50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ამილახვარი
ბაზორკა
1906 - 1942

დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (1906 - 1942) საფრანგეთის არმიის ოფიცერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოდპოლკოვნიკი, ფრანგული წინააღმდეგობის გმირი. დაიბადა სოფ. ბაზორკინოში (ჩერმენი, ჩრდ. ოსეთი). დაბადების ადგილის მიხედვით „ბაზორკა“ შეარქვეს. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1921) ამილახვრების ოჯახი თურქეთში გადასახლდა, ხოლო 1922 წელს საფრანგეთში გადავიდა და პარიზში დასახლდა. 1924­ - 1926 წლებში სწავლობდა სენ­სირის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს, ფრანგულ საექსპედიციო კორპუსთან ერთად, რომელიც ნორვეგიის კამპანიაში მონაწილეობდა, სხვადასხვა ადგილას იბრძოდა – ეკვატორული აფრიკიდან დაწყებული ჩრდილო პოლარული წრით დამთავრებული. 1942 წელს მიიღო უმაღლესი სამხედრო ჯილდო – ნორვეგიის სამხედრო ჯვარი. ნავრიკთან ბრძოლის შემდეგ ევაკუირებული იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც შეუერთდა მოძრაობას „მებრძოლი საფრანგეთი“.  ამილახვარი მონაწილეობდა ერიტრეის კამპანიაში, ქ. მასაუის აღებაში (1941); სირიის კამპანიაში, ქ. დამასკის აღებაში; ბირ­ჰაკეიმის ბრძოლაში (1942). დაიღუპა ელ­ალამაინის ბრძოლაში. „ჩვენ, უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს ერთგულება – სიცოცხლე შევწიროთ მას“ – ეს სიტყვები დიმიტრი ამილახვარმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე წარმოთქვა. დიმიტრი ამილახვარი ეგვიპტეში, ელ-ალამეინის სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული. სიკვდილის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა დე გოლმა მას საპატიო ლეგიონის კავალრის უმაღლესი წოდება მიანიჭა. 1956 წელს დიმიტრი ამილახვარის სახელი მიანიჭეს სენ­სირის სამხედრო სასწავლებლის 143­-ე გამოშვებას.

ბება დადიანი

 

ელ-ალამეინის სამხედრო სასაფლაო ეგვიპტეში, ჯვარი დიმიტრი ამილახვარის საფლავზე

ელ-ალამეინის სამხედრო სასაფლაო ეგვიპტეში, ჯვარი დიმიტრი ამილახვარის საფლავზე

ელ-ალამეინის სასაფლაო

დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი
დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი



ნათალიშვილი გორჯასპი გივის ძე

სახელი, მამის სახელი:
გორჯასპ გივის ძე
გვარი
ნათალიშვილი

გორჯასპი გივის ძე ნათალიშვილი - ფარეშთუხუცესი გივი ნათალიშვილის ვაჟი. 1803 წელს ულუმბოს მთაზეა მისული მალხაზ ანდრონიკოვთან ერთად, აქედან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების სახელით სოლომონ ამირეჯიბს ...


ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ილია ლაზარეს ძე
გვარი
ოქრომჭედლიშვილი
სხვა სახელი, გვარი
ილია სერებრიაკოვი

ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...


ლორთქიფანიძე ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე

სახელი, მამის სახელი:
ირაკლი იოსების ძე
გვარი
ლორთქიფანიძე

ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე ლორთქიფანიძე, მაიორი. ეკატერინე ჭავჭავაძის მდივანი, შემდეგ - სამეგრელოს სამთავრო მამულების მოურავი. კორნელი ბოროზდინი მას უწოდებს "დედოფლის ტალეირანს".


მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე პლატონის ძე
გვარი
მიქელაძე

ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე (15.10.1867 - 1928). ჟანდარმერიის გენერალი ვარშავაში. გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. ...

ფოტო
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე

ციციშვილი გიორგი უთრუთის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი უთრუთის ძე
გვარი
ციციშვილი

გიორგი უთრუთის ძე ციციშვილი - კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს ვორონეჟს 1813 წლის თებერვალში. ვორონეჟში ჩასვლამდე გ. ციციშვილი გზაში გარდაიცვალა. 

 გიორგის მამა უთრუთი ...


ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ვახტანგის ძე
გვარი
ორბელიანი

ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-28.12.1869) "პუპლია" - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ერეკლე II-ის შვილიშვილი (თეკლა ბატონიშვილის უფროსი ვაჟი), 1832 წლის ...


ყარანგოზიშვილი კონსტანტინე ადამის ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ადამის ძე
გვარი
ყარანგოზიშვილი

კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი (დუშეთი 18.02.1852 - 25.07.1907 პიატიგორსკი). გენერალ-მაიორი. 1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ...


ჭავჭავაძე ზაქარია გულბაათის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია გულბაათის ძე
გვარი
ჭავჭავაძე

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მხედართმთავართა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს. დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში ...

ფოტო
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე მალხაზის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი
სხვა სახელი, გვარი
ივანე მალხაზიჩად წოდებული

ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1798-1868) (სოლომონ II-ის დისშვილი) - კავალერიის გენერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასჯელიც ასცდა.

 ივანეს მამა - ...

ფოტო
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული

სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია შიოს ძე
გვარი
სიდამონ-ერისთავი
სხვა სახელი, გვარი
სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია

სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...


დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ დავითის ძე
გვარი
დიასამიძე

ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა.  ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში ...

ფოტო
ნიკო დიასამიძე
ნიკო დიასამიძე

წერეთელი გრიგოლ ზურაბის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ ზურაბის ძე
გვარი
წერეთელი
დაბ.-გარდ. თარიღები
1787 - 1843

გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი (1787 – 1843). იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის (გარდაიცვალა 1823 წ.) და თამარ დადიანის ასულის (გარდაიცვალა 1823 წ.) უფროსი შვილი.

 ზურაბ ...


ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად