ელისაბედ ლასკარი
დაბ.-გარდ. თარიღები
1874 - 1912

ელისაბედ ჭავჭავაძე, დაიბადა წინანდალში 1874 წ. მამა-გენერალ-ადიუდანტი ზაქარია გულბაათის-ძე ჭავჭავაძე, დედა-რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (კაკო) დავითის-ას. ...

ფოტო
ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი
ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ვახტანგის ძე
გვარი
ორბელიანი

ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-28.12.1869) "პუპლია" - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ერეკლე II-ის შვილიშვილი (თეკლა ბატონიშვილის უფროსი ვაჟი), 1832 წლის ...


მაჩაბელი ლუარსაბ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ლუარსაბ გიორგის ძე
გვარი
მაჩაბელი

ლუარსაბ გიორგის ძე მაჩაბელი - იულონ ბატონიშვილის მომხრე. 1801 წლის 1 თებერვალს კნორინგი მოახსენებს იმპერატორს, რომ იულონი იცნეს მეფედო და ჩამოთვლის 16 კაცს, რომელთაც იულონის ერთგულებაზე დაიფიცეს. ამ ...


ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე დავითის ძე
გვარი
ჩხეიძე
დაბ.-გარდ. თარიღები
5.07.1873 - 1941

ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე - იუნკერთა სკოლის მეთაური. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფ. კუტნიკი (?!). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1920 წელს დაინიშნა იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელად და მიენიჭა ბრიგადის ...


ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად