ამილახვრები

თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. საამილახოროს წარმოშობის საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

 არსებობს ტრადიციული შეხედულება, თითქოს იოთამ ზედგენიძემ გიორგი ალექსანდრე ძე 1465 წელს გადაარჩინა სიკვდილს და ამიერიდან გიორგიმ ამილახორად გახადა ზედგენიძენი და სამოხელეო სარგოდ მისცა მამული ქართლში. ზედგენიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით ნათქვამია: „ხოლო რომელთა ამათ გვართა წარჩინებულობის გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგის მეფობისას წელსა ქრისტეს აქეთ 1465 წელს და იწოდებოდნენ ზედგინიძეთ და შემდგომად ოდეს იორამ ზედგინიძემ განარიდა მეფის ალექსანდრეს ძე გიორგი მეფე ბაგრატიონი ორგულთა კაცთა ხელთა სიკვდილისაგან და თვით ზედგინიძე იორამ  მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისა გუარად ამილახორობა და უფროსსა ძესა მისცა სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და ციხე გორის ჯუარი და სხუანი ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახორო ადგილებად.

 ამილახორის სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV ს. დამდეგს. გვარის აღზევება XV ს. პირველი ნახევრიდან დაიწყო. XV–XVI სს. სათავადოს მფლობელნი ზედგინიძე–ამილახვრებად იწოდებოდნენ. XVII ს–დან კი ამილახვრებად. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. სათავადოს უფროსი – ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ–ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრიშვილებად იწოდებოდნენ და საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივად ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავიც იყო. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავაც ბოქაულთუხუცესის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები.

 ამილახვრების ფეოდალური სახლი დაყოფილი იყო შემდეგ სახლებად: რევაზის-შვილები, ქაიხოსროს-შვილები, ბეჟანის-შვილები, გივის-შვილები, ერასტის-შვილები. [სამწუხაროდ ზოგს გონია რომ ყველა რევაზიშვილი ან ბეჟანიშვილი ამილახვარია რაც ასე არაა].

 ამილახვრების აზნაურები არიან: თექთურმანიძეები, მურაჩაშვილები, კაპანაძეები, მახატელები, იაღლუზიშვილები, ტარსაიჭაშვილები, გოჩიაშვილები, ქარუმიძეები, ჩერქეზიშვილები, უთნელიშვილები, ფურცელაძეები, ზარდალიშვილეი და სხვები.

 ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ:

 ამირინდო ავთანდილის ძე, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ძმასთან ერთად მონაწილეობდა რეაქციონერი თავადების მიერ ერეკლე II–ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა (მოაჭრეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი). 1771 წ. პატიმრობიდან გაიპარა და რუსეთს გადაიხვეწა. დაუკავშირდა ქართლის ამირინდო ავთანდილის ძე და ტახტისათვის ბრძოლაში შემწყეობა აღუთქვა. 1783 წელს რუსეთის მთავრობამ ერეკლე II–ის თხოვნით ალექსანდრე შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801წ. ამნისტიით განთავისუფლდა და საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ გზად ასტრახანში გარდაიცვალა. რუსეთში ყოფნისას დაწერა „გეორგიანული ისტორია“.

 ამილახვარი ამირინდო ავთანდილის ძე, ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. 1775 წლიდან იყო ამილახორი. მხარს უჭერდა თეიმურაზის და ერეკლე II–ის ქართლში გამეფებას. რამდენჯერმე დაკარგა ამილახორობა, მაგრამ საბოლოოდ დაიბრუნა იგი 1765 წლის შემდეგ. იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.

 ამილახვარი ანდუყაფარ ფარემუზის ძე, ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი. თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი, XVII ს. პირველი მეოთხედის ქართლში. ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ, ამოწყვიტა დაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია–მონასტრები. დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა ამოწყვიტეს მისი ოჯახი.

 ამილახვარი ბარძიმ თაყას ძე, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. მეორე ნახევარში, საამილახვროს უფროსი, პროთურქული დასის მეთაური, იბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I–ის წინააღმდეგ და  მხარს უჭერდა მის პოლიტიკურ მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II–ს. სიმონ I–ის ირანში ტყვეობისას ავიწროებდა მის ოჯახს. ბარძიმის დახმარებით დაიკავეს თურქებმა გორის ციხე და ზემო ქართლის სხვა ციხეები. სიმონის დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ჩამოართვეს ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოსცილდა.

 ამილახვარი გივი ანდუყაფარის ძე. ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახოროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი, პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალოებს (1723–35) თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 წ. ოსმალებს ხელი ააღებინა სიონის მეჩეთად გადაკეთების შესახებ.

 1727 წ. მეფე იესეს გარდაცვალეის შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე ერთეულად (სანჯაყებად) დაყვეს. გივი ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ოსმალების ექსპედიციაში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა. თამაზ–ყული–ხანის (შემდგომში ნადირ0შაჰი) მოსვლის შემდეგ 1734 წელს გივი ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეოა მიიღო თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ–შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა, ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები. მალე ისინი ტყვეობიდან გამოიქცნენ. 1736 წ. ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს გივი და ბრძოლას შანშე ერისთავი განაგრძობდა.

 1737 წ. ნადირ–შაჰმა გივი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თვაი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველებისათვის. ამიტომ ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს.

 1741 წ. შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ–შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში, მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ–შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ და 1742 წ. იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელთა უღლის წინააღმდეგ. ამილახვარი დამარცხდა და 1745 წ. იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II–ს, დამარცხებული ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს, აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ–ყული–ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა. 1747 წ. ნადირ–შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა „ურჩი“  თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 000 კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. 1749 წ. ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები. შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა საქართველოსაკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არა ერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში. დიდი ფინანსური და მორალური დახმარება გაუწია თეიმურაზ II–ესა და ერეკლე II–ს.

ქ.ს.ე. ტ. I. გვ. 450. ლევან ბერაია

 



კარგარეთელი

აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების  აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.

 იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...


ვეზირიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.

 დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული ...


საგინაშვილი

„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...


ბაზლიძე

ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ...


ბარათაშვილი

ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...


ხერხეულიძე

ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...


ენიკოლოფაშვილი

ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.

 სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ ...


წერეთელი

თავადი წერეთლები.

წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ...


ასათიანი

აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.

 ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ისინი ...


ალექსიშვილი

აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის საერისთავოს აზნაურები. საამილახოროს აზნაურები. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები იყვნენ ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები.

 ალექსიშწვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის სახელზე ...


ჯოლია

ჯოლია - სამეგრელოს აზნაურული გვარი. XVII საუკუნეში 1652 წელს ცაიშის ეპისკოპოსად იყო დავით II ჯოლია. “ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა ქართლს და ნათელ იღო, იმას მოუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ...


მხეიძეთა სათავადო

მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის სამეფოში. იოანე ბატონიშვილი ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ მხეიძეთა შესახებ ამბობს: „ფხეიძე არიან ძირით სალიპარიტიანნი, ნათესავნი ორბელიანი ლიპარიტისო“, იოანე ცდება, რა თქმა უნდა, როცა ლიპარიტს ორბელიანად თვლის. ...