ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე
- ავალიშვილი
- ზურაბ ავალოვი
- 1875-1944
-
ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875 სოფ. ჩუმლაყი - 21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1918 წ-დან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ზ. ავალიშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ი. ჭავჭავაძის თანამოაზრის - დავით ავალიშვილის ოჯახში დაიბადა. დედა - ოლღა ედუარდის ასული, კავკასიაში ცნობილი ექიმის, წარმოშობით შვედი ედუარდ ჰოლმბლატის ქალიშვილი იყო. ოჯახურმა ტრადიციებმა, სკანდინავიურ-გერმანულმა გენებმა და საქართველოში, ქართულ გარემოში აღზრდამ იმთავითვე განაპირობა ზ. ავალიშვილის საზოგადოებრივი პროფილი - ქვეყნის ბედ-იღბლისადმი რეალისტური, წმინდა ევროპული, დინჯი მიდგომა. თბილისის პირველი ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1895 ზ. ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც 1900 პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. მისმა სადიპლომო ნაშრომმა „Присоединение Грузии к России“ (1901) ოქროს მედალი დაიმსახურა. ნაშრომი პეტერბურგში 1906 მეორედ გამოიცა. პროფ. ნ. მ. კორკუნოვმა ზ. ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში, სახელმწიფო სამართლის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვა. საჭირო საარქივო მასალების გასაცნობად, ზ.ავალიშვილი პარიზში მიავლინეს. 1903 წ-ის მაისში მან მონაწილეობა მიიღო პარიზში დაარსებულ გაზეთ „საქართველოს“ მუშაობაში. 1903 პეტერბურგში დაბრუნდა და როგორც უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, სახელმწიფო სამართალში ლექციების კითხვას შეუდგა. ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.
1917 წ-ის თებერვლის რევოლუციას ზ. ავალიშვილი პეტერბურგში შეხვდა. დროებითი მთავრობის არსებობის პირველივე დღეებში ზ. ავალიშვილმა რამდენიმე ეროვნული საქმის მოგვარებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე, ი. ჯავახიშვილთან ერთად, მას რუსეთის სინოდის ობერპროკურორთან საათნახევრიანი პაექრობა ჰქონდა. მეორეც, პეტერბურგის კინოთეატრ „ელიტში“ იგი ქართველთა ეროვნული კომიტეტის მიერ მოწვეულ კრებას თავმჯდომარეობდა, სადაც ი. ჯავახიშვილმა თბილისში უნივერსიტეტის გახსნაზე მოხსენება წაიკითხა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქართველოში დაბრუნებისას (1918) პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობამ, ხოლო შემდეგ ემიგრაციაში მოხვედრამ (1921) ზ. ავალიშვილს საშუალება არ მისცა, თბილისში ახლად გახსნილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი გამხდარიყო, თუმცა მიწვევა ი. ჯავახიშვილისგან მას იმთავითვე ჰქონდა მიღებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ცოტა ხნით ადრე, 1918, ზ. ავალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. იგი საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. მან ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ შულენბურგი უწევდა), რომელიც 1918 წ-ის 22 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულ საბჭოს გადმოუგზავნა. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ ეს ტექსტი იმავე წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომამ დაამტკიცა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ზ. ავალიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში კონსულტანტად მიიწვია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე ზ. ავალიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი იყო. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობის განმტკიცებაში. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ ცნო საქართველო-ოსმალეთის 1918 წ-ის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება, რის გამოც საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წ-ის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“. 1918 წ-ის გაზაფხულიდან, ზ. ავალიშვილი, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, დიპლომატიური მისიით გერმანიაში იმყოფებოდა. მისი მეუღლე - მაია ფოგტი - გამოჩენილი ქართველოლოგის, ოსლოს უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჰანს ფოგტის ახლო ნათესავი იყო. 1919 ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, პარიზის კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ზ. ავალიშვილი პოლიტიკური ემიგრანტი გახდა. იგი საფრანგეთში (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944) მოღვაწეობდა. ემიგრაციის წლებში ზ. ავალიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. პოლიტიკურ ასპარეზზე იგი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან თანამშრომლობდა. 1941 მისი მონაწილეობით მიუნხენში „ქართული სამოკავშირეო შტაბი“ დაფუძნდა, რომლის მიზანი საბჭოთა იმპერიის ბატონობისგან საქართველოს გათავისუფლება იყო. აქტიურად მონაწილეობდა „ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის“ შექმნასა და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ (1942) დაარსებაში. ზ. ავალიშვილი მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი იყო და პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძესთან ერთად მუშაობდა. ზ. ავალიშვილი ქალაქ შვანდორფში (ბავარია) გარდაიცვალა. 1994 მისი ნეშტი გერმანიიდან თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.
ლელა სარალიძე
-
ზურაბ ავალიშვილი -
ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ გაბრიელის ძე
- გვარი
- ყარალაშვილი
-
სოლომონ გაბრიელის (გიგლოს, გიორგის) ძე ყარალაშვილი (1870-1924) - დამთავრებული ქონდა ჩუგუევსკის იუნკერთა სასწავლებელი. 1900-1901 წლებში მონაწილეობდა ლაშქრობაში ჩინეთის ...
სავანელი გიორგი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ივანეს ძე
- გვარი
- სავანელი
- სხვა სახელი, გვარი
- გიორგი ივანეს ძე ბაქრაძე
-
სავანელი (ბაქრაძე) გიორგი ივანეს ძე. მოზდოკიდან გადმოსახლებული დუშეთს. თავისი ნამდვილი გვარი შეინარჩუნა, არ დაუკარგავს დავით ხმალაძესავით, რომლის გვარი მის ჩამომავლებს „მოზდოკელად“ გადაუკეთდათ. ...
ბაგრატიონი რევაზ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- რევაზ ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- რომან ივანეს ძე ბაგრატიონი
-
რევაზ (რომან) ივანეს ძე ბაგრატიონი - გენერალ-ლეინტენანტი. პეტრე ბაგრატიონის (ბოროდინოს გმირის ძმა). 1832 წელს ცხოვრობდა თბილისში არწრუნის სახლში (ეს ის სახლის სადაც წინათ ქართული თეატრი იყო, ეხლა კი ...
- ფოტო
-
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი
ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გაბრიელ ბაბანას ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
-
გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და ...
ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
-
ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო».
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. ...
დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ დავითის ძე
- გვარი
- დიასამიძე
-
ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა. ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში ...
- ფოტო
-
ნიკო დიასამიძე
ორბელიანი დიმიტრი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ივანეს ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
დაიბადა გენერალი ივანე მამუკას ძე ორბელიანის და მარიამ დიმიტრის ას. სვიატოპოლკ-მირსკის (მარიამის ძმა - პეტრე სვიატოპოლკ-მირსკი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 1905 წლის რევოლუციის დროს) ოჯახში. ...
- ფოტო
-
დიმიტრის მეუღლე გრაფინია ვერა კლეინმიხელი
პოლტორაცკი ივანე ეგნატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე ეგნატეს ძე
- გვარი
- პოლტორაცკი
-
ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი (პოლტარაცკი) (1836-1892) - უკრაინული წარმოშვების ქართველი საზოგადო მოღვაწე (დედით ზედგინიძე). "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი; დამთავრებული ჰქონდა თბილისის ...
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1840 - 1901
-
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე) (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო ...
ნაკაშიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ნაკაშიძე
-
ძმა გენერალი ივანე ალექსანდრეს ძე ნაკაშიძის. გუბერნატორი მიხეილ ნაკაშიძე, მსხვერპლი დაშნაკცუთუნის პარტიის წარმომადგენლების ტერორისტული აქტის.
- ფოტო
-
ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე
მეტრეველი სლავა
- სახელი, მამის სახელი:
- სლავა კალისტრატეს ძე
- გვარი
- მეტრეველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1936-1998
-
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. ...
- ფოტო
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ
მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ვასილ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (1845 - 1918) იურისტი, ნაფიცი ვექილი. ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა; დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში, დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ...
- ფოტო
-
შვილი - ილია მაჩაბელი