ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე
- გულბაათ ივანეს ძე
- ჭავჭავაძე
- 1796 - 1863
-
ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ხორბალი, უვლიდა ვაზს. მიღებული შემოსავლით, მან კარგი განათლება მისცა თავის უმცროსს ძმებს და შვილებს. მის ოჯახიდან შვიდი გენერალი გამოვიდა.
მისი ძმები იასონი და სპირიდონი, შვილები ზაქარია და არჩილი, ძმის შვილი მიხეილი მართალია რუსეთის იმპერიის გენერლის მუნდირს ატარებდნენ, მაგრამ დიდია მათი ღვაწლი რუსეთ-ირანის და რუსეთ-თურქეთის ომებში, საქართველოსთვის საუკუნეების წინ დაკარგული მიწების დაბრუნებაში.
მისი შვილიშვილი გენერალი ალექსანდრე ზაქარიას-ძე ჭავჭავაძე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა, 1930 წელს დახვრიტეს კონტრრვოლუციური მოღვაწეობისთვის.
გულბაათის ძმის შვილიშვილი სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე მენშევიკური
მთავრობის დროს - გენერალი; 1924 წელს ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულთა მთავარსარდალი იყო და აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს მიუსაჯეს 25 წელი. 1954 წლის ამნისტიცია არ შეეხო, შემდგომი მისი ბედი უცნობია.
ასე, რომ დიდია გულბაათის ძმების, შვილების და მათი შთამომავლების წვლილი, საქართველოსთვის საუკუნეების წინ დაკარგული მიწების დაბრუნებაში და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
გულბაათის ოჯახს თავისი საზოგადოებრივი და ეკონომიური მდგომარეობით, თვალსაჩინო ადგილი ეკავა იმდროინდელ საქართველოში. მისი ოჯახის სტუმრები იყვნენე საქართველოში ჩამოსული სახელმწიფო, თუ საზოგადო მოღვაწეები.
რუსეთის იმპერატორის მემკვიდრის ალესანდრეს თბილისში სტომრობისას საგანგებოდ მოიწვიეს თბილისში ნადიმზე და დასვეს თამადად. ნადიმის დამთავრების შემდეგ უფლისწული ალესანდრე გადაეხვია გულბაათს და პეტერბურგში დაპატიჟა. ის მართლაც ეწვია ახალ გამეფებულ ალექსანდრე II-ს პეტერბურგში. იმპერატორმა ის დიდი პატივით მიიღო.
ლერმონტოვი მის შესახებ წერდა თავის მეგობარს, რავენსკის: „მე საქართველოში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი, მათ შორის გამოვყოფ იასონ, სპირიდონ ჭავჭავაძეებს და მათ უფროს ძმას სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ გულბაათს“.
ალექსანდრე დიუმა კავკასიაში მოგზაურობის დროს შეხვდა მას, რაც აღნიშნა კიდევაც თავის წიგნში „კავკასია“.
გულბაათის შესახებ სტატია დაიბეჭდა პეტერბურგში გამომავალ ყოველ კვირეულ გაზეთში „Нива“ სათაურით „Князь Гульбатъ Чавчавадзе“. სტატიის ავტორი კორნელი ბოროზდინი, რომელმაც კახეთის სამხარეო უფროსად მუშაობის პერიოში გაიცნო გულბაათი დაწვრილებით აღწერს მის პიროვნებას და შინაგან ბუნებას:
„ის ერთერთი უკანასკნელი, ტიპიური წარმომადგენელი იყო უკვე წასული თაობის, რომლებიც იყვნენე არა მარტო სიტყვის არამედ საქმის ერთგულნი. მათი ერთი ნაწილი რუსეთის არმიის წინა ხაზზე საუკუნეების დროს დაკარგული ტეროტორიების დაბრუნებისთვის იბრძოდა, მეორე ნაწილი თავის მამულებში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რათა თავიანთი ძმები ფრონტის ხაზზე აღეჭურვათ. ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა გულბაათი. მისმა დაუშრეტელმა ენერგიამ, მახვილგონივრულმა, საღმა აზროვნებამ, რომელიც არ იყო იუმორს მოკლებული, ამ თვისებების ერთობლიობამ გამოუმუშავა მას, განსაკუთრებით გულწრფელი და დამოუკიდებელი ხასიათი.“
„შრომით საქმიანობას, რომ მორჩებოდა უკვე ასაკში შესული ძლიერ მინდობილი თავის ძალებში რომელიც ახალგაზრდობიდან მოსდევდა, ჩვევად ჰქონდა სიხარული სიამოვნებაში ეძებნა. ლტოლვა ქეიფთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავთვალოთ ლოთობად, ნადიმი საჭირო იყო მისი დაუშრეტელი ენერგიის დასაკმაყოფილებლად, ურომლისოდაც იგი ვერ ჰპოვებდა სიმშვიდეს“. ასე ახასიათებდა ბოროზდინი გულბაათს.
გულბაათ ჭავჭავაძე 1863 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.დაასაფლავეს წინანდლის ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოზე.
ირაკლი კალანდია - თავადი
-
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის -
ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე
- გვარი
- ავალიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ზურაბ ავალოვი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1875-1944
-
ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875 სოფ. ჩუმლაყი - 21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ...
- ფოტო
-
ზურაბ ავალიშვილი
ციციშვილი დავით ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ესტატეს ძე
- გვარი
- ციციშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ფანასკერტელ - ციციშვილი
-
დავით ესტატეს ძე ციციშვილი (დავით ფანასკერტელ-ციციშვილი) - ერეკლე II-ის ასულის მარიამის და დავით ციციშვილის შვილიშვილი. ავტორი თხზულებისა "შემოკლებული მოთხრობა ქცევათა და ჩვეულებათათვის ქართუელთა ...
ბაგრატიონი ალექსანდრე ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
-
ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1851-1895). იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ძმის ბაგრატის შთამომავალი. ალექსანდრე ბაგრატიონი გარდაცვალებამდე 12 წელიწადი იყო შორაპნის მაზრის მარშალი, ჰქონდა ...
- ფოტო
-
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1899-1974
-
იოსებ (იოსია) ესტატეს ძე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი) (1899-1974) - მსახიობი, რეჟისორი. 1926 წელს გადაიღეს ფილმში „მე-9 ტალღა“ ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში „მაქსიმ ...
- ფოტო
-
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია შიოს ძე
- გვარი
- სიდამონ-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია
-
სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...
ბაგრატიონ-დავითაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
-
გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი (1861-1929) - გორის მაზრის (1890-იანი წწ.) და თბილისის გუბერნიის (1900-1910 იანი წწ.) თავადაზნაურობის წინამძღოლი ("მარშალი").
გიორგი ...
ჯორჯაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ჯორჯაძე
მეტრეველი სლავა
- სახელი, მამის სახელი:
- სლავა კალისტრატეს ძე
- გვარი
- მეტრეველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1936-1998
-
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. ...
- ფოტო
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ
ამილახვარი მალხაზ თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მალხაზ თეიმურაზის ძე
- გვარი
- ამილახვარი
-
მალხაზ თეიმურაზის (ვლადიმერის) ძე ამილახვარი (20.07.1940 – 20.01.1992) – „რესპუბლიკის სპორტულმა საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა, 52 წლისა გარდაიცვალა ჩინებული სპეციალისტი მალხაზ ამილახვარი, ...
- ფოტო
-
თეიმურაზ (ზაზა) ამილახვარი
ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსი ბესარიონის ძე
- გვარი
- ჭიჭინაძე
-
ალექსანდრე ბესარიონის ძე ჭიჭინაძე (1851-1917) - პედაგოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი; მიღებული ჰქონდა იურდიული განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ქუთაისში, ...
ვაჩნაძე ასლან ლუარსაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ასლან ლუარსაბის ძე
- გვარი
- ვაჩნაძე
-
ასლან ლუარსაბის ძე ვაჩნაძე (? - 1814) ონანო ვაჩნაძის შტოდან. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. კახთა მეფის მდივანი. 1802 წლის ივლისში აწერს ხელს კელმეჩურის მუჯალამას.
კახეთის აჯანყებაში ...