ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე
- ალექსანდრე ვახტანგის ძე
- ორბელიანი
-
ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-28.12.1869) "პუპლია" - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ერეკლე II-ის შვილიშვილი (თეკლა ბატონიშვილის უფროსი ვაჟი), 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. საგამომძიებო კომისიამ იგი მოაქცია "დამნაშავეთა" მეორე კატეგორიაში, რისთვისაც მიესაჯა გადასახლება ორენბურგის გუბერნიაში, საიდანაც 1838 წელს "კავკასიის ხაზზე" გადმოიყვანეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 1840 წელს - "დარიალის ხიდს ქვემოთ თერგის პირზე ჩაველ... იქ დავიჩოქე, ერთს ქვას მოვეხვიე და იმას კოცნით მოვლოკავდი, რომელსაცა მიხაროდა და ღმერთს მადლობას შევწირავდი: კიდევ ვნახე ჩემი მშობელი მამულის სამძღვრის პირიო" - წერდა ამის თაობაზე ალექსანდრე ორბელიანი.
საქართველოში დაბრუნებულმა ალექსანდრე ორბელიანმა არ ინდომა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, ერთხანს საზოგადოებრივ-კულტურულ სარბიელსაც გარიდებული იყო. მისი როგორც საზოგადო მოღვაწის, სახელი ძირითადად დაკავშირებულია ივანე კერესელიძის "ცისკართან", რომლის დაარსებასა და გამოცემაში იგი არსებითი ხასიათის მონაწილეობას ღებულობდა. აქვე აქვეყნებდა ლექსებს, დრამატულ ნაწარმოებებს, საისტორიო თხზულებებს, რეზენციებს, ნაშრომებს ქართული სასაუბრო და სალიტერატურო ენის შესახებ, მემუარებს.
რუსეთთან მიმართებაში ალ. ორბელიანს თავისი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თვითშეგნება ასე აქვს ჩამოყალიბებული: "მე რუსები საქართველოში არ მიყვარან, მინდა აქედან ისე გადაიკარგონ, რომ საქართველოს სუნიც იმათ ვეღარ მიედინოს და რუსეთში კი ბედნიერები იყვნენ".
თანამედროვენი ალექსანდრე ორბელიანს "პუპლიას" ეძახდნენ. ეს მეტსახელი მას გადაუკეთეს თბილისის კეთილშობილთა სასავლებლის დირექტორის თ. ბუკრინსკის ერთი ფრაზისგან, რომლითაც მას პატარა ალექსანდრესთვის მიუმართავს: "შენ ხარ პატარა რომაული პუბლი".
ალ. ორბელიანი გარდაიცვალა 1869 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისის სიონის ტაძარში. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლეც - ეკატერინე (კატინა) ბარათაშვილი.
საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბ. 2007
- თავადი (ქართლი)
-
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მალხაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ივანე მალხაზიჩად წოდებული
-
ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1798-1868) (სოლომონ II-ის დისშვილი) - კავალერიის გენერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასჯელიც ასცდა.
ივანეს მამა - ...
- ფოტო
-
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული
ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე
- გვარი
- ბალანჩივაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1862 - 1937
-
მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე (24.XII.1862, სოფ. ბანოჯა - 21.XI.1937, ქუთაისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მომღერალი, ლირიკული ბარიტონი, დირიჟორი, ...
- ფოტო
-
კომპოზიტორი ბალანჩივაძე მელიტონ
ჭავჭავაძე იასონ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იასონ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1804-1857
-
XIX ს. პირველი ნახევრის გამოჩენილ ქართველ გენერალთა შორის ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია იასონ ივანეს-ძე ჭავჭავაძეს. იგი დაიბადა 1804 წელს წინანდალში.
იასონი იყო რუსეთ-ირანის 1826-1827 და ...
ციციშვილი მარიამ გიორგის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ გიორგის ას.
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1850
-
მარიამ დედოფალი (1768 – 1850). საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი XII - ის მეორე მეუღლე. გიორგი ციციშვილის ქალი. გიორგი ბატონიშვილმა იქორწინა მასზე 1782 წელს. გიორგისა და მარიამის ვაჟები: ...
- ფოტო
-
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ
არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მოსე ზაქარიას ძე
- გვარი
- არღუთაშვილი
-
მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი (არღუთაშვილი, არღუთინსკი-დოლგორუკოვი) (1797-1855) - გენერალ-ადიუტანტი, თვალსაჩინო ფიგურა ე.წ.კავკასიის ომებში, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა;
გურიის ...
ორბელიანი გუქა დიმიტრის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- გულქან დიმიტრის ას.
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- გუქა ორბელიანი; გუქა ნათალიშვილი
-
გუქა დიმიტრის ასული ნათალიშვილი. დიმიტრი ორბელიანის ასული და აზნ. გორჯასპი ნათალიშვილის - ფარეშთუხუცესის გივი ნათალიშვლის ვაჟის - მეუღლე (პუპლიას მამიდა).
ალექსანდრე ჭავჭავაძე უჩვენებს: როცა ...
საგინაშვილი დიმიტრი
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი
- გვარი
- საგინაშვილი
-
საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო ...
წერეთელი გრიგოლ ზურაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ზურაბის ძე
- გვარი
- წერეთელი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1787 - 1843
-
გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი (1787 – 1843). იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის (გარდაიცვალა 1823 წ.) და თამარ დადიანის ასულის (გარდაიცვალა 1823 წ.) უფროსი შვილი.
ზურაბ ...
წერეთელი ნესტორ დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნესტორ დიმიტრის ძე
- გვარი
- წერეთელი
-
ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი (? - 1883). ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი (მარშალი) 1861-1867 და 1877-1883 წლებში. გენერალ-მაიორი და იმპერატორის ფლიგელ ადიუტანტი. ე.წ. კავკასიის ომების ...
- ფოტო
-
ნესტორ წერეთელი
ჩოლოყაშვილი მიხეილ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ივანეს ძე
- გვარი
- ჩოლოყაშვილი
-
მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი (1802 - 1847) - 1833 წელს თუშეთის პრისტავია, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ზისერმანის სიტყვით, მ. ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ ...
ფურცელაძე დავით სოლომონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით სოლომონის ძე
- გვარი
- ფურცელაძე
-
დავით (დათიკო) სოლომონის ძე ფურცელაძე (1854 - მიახლ. 1920) - ხალხოსანი, იურისტი, დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. იგი თავის დასმენის ქაღალდებში ნახსენები ჰყავს იაგორ იოსელიანს. დ. ფურცელაძეს ...