ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- ჭავჭავაძე
-
ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო».
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. მსახურობდა დიდი თავადის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (რომანოვის) სახ. ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში (შემდეგ კი ტახტის მემკვიდრის 16-ე პოლკი, 9.08.1888 წ.); პორუჩიკი (25.03.1892 წ.), შტაბს-როტმისტრი (15.03.1898 წ.), როტმისტრი (16.06.1904 წ.), პოდპოლკოვნიკი (26.02. 1912 წ.); იყო წმინდა სტანისლავის (14.07.1902 წ.) და წმ. ანას (11.04.1907 წ.) მესამე ხარისხის ორდენების კავალერი. შემდგომში გახდა პოლკოვნიკი და ზემოთ დასახელებული პოლკის უფროსი.
ცხოვრობდა თბილისში. პირველი მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში (1914 წ.), მიღებული აქვს ბევრი საბრძოლო ჯილდო, მათ შორის წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენი. გახდა გენერალ-მაიორი. გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან, დაკრძალულია ყვარელში. დაქორწინებული იყო ეკატერინე, თავად მიხეილ ციციშვილის ასულზე (1876-?).
იური ჩიქოვანი - თავადი ჭავჭავაძეები
- თავადი (კახეთი)
-
ანდრონიკაშვილი ზაალ ზურაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაალ ზურაბის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
-
ზაალ ზურაბის ძე ანდრონოკაშვილი (ზედმეტსახელად - კუზიანი), მარტყოფის მოურავი. იხსენიება „კალმასობაში“ (ზ. ჭიჭინაძის გამოც. გვ.107– 108) „იოანე: 120 ომში დასწრებიხართ თითქმის და ას მტერზე მეტი ...
ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე
- გვარი
- ბალანჩივაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1862 - 1937
-
მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე (24.XII.1862, სოფ. ბანოჯა - 21.XI.1937, ქუთაისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მომღერალი, ლირიკული ბარიტონი, დირიჟორი, ...
- ფოტო
-
კომპოზიტორი ბალანჩივაძე მელიტონ
შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი იოსების ძე
- გვარი
- შალიკაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 16.02.1896 - 8.03.1978
-
დიმიტრი იოსების ძე შალიკაშვილი - ოკუპაციის შემდეგ წავიდა თურქეთში, მსახურობდა თურქულ არმიაში. შემდეგ გადავიდა პოლონეთში. პოლონეთის არმიის მრჩეველი. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ფაშისტების მიერ, ...
- ფოტო
-
დიმიტრი შალიკაშვილი
ჭავჭავაძე პავლე ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პავლე ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
-
პავლე ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე. 1899 პეტერბურგი - 1974 Wellfleet, მასაჩუსეტის შტატი. სახელოვანი გენერლის ზაქარია ჭავჭავაძის და ბებიის (მარიამ დავითის ას. ჭავჭავაძე) მხრიდან კი პოეტ ალექსანდრე ...
- ფოტო
-
ნინა რომანოვა და პავლე ჭავჭავაძე
თუმანიშვილი ისააკ შიოშის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ისააკ შიოშის ძე
- გვარი
- თუმანიშვილი
-
ისააკ შიოშის ძე თუმანიშვილი (1804 - ?). გენერალ-ლეინტენატი, საზოგადო მოღვაწე. მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაში, იყო წევრი "რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული ...
სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია შიოს ძე
- გვარი
- სიდამონ-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია
-
სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...
მაღალაშვილი ლევან ლუარსაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლევან ლუარსაბის ძე
- გვარი
- მაღალაშვილი
-
ლევან ლუარსაბის ძე მაღალაშვილი (1879-1926) - გენერალ-ლეიტენანტი. სწავლობდა ნიკოლაევსკის კავალეროსანთა სკოლაში, შემდეგ პაჟთა კორპუსი. ხორუნჟი თერგის კაზაკთა რაზმის, მონაწილეობდა 1900-1901 წწ. ...
- ფოტო
-
გენერალი ლევან მაღალოვი (მაღალაშვილი)
ჩერქეზიშვილი ფირან
- სახელი, მამის სახელი:
- ფირან
- მამის სახელი
- უცნობია
- გვარი
- ჩერქეზიშვილი
-
ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...
ამილახვარი ივანე გივის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გივის ძე
- გვარი
- ამილახვარი
-
ივანე გივის ძე ამილახვარი (1829-1905). სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი და გენერალ-ადიუტანტი, არაერთი ბრძოლის ...
- ფოტო
-
ამილახვარი ბრძოლის დროს, აჭარის შემოერთება
კალატოზიშვილი დავით
- სახელი, მამის სახელი:
- დავით
- გვარი
- კალატოზიშვილი
-
დავით კალატოზიშვილი - 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმში 1813 წელს. 1818 წლის 11 აპრილის დადგენილებით ეპატია დანაშაული და მიეცა ნება სამშობლოში დაბრუნების.
ავალიშვილი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ავალიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1875 - 1937
-
კავალერისტი, ცხენოსანი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე ავალიშვილი დაიბადა 1875 წელს. 1909 წლიდან იყო V ალექსანდრიელ შავ გუსართა პოლკის ობერ-ოფიცერი.
კონსტანტინე ავალიშვილმა 1912 წელს ლივერპულში ...
- ფოტო
-
ფოტოზე კონსტანტინე ავალიშვილი
ბაგრატიონ-გრუზინსკაია გაიანე გიორგის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- გაიანე გიორგის ას.
- გვარი
- ბაგრატიონი
-
გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის და მისი I მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასული. ეპიტაფიის მიხედვით გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს 35 წლისა. მაშასადამე დაბადებულა 1785 წელს. ეს კი სწორი არ ...