წერეთელი გრიგოლ ზურაბის ძე
- გრიგოლ ზურაბის ძე
- წერეთელი
- 1787 - 1843
-
გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი (1787 – 1843). იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის (გარდაიცვალა 1823 წ.) და თამარ დადიანის ასულის (გარდაიცვალა 1823 წ.) უფროსი შვილი.
ზურაბ წერეთლს გრიგოლს გარდა ექვსი შვილი ჰყავდა: სვიმონ, დავით (მიტროპოლიტი,) მართა (ლევან დადიანის მეუღლე), მაკრინა (დავით თარხან მოურავის მეუღლე), ქეთევან გიორგი XII - ის შვილის იოანე ბატონიშვილის მეუღლე) და პუპი (დიმიტრი შერვაშიძის მეუღლე).
გრიგოლი გაზრდილი იყო ზაქარია არქიმანდრიტისა და ანტონ კათალიკოსისა. ამათი მოგროვილი ძველი ხელნაწერები და ქართული წიგნები გრიგოლმა შეიძინა, ზოგი კი თავისი ორი დის – ქეთევანისა და მართას – და მამიდის სიმონ გურიელის მეუღლე მარინა ქაიხოსროს ასულის შემწეობით ხელში ჩაიგდო.
როდესაც ივანე აბაშიძე ახალციხეს გადავარდა, გრიგოლმა დაინარჩუნა მისი ნაქონი წიგნებიც. ამავე დროს თვითონაც უყვარდა ხელნაწერების გადაწერა. ამრიგად შეიქმნა მან მდიდარი ბიბლიოთეკა (ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებში შესულია გრიგოლის ნაქონი მრავალი ხელნაწერი, რომელთაგან ბევრი გრიგოლის დაკვეთით არის ნათარგმნი და გადაწერილი).
1821 წ. გრიგოლს პოდპოლკოვნიკობა მისცეს, 1838 წ. – პოლკოვნიკობა. ქუთაისის მუზეუმში დაცული ხელნაწერი გვამცნობს: „ 1843 წელს მიიცვალა ახალქალაქს პოლკოვნიკ–კავალერი გრიგოლ წერეთელი დეკემბრის 20 – ს“.
გრ. წერეთელს ჰყავდა სამი ვაჟი: 1. ალექსანდრე, რომელსაც ცოლად ჰყავდა ეკატერინე ერისთავი – ივანე ფილოსოფოსის ასული, გარდაიცვალა 1872 წ. დასაფლავებულია იკორთაში – ცოლის მამულში. 2. დიმიტრი; ამისი ვაჟი იყო ნესტორი, შემდეგში გენერალი. 3. სამსონი, „იშვა 1812 წ. 10 დეკემბერს“ დაიჭრა ოსმალებთან ბრძოლაში ქობულეთთან 1829 წ. აპრილში და ჭრილობისაგან გარდაიცვალა.
გრიგოლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიბლიოთეკა მემკვიდრეობით დარჩა მის უფროს ვაჟს ალექსანდრეს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონების (მათ შორის წიგნების) მემკვიდრე შეიქნა მისი ძმისწული გენერალი ნესტორ წერეთელი.
ნესტორ წერეთელმა „ცეცხლი წაუკიდა თურმე ზანდუკს წერილებისას. ამან მიიღო ეს წერილები სხვა მემკვიდრეობასთან ერთად“. ზოგი ხელნაწერი დაწვას გადაარჩინა ბესარიონ ღოღობერიძემ და 1884 წ. დიმიტრი ბაქრაძეს გადასცა წ. კ. საზოგადოებაში დასაცავად.
იმ დროს ქართულ პრესაში იბეჭდებოდა წერილები, რომლებშიაც გამოხატული იყო შეშფოთება გრ. წერეთლის მემკვიდრეობთან დაცული ქართული ხელნაწერების ბედით.
აკაკი წერეთელმა „დროების 1871წ. 17 ივლისის ნომერში გამოაქვეყნა წერილი „უფალო რედაქტორო! (გრიგოლ წერეთლის შეგროვილი მდიდარი ბიბლიოთეკა და მისი შვილის ალექსანდრეს უპასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე)“. ამ წერილში აკ. წერეთელი, სვათა შორის, წერდა – ბევრი ძველი ქართული წიგნი ალექსანდრესა აქვს და არავის ასარგებლებსო.
1873 წ. 25 მაისს „დროებაში“ დაიბეჭდა წერილი „ჩვენ შევიტყეთ (განსვ. ალ. წერეთლის ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკის ბედი)“, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარდაცვლილი ალ. წერეთლის ქართული წიგნების ბიბლიოთეკის მემკვიდრე ნესტორ წერეთელი ითხოვს კატალოგი შეუდგინონ ამ ბიბლიოთეკას.
„დროების“ 1879 წ. თებერვლის ნომერში დაიბეჭდა კოტოჩის „წერილი რედაქტორთან“, რომელშიაც ლაპარაკია ძველი ქართული ხელნაწერების, მათ შორის „ვეფხისტყაოსნის“ არსებობის შესახებ ალექსანდრე წერეთლის მემკვიდრეებთან.
იმავე 22 ივლისს „დროებაში“ ი. ჭყონია წერილით „უფალო რედაქტორო!“ აცნობდა მკითხველებს ალ. წერეთლის ბიბლიოთეკის საზოგადოებისათვის გადაცემის აუცილებლობას. 1880 წ. 21 დეკემბერს არქიმანდრიტი ამბროსი აქვეყნებს წერილს ალ. წერეთლის ოჯახში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების შესახებ.
1884 წელს გრ. წერეთლის ბიბლიოთეკის ნაწილი ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა.
- თავადი (იმერეთი)
-
მაჩაბელი სიმონ ფარსადანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ ფარსადანის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
სიმონ ფარსადანის ძე მაჩაბელი (1794-1858) - სამაჩაბლოს ერთერთი ყველაზე დიდი ფეოდალი 19 საუკუნეში, ასევე ჰქონდა მამულები თბილისის მაზრის სოფ. ტაბახმელაში. იყო რუსიფიკაციის წინააღმდეგი საქართველოში, ...
ნათალიშვილი გორჯასპი გივის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გორჯასპ გივის ძე
- გვარი
- ნათალიშვილი
-
გორჯასპი გივის ძე ნათალიშვილი - ფარეშთუხუცესი გივი ნათალიშვილის ვაჟი. 1803 წელს ულუმბოს მთაზეა მისული მალხაზ ანდრონიკოვთან ერთად, აქედან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების სახელით სოლომონ ამირეჯიბს ...
ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-მუხრანელი
-
კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...
- ფოტო
-
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
ორბელიანი ასლან ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ასლან ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ასლან ნიკოლოზის ძე ორბელიანი (1767-1826) - გიორგი მეთორმეტის ეშიკაღაბაში; სპარსული ენის მცოდნე. ერმოლოვის თხოვნით დაამშვიდა არეულობა ყაზახში და "არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს".
სპარსთა ...
ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ზაალის ძე
- გვარი
- ჩოლოყაშვილი
-
კავკასიის არმიის სახელოვან, მამაც მხედართმთავართა შორის ერთიერთი საპატიო ადგილი უკავია კავალერიის გენერალ–მაიორ ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილს. იგი 1823 წელს დაიბადა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში. ...
- ფოტო
-
ილია ჩოლოყაშვილი
სავარსამიძე ლეონტი იაკობის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლეონტი იაკობის ძე
- გვარი
- სავარსამიძე
-
ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (1778-1838) - გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში.
1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 ...
ბარათაშვილი ბარამ ფარემუზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბარამ ფარემუზის ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
-
ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე ბარათაშვილი. ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში 1801 (?) წელს. 1805 წ. 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წ. 4 ...
ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ლაზარეს ძე
- გვარი
- ოქრომჭედლიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ილია სერებრიაკოვი
-
ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...
ორბელიანი მამუკა თამაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მამუკა თამაზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
-
მამუკა თამაზის ძე ორბელიანი (1801–1875). რუსულად იწოდება მაკარ ფომიჩად. თამაზ ორბელიანისა და ქეთევან ქობულაშვილის მეორე ვაჟი. დაიბადა 1801 წელს (თუმცა ეპიტაფია მისი სიონში უჩვენებს 1800 ...
- ფოტო
-
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი
ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ბატონიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1830
-
იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. დაიბადა 1768 წლის 16 მაისს. 1768 წლის 13 დეკემბრის სიგელში ის უკვე იხსენიება.
1787 წ. 1 ივლისს ჯვარი დაიწერეს იოანემ და ქეთევანმა, იოანე ...
- ფოტო
-
იოანე ბატონიშვილი
ყარაშვილი ივანე იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე იოსების ძე
- გვარი
- ყარაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ყარაევი
-
ივანე იოსების ძე ყარაშვილი (ყარაევი). ექიმი. 1801 წლის 5 ნოემბერს ყარაევი წერს ასეთ თხოვნას: „განუცხადებ ამას მაღალმსვლელობასა თქვენსა, რომელ გარდაცვალებულის მეფის ერეკლესაგან წელიწადში ორმოცი თუმანი ...
ციციშვილი მარიამ გიორგის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ გიორგის ას.
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1850
-
მარიამ დედოფალი (1768 – 1850). საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი XII - ის მეორე მეუღლე. გიორგი ციციშვილის ქალი. გიორგი ბატონიშვილმა იქორწინა მასზე 1782 წელს. გიორგისა და მარიამის ვაჟები: ...
- ფოტო
-
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ