50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

თავადი წერეთლები.

წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ატარებს წერეთლის ქედის სახელწოდებას, ხოლო იმავე რაიონში, მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში, მდებარეობენ სოფლები დიდი წერეთი და პატარა წერეთი. მხოლოდ XIV საუკუნიდან არის საგულისხმო საგვარეულობის იმერეთში დამკვიდრება.

 წერეთლების სამფლობელოს „საწერეთლო“ ეწოდებოდა. „საწერეთლო“, როგორც წერეთლების მიწა–წყლის აღმნიშვნელი ტერმინი, წყაროებში პირველად გვხვდება XVI ს. მეორე ნახევარში. ამავე პერიოდში არის საგულისხმო ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება.

 უფრო ადრე ჩნდებიან ისტორიის სარბიელზე წერეთელთა გვარის წარმომადგენლები. მათგან ყველაზე ადრინდელი პირი დავით წერეთელია, რომელსაც ვხვდებით 1432 წელს, უფრო ჩანან წერეთლები XVI საუკუნის მიწურულს. აღნიშნულ პერიოდში, სვიმონ ქართლის მეფის იმერეთში ლაშქრობის დროს, ისინი აქტიურად მოქმედებენ და, აბაშიძეებთან და ჩხეიძეებთან ერთად, სვიმონს ემხრობიან როსტომ იმერთა მეფისა და მის შემწე დადიანთან ბრძოლაში. ამიერიდან წერეთელთა საგვარეულოს როლი იმერეთის სამეფო პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო იზრდება.

 XVII საუკუნის მეორე ნახევარში წერეთელთა გვარის წევრები, როგორც აღინიშნა მრავლად ჩანან ისტორიის ასპარეზზე და იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ. ალექსანდრე III–ის 1651 წლის ფიცის წიგნს, მაგალითად ამ საგვარეულოს სამი წარმომადგენელი აწერს ხელს.

 განდიდებული თავადების – აბაშიძეებისა და რაჭის ერისთავების საპირისპიროდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადრევე შეუწყო ხელი წერეთელთა წამოწევას. უკანასკნელიც ამ ძლიერი მეზობლებისაგან მომძლავრების საფრთხემ ცენტრალური ხელისუფლებას გაუერთგულა, ამიტომ რომ იმერთა მეფეები ყმა–მამულთა წყალობას არ აკლებდნენ წერეთლებს.

 1752 წელს იმერეთში, სოლომონ I დროს, წერეთლების საგვარეულო „უწარჩინებულეს და შემძლებელ გვარად“ ითვლებოდა.

 დიდ წარმატებას მიაღწიეს წერეთლებმა სოლომონ II–ის დროს, ყმა–მამულის გარდა მათ რამდენიმე ახალი დიდი თანამდებობა მიიღეს: ბოქაულთუხუცესობა, მეღვინეთუხუცესობა, დედოფლის სახლთუხუცესობა.

 სოლომონ II–ის დროს წერეთლების ხელშია აგრეთვე ჩხერის, ვარციხის და რაჭის სამოურავოები. ამ დროსვე მიიღეს უთუოდ წერეთლებმა მდივანბეგობაც. ამ საგვარეულოს წვერსვე ეჭირა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლებაც, „ქუთათელ–კათალიკოსის“ მაქსიმე აბაშიძის ქართლს გადასვლის შემდეგ, 1781 წელს ქუთათელ ეპისკოპოსის კათედრა დოსითეოზ წერეთელმა მიიღო.

 წერეთელთა აზნაურები იყვნენ: აბდუშელიშვილები, ციმაკურიძეები, ესტატეშვილები, დავითაშვილები, გომართელები, კურცხალიები, იაშვილები, გამყრელიძეები, აბაშიძეები, ქავთარაძეები, მაჭავარიანები, ვაშაძეები, ხატელიშვილები, ცქიტიშვილები, გოდაბრელიძეები, ფალავანდიშვილები, გივიშვილები, გოცირიძეები, ჯოხთაბერიძეები, ოქრომჭედლშვილები, უზნაძეები, ორჯონიკიძეები, ერთი კომლი ბარათაშვილი თამაზ ითხვისს (სხვა იმერელი ბარათაშვილები სამეფო აზნაურები იყვნენ), ჯაფარიძეები, აბულაძეები, ბერიშვილები, მამაცაშვილები, წერეთლები.

ლევან ბერაია

სტუმრად წერეთლებთან საჩხერეშისტუმრად ელისაბედ წერეთელთან

 ნიკოლოზ წერეთელიღვდელი და შემდგომ რუსეთის დუმის დეპუტატი ნიკოლოზ წერეთელი

ბარონ დე ბაი საჩხერეში, სტუმრად თავად წერეთლებთანბარონი დე ბაი სტუმრად საჩხერეში თავ. გიორგი დავითს ძე წერეთლის ოჯახში




მაჭავარიანი

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო ...


გაბაშვილი

აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. აზნაური გაბაშვილი მოხსენიებულია 1635 წლის ერთ–ერთ საბუთში როსტომ მეფის დროს. (მე-18 საუკუნის ბოლოს გაბაშვილებმა იმერეთში მიიღეს თავადის წოდება).

 გაბაშვილების საგვარეულოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ საქართველოს პოლიტიკურ და ლიტერატურულ ...


გვარამაძე

ფეოდალური საგვარეულო მესხეთში, აზნაურები. ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ვაჩე გვარამაძე. რომელიც XIII საუკუნეში კათალიკოს მიქაელის მსახურთუხუცესი იყო. „ვისმინეთ აჯა თქუენი და მოგეცით სამამულოდ შენ ვაჩე გვარამაძესა, ჩუენსა მსახურთუხუცესსა, კათოლიკე ეკლესიასა სამსახუროდ სოფელი ორმაშენი ...


ქოჩაკიძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სამეგრელოს თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილი მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ...


ვეზირიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.

 დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული ...


ჯაფარიძეების გვარის ისტორია

ჯაფარიძე ერთ-ერთი უძველესი და წარჩინებული გვარია საქართველოში. გვარის ფუძეა ჯაფარ რაც სხვადასხვაგბარად განიმარტება. ჯაფარა-ქართული სიტყვაა და ჩხიკვის სინონიმია. ჯაფარ ძველ არაბულ ენაზე ნაკადულს ნიშნავს თურმე (არაბისტი გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით). ჯაფარ-საკუთარი სახელია კაცისა, გავრცელებული ახლო ...


გეგიძე

აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში დაჭერილი ...


ჟურული

ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა ...


ჩინჩალაძე

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ. ...


აბაზაძე

აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული ტბელი აბაზა.

 XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ...


მაჭუტაძე

გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში.

 მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს ...


გეგეჭკორი

აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.

 დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით დადიანის ძმა, გრიგოლ ...